ეს ნიღაბი მკურნალობს ნაოჭებს, აკნეს და ნაწიბურებს! საოცარი შედეგი აქვს!
ყველა, განსაკუთრებით ქალები, ოცნებობენ სუფთა და ლამაზ კანზე. ნაოჭები, ნაწიბურები და აკნე არის ის, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ასაკთან ერთად კანი კარგავს სიმკვრივეს და ახალგაზრდულ იერს, უფრო თვალსაჩინო ხდება დაბერების ნიშნები, თეთრი თმის გამოჩენასთან ერთად. დროთა განმავლობაში, ეპიდერმისი თხელი ხდება, მაშინაც კი, თუ უჯრედების რაოდენობა უცვლელი რჩება.
პიგმენტური უჯრედების რაოდენობა მცირდება, ამიტომ კანი უფრო დუნე გამოიყურება. დღეს ბევრი კანის მოვლის საშუალებაა ხელმისაწვდომი. ზოგიერთი მათგანი აღმოფხვრის ნაოჭებს, ზოგი კი აკნეს ნაწიბურებს და ა.შ.
ჩვენ გვაქვს ბუნებრივი საშუალება, რომელიც გაწმენდს, დაიცავს და გაჯანსაღებს თქვენს კანს.
სახის ნიღაბი თაფლით, დარიჩინით და მუსკატის კაკლით
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
- ნახევარი ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
- ერთი სუფრის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი
- ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
- ერთი ჩაის კოვზი დაჭრილი მუსკატის კაკალი
ცოტა რამ შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ:
- თაფლს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი და კურნავს კანს.
- დარიჩინი არის დადასტურებული სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული აგენტი.
- მუსკატის კაკალს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და კარგია აკნეს სამკურნალოდ.
- ლიმონი ხელს უწყობს ნაწიბურების მოცილებას და მდიდარია C ვიტამინით.
ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ეს საჭირო მასა:
მომზადების პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფია. უბრალოდ მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი პლასტმასის თასში და აურიეთ. მიიღებთ პასტის კონსისტენციას.
დაიბანეთ სახე, წაისვით ნარევი სუფთა სახეზე და გაიჩერეთ 20-25 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, წაისვით ალოე ვერას გელი გამოყენების შემდეგ.