ხელნაკეთი გასახდომი კოქტეილი: თხელი წელი და ბრტყელი მუცელი ერთ თვეში!
ყველამ იცის, რომ წონის ეფექტურად დასაკლებად და შედეგის გასამყარებლად, უნდა დაიცვათ გარკვეული კვების სისტემა და რეგულარულად ივარჯიშოთ.
ჩვენ გვსურს დავეხმაროთ თქვენს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმების დაწვაში და გთავაზობთ გემრიელი ვიტამინის სასმელის მომზადების რეცეპტს წონის დასაკლებად. რომლის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტებია.
ცხიმების მწველი თაფლისა და დარიჩინის კოქტეილის მოსამზადებლად აი რომელი ინგრედიენტები უნდა გამოიყენოთ:
- 2/3 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი
- ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
- ერთისუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი
- ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი
- ნახევარი ლიმონის წვენი
აი როგორ უნდა მოამზადოთ:
თბილ ადუღებულ წყალში გავხსნათ დარიჩინი, ჯანჯაფილი და ლიმონის წვენი.
კოქტეილი ოდნავ გაათბეთ თქვენთვის მოსახერხებელ ტემპერატურაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ ადუღებამდე!
გადმოიღეთ ნარევი ცეცხლიდან, აურიეთ და გააჩერეთ სასმელი 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ თაფლი და ისევ აურიეთ, რომ თაფლი კარგად გაიხსნას.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სასმელი?
დალიეთ ეს სასმელი დღეში 2-ჯერ: დილით საუზმემდე 30 წუთით ადრე და საღამოს ძილის წინ. ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ.
დარიჩინისა და თაფლის უნიკალური არომატული სასმელი ხელს უწყობს წონის დაკლებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მცირე რაოდენობით დალევთ (არ გადააჭარბოთ დოზას).
ვინაიდან თაფლიც და დარიჩინიც ბუნებრივი ანტისეპტიკია, ისინი სრულყოფილად ასუფთავებენ კუჭს, ამუშავებენ გლუკოზას არა ცხიმად, არამედ ყოველდღიური საქმიანობისთვის აუცილებელ ენერგიად. იმის გამო, რომ ორივე ინგრედიენტი ტკბილია, შიმშილის გრძნობა იბლოკება და შესაბამისად, ნაკლებს ჭამთ და წონაში იკლებთ.
ასეთი სასმელის მიღების კურსი დაახლოებით 2-3 თვეა, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია იყიდოთ ნამდვილი დაფქული დარიჩინი და არა კასიის ფხვნილი, რომელსაც ჩვეულებრივ სთავაზობენ მომხმარებელს ღირებული სანელებლის ნაცვლად, რადგან ის გაცილებით იაფია.
არ დაგავიწყდეთ კოქტეილის რეცეპტის გაზიარება მეგობრებთან ერთად!