Სახლში დამზადებული რეცეპტი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
ზამთარში თმა განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ვიტამინების ნაკლებობა, თმის საშრობი, მშრალი ჰაერი ბინებსა და ოფისებში (გამათბობლის დამსახურებით), ყინვა და ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზამთრის თანმხლები დეპრესიული განწყობაც კი თმაზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს – ყველაზე ძვირფასი სამკაული შრება და მყიფდება, ცვენას იწყებს, იყოფა და უსიცოცხლო ელფერი ედება.
თავდაპირველად გაგაცნობთ თმის მოვლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს:
თუ თმის ცვენა შემაწუხებელი გახდა, თმა ცოტა დაიმოკლეთ. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ თმის შეჭრა ზაფხულობით ჯობს. სინამდვილეში პირიქითაა – ზაფხულში ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას არ განიცდის და თმაც, სიგრძის მიუხედავად, კარგად იკვებება, ზამთარში კი მას დახმარება სჭირდება.
გთავაზობთ შესანიშნავ რეცეფტს.
საჭირო ინგრედიენტები:
ვიტამინი B6 1 ამპულა;
ვიტამინი B12 1 ამპულა;
1 გრ. ვიტამინი C ;
2 ს.კ. ლ აბუსალათინის ან კოწახურის ზეთი;
2 ს.კ. ლ თაფლი (თბება წყლის აბაზანაში);
2 ს.კ. ლ ნებისმიერი თმის ბალზამი.
მომზადება:
Ჩვენ ყველაფერს ვურევთ. წაისვით თმაზე დაბანამდე 1 საათით ადრე, ჯერ ძირებში, შემდეგ კი თანაბრად გადაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. თავზე აბაზანის ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეიხვიეთ (უნდა მიაღწიოვთ “საუნის” ეფექტს).
ეს ნიღაბი ძალიან კარგად სცილდება დაბანისას , ზეთი ადვილად გადის თმიდან, იმის გამო, რომ იგი შეიცავს ბალზამს.





















