ხახვი და თეთრი ძმარი: საუკეთესო საშუალება დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ..

ამ ორი ინგრედიენტის კომბინაციის წყალობით, ეს საშუალება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ფეხებზე ნახეთქების სამკურნალოდ და სოკოსთან საბრძოლველად.

ფეხზე ბზარები ან მაზოლები, როგორც წესი, ჩნდება ხახუნის, შეუსაბამო ფეხსაცმლის ტარების ან დიდხანს ფეხზე დგომის გამო.

ზოგიერთი ბზარი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. მათ თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ფეხები ყოველთვის სუფთა გქონდეთ და არ გადახურდეს, არ გაოფლიანდეს. მაგალითად, ზაფხულში შეგიძლიათ ჩაცვიათ ღია ფეხსაცმელები.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მაზოლის მოშორება ნამდვილად რთულია, არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ მათ გასუფთავებაში. ბუნებრივი საშუალების მოსამზადებლად, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: ხახვი და თეთრი ძმარი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 თავი ხახვი
  • ½ ჭიქა თეთრი ძმარი (100 მლ)

ამ ბუნებრივი საშუალების მოსამზადებლად ჯერ თეთრი ძმარი ჩაასხით სუფთა ჭურჭელში. შემდეგ გარეცხეთ ხახვი. ამის შემდეგ მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

ხახვი დაჭერით ნაჭრებად და ჩაყარეთ თასში, სადაც ძმარია ჩასხმული. გააჩერეთ მთელი დილა ან შუადღე. დროის გასვლის შემდეგ ამ ნარევში დაასველეთ ბამბის დისკი და წაისვით დაბზარულ ქუსლებზე. შემდეგ დააფარეთ ცელოფანი. ჩაიცვით წინდები, რომ ცელოფანი ერთ ადგილას დარჩეს. იდეალურ შემთხვევაში, ეს პროცედურა ღამით უნდა ჩაიტაროთ და მხოლოდ დილით გაიხადოთ წინდები და დაიბანოთ ფეხები. რაც უფრო დიდხანს იქნება ქუსლები შეხვეული, მით უკეთესი იქნება შედეგი.

რა უნდა გააკეთო შემდეგ?

დილით რომ გაიღვიძებთ, დაიბანეთ ფეხები საპნით და წყლით. შემდეგ პემზის ქვით ნაზად შეიზილეთ ნახეთქები. ამის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი ფეხები გაცილებით რბილი გახდება.

თუ ფეხებზე კანი ძალიან სქელია ან გამაგრებული, მათი მოშორება ალბათ უფრო რთული იქნება. ამიტომ, თქვენ უნდა გაიმეოროთ ეს პროცესი რამდენჯერმე, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

ხახვი და თეთრი ძმარი არა მხოლოდ ხელს უშლის ახალი ბზარების გაჩენას, არამედ ხელს უშლის სოკოების გაჩენას ფეხებზე. ეს მნიშვნელოვანია, თუ ხშირად დადიხართ აუზზე ან სავარჯიშო დარბაზში.

გამოიყენეთ ეს საშუალება იმდენჯერ, რამდენიც საჭიროდ ჩათვლით მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, თქვენი ფეხების მდგომარეობიდან გამომდინარე. დაინახავთ, რომ ისინი გახდებიან უფრო რბილი და სრულიად თავისუფალი კოჟრებისა დაბზარებისგან!

Facebook კომენტარები