გათავისუფლდით ფერიმჭამელებისგან ამ ხერხის დახმარებით. მარტივი და ეფექტურია
ფერიმჭამელები არის სერიოზული პრობლემა, რომლის პოვნა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. უფრო მეტიც, ის არამარტო ფიზიკურ დისკომფორტს (ეს არის ტკივილი, ზოგჯერ სისხლდენა), არამედ ფსიქოლოგიური ტრამვაც შეიძლება გამოიწვიოს: გამონაყარის გამო, ბევრს ექმნება კომუნიკაციის პრობლემა, კარგავს თავდაჯერებულობას, ხდება განვითარებული კომპლექსების „მსხვერპლი“.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ფერიმჭამელები?
თუ თქვენ ფერიმჭამელები გაგიჩნდათ სახეზე და ტანზე, მაშინ ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ
-თქვენ კარგად არ ზრუნავთ თქვენს კანზე.
კრემების გამოყენებამ, რომლებიც არ არის შესაფერისი თქვენი კანის ტიპისთვის, არასათანადო წმენდა და კოსმეტიკური საშუალებების ბოროტად გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი სახეზე. საპარსი გელებიც კი შეიძლება მამაკაცებში გამონაყარის მიზეზი გახდეს.
-გაქვთ ჰორმონალური დისბალანსი.
ჰორმონალური დისბალანსი არის მოზარდებში და მოზრდილებში გამონაყარის გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ქალებს შეიძლება გამონაყარი გაუჩნდეთ მენსტრუალური ციკლის დროს, ორსულობის შემდეგ ან სხვა დროს, როდესაც ჰორმონალური დისბალანსი ხდება.
-თქვენ არ ჭამთ კარგად ან / და გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
სწრაფი კვების, შემწვარი საკვების და ზოგადად, ზედმეტი ჭამა კანის პრობლემებს იწვევს. გარდა ამისა, მუწუკები არის გასტროენტეროლოგიის მიზეზი, რადგან გამონაყარმა შეიძლება მიუთითოს წყლულის, გასტრიტის, ქოლეცისტიტის არსებობაზე.
დღეს ჩვენ გასწავლით თუ როგორ უნდა მოიცილოთ ფერიმჭამელები სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად. ამისთვის თქვენ კბილის ჯაგრისი დაგჭირდებათ.
კბილის პასტა-წაისვით კბილის პასტა პრობლემურ ადგილას. 5 წუთის შემდეგ, აიღეთ გამოუყენებელი კბილის ჯაგრისი, ის დაასველეთ და არე 3–5 წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ. არ ჩამოიბანოთ. როდესაც ის გაშრება, შეგიძლიათ დასაძინებლად წახვიდეთ. დილით კი, პასტა ჩამოიბანეთ და სახის გამწმენდი სკრაბი გამოიყენეთ. ახლა კი, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით, ფერმჭამელებისგან კანი გაისუფთავეთ.
ლიმონის წვენი-რბილ ჯაგრისს ცოტა ლიმონის წვენი დაასხით და რამდენიმე წვეთი ჟოჟობას ზეთი დაამატეთ. პრობლემური არე ჯაგრისით დაიმუშავეთ. ერთი, ან ორი წუთის შემდეგ მასა ჩამოიბანეთ და პროცედურა გაიმეორეთ. ამ მეთოდს კვირაში ერთზე მეტჯერ არ მიმართოთ. გამოყენების წინ მდუღარე წყალში ჯაგრისის სტერილიზაციის შესახებ არ დაგავიწყდეთ.