ეს ბალზამი საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვთა ქსელის მოსაშორებლად და კანის სილამაზის აღდგენისთვის!
გამობერილი კაპილარები ქალების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, ისინი არა მხოლოდ არაესთეტიურად გამოიყურებიან, არამედ შეიძლება გახდეს კომპლექსებისა და თავდაუჯერებულობის მიზეზი.
ითვლება, რომ დასუსტებული სისხლძარღვები არის კაპილარების გადიდების მთავარი მიზეზი. ცუდი ამბავი ის არის, რომ არასასიამოვნო ფეხსაცმელი, ქუსლიანი ფეხსაცმლის ძალიან ხშირად ტარება, ორსულობა და რამდენიმე სხვა ფაქტორმა შეიძლება გააძლიეროს პრობლემა და გამოიწვიოს ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
გთავაზობთ დიდი ხნის დავიწყებულ ბალზამის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა ქსელის მოცილებას და კანის სილამაზის აღდგენას.
როგორ მოვიცილოთ სისხლძარღვთა ქსელი სახლის პირობებში? ამაში შემდეგი ინგრედიენტებისგან მომზადებული საშუალება დაგეხმარებათ.
დაგჭირდებათ:
- 40 მლ ცხენის წაბლის ექსტრაქტი
- 40 მლ წაბლის ნაყენი
- 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
მომზადების მეთოდი:
გაფცქვნილი წაბლი მოათავსეთ შუშის ქილაში და შეავსეთ ზემოდან არაყით. ნაყენს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მზეზე 3 დღის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას და გააჩერეთ კიდევ 40 დღე. როდესაც ნაყენი მზად იქნება, შეურიეთ ცხენის წაბლის ექსტრაქტს და როზმარინის ეთერზეთს. ქილა კარგად შეანჯღრიეთ - ბალზამი მზადაა!
ნაყენის საოცარი თვისებები აიხსნება იმით, რომ წაბლის ექსტრაქტი აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ასტიმულირებს უჯრედების ჟანგბადით მომარაგების პროცესს და ხელს უწყობს მეტაბოლური პროდუქტების მოცილებას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სისხლძარღვების დასუსტებული კედლების გასაძლიერებლად აუცილებლად უნდა მიირთვათ საკმარისი რაოდენობით ცხოველური ცილა და ვიტამინი C. ამავდროულად, შეეცადეთ მოერიდოთ შაქრისა და ტრანსცხიმების შემცველ საკვებს, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სხვადასხვა ანთებები სხეულზე და ასუსტებს კაპილარების კედლებს.
სცადეთ ეს რეცეპტი და შედეგს რამდენიმე დღეში ნახავთ. აცნობეთ თქვენს მეგობრებს ბალზამის სამკურნალო თვისებების შესახებ - არავინ არ არის დაზღვეული სისხლძარღვთა ქსელის გაჩენისგან!