ჯადოსნური რეცეპტი თმის სწრაფი ზრდისთვის! ამისათვის მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო! თმა ძალიან სწრაფად მეზრდება!

თმის ცვენასთან ბრძოლა დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია სხვადასხვა სტრესული სიტუაციები, საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ ტოქსინს და ბევრ, ბევრ სხვა ფაქტორს. თმის ცვენას თანაბრად განიცდის როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.

ადამიანები ცდილობენ მიმართონ ამა თუ იმ ხერხს დაკარგული თმის აღსადგენად, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ ამ ყველაფერს სასურველი შედეგი არ მოაქვს! რა თქმა უნდა, ბოლო გამოსავალი თმის გადანერგვაა, მაგრამ ყველას არ აქვს საკმარისი სახსრები ამ ტიპის მკურნალობისთვის.

ამ სტატიაში გასწავლით ერთ გამოსავალს, რომელიც შესაძლოა ჯერ არ გიცდიათ და გარწმუნებთ, ძალიან ეფექტურია სიმელოტისა და თმის ცვენის დროს.

მის მოსამზადებლად თქვენ გჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • ორი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი
  • ერთი ცალი კვერცხის გული
  • ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი.

დიახ, ეს არის ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ.

ამ საშუალების მოსამზადებლად აი რა უნდა გააკეთოთ:

აიღეთ საშუალო ზომის კონტეინერი. მოათავსეთ მასში ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი ნაზად შეიზილეთ თმის ძირებში და შემდეგ წაისვით დანარჩენ თმაზე. ბოლოს შეიფუთეთ თმა და გაიჩერეთ 2-4 საათი. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებისამებრ თქვენი შამპუნით. ამ საშუალების ორთვიანი გამოყენების შემდეგ შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

ცოტა რამ მოცემული ინგრედიენტების შესახებ:

  • აბუსალათინის ზეთი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება თმის ცვენის სამკურნალოდ, რადგან ის შესანიშნავი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა და კარგად ებრძვის ყველა სახის ინფექციას. ის ასევე შეიცავს რიცინოლეინის მჟავებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპში. ასტიმულირებს თმის ზრდას 3-5-ჯერ.
  • თავის მხრივ, კვერცხის გული შეიცავს ამინომჟავებს და ცილებს და ამარაგებს თმას საკვები ნივთიერებებით.
  • თაფლი არის სასარგებლო ინგრედიენტი და ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც აქვს ძლიერი, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. შესანიშნავია თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად.
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია