თუ მშრალი კანი გაქვთ, მაშინ ეს ნიღბები დაგეხმარებათ მათ დატენიანებაში.

სახის კანი შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვავოთ ცხიმიანობით, ფორიანობით, ფერით, სისქით. ამასთანავე, კანი სახის სხვადასხვა ადგილზე შეიძლება სხვადასხვანაერიც იყოს.
მშრალ კანზე უარყოფითად მოქმედებს ქარი, მზის სხივები, სიცივე, თოვლი, სინესტე. ასეთ დროს სახის კანი უხეშდება, იქერცლება და სკდება. ასევე სახის კანის სიმშრალე შეიძლება იყოს სახის ხშირი დაბანა ხისტი წყლით, ტუტოვანი შემცველობის საპონის გამოყენება, ასევე ღია ცის ქვეშ მუშაობა, განსაკუთრებით ქარიან ამინდში.

ასაკის მატებასთან ერთად ნორმალური და ცხიმიანი კანი შეიძლევა მშრალი გახდეს.
მშრალი კანი საჭიროებს სწორ და სისტემატურ მოვლას. ამისათვის სახე დაიბანეთ ანადუღარ ან რბილი წყლით, არ გამოიყენოთ საპონი და ლოსიონი. დაბანამდე ნახხევარი საათით ადრე სახეზე წაისვით მცენარეული ზეთი ან თხევადი კრემი. დაბანის შემდეგ კი წაისვით ცხიმიანი შემცველობის კრემი. წარბი კრემი მოიცილეთ ქაღალდის ხელსახოცით და წაისვით ცხიმიანი კრემი, პუდრა მშრალი კანისთვის. ასევე სასარგებლოა გაიკეთოთ დამარბილებელი ნიღბები.

ეს ნიღბები განკუთვნილია მხოლოდ მშრალი კანის მქონე ადამიანებისთვის

  1. დაუმატეთ თაფლს ცოტაოდენი შავი პურის ფქვილი (შეიძლება თეთრიც) იმ რაოდენობით, რომ მასა ძალიან სქელი არ იყოს. კოვზით კარგად აზილეთ, მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 30-40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
    -დაუმატეთ თაფლს კვერცხის გული და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  2. სახე კარგად გაიწმინდეთ კიტრის ნათალით. შემდეგ 1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ ½ ჩაის კოვზი გლიცერინი და რამოდენიმე წვეთი ახალი ლიმონის წვენი. ყველა ეს ინგრედიენტი კარგად აურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შემდეგ მიღებული მასა მოათავსეთ ბამბის ან მარლის ტამპონზე და ნაზად წაისვით სახეზე. ნიღაბი გაიჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი, დროის გასვლის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  3. კარგად მოხარშეთ კარტოფილი და ცხელ მდგომარეობაში დაჭყლიტეთ კარგად, ამის შემდეგ დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ცხელი რძე, კვერცხის გული და ათქვიფეთ. თბილი მასა სწორად გადაინაწილეთ სახესა და ყელზე. ზემოდან კი დაიფარეთ თბილი და ხაოიანი პირსახოცი. 20 წუთის შემდეგ სახე და ყელი მოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით.
    თუ დამწვრ კანზე მაშინვე დაიდებთ გახეხილ კარტოფილს (კარტოფილის ნაჭერიც შეიძლება), იგი შეამცირებს ტკივილს და ბუშტუკებიც აღარ გაჩნდება.
    -მგრძნობიარე და მშრალი სახის კანი დაიბანეთ ლობიოს ნახარშით (დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ან ნუშის ზეთი).
Facebook კომენტარები