ეს ბადრიჯნის კატლეტის რეცეპტი ხორცის კატლეტს სამუდამოდ დაგავიწყებთ
კულინარიულ ხლოვნებაში ჩვეულებრივი კატლეტი მზადდება დაფქვილი ხორცისგან-ქათმის, ხბოს, ღორის ხორცისგან, რომლებიც ძალიან სწრაფად იწვება. ჩვენ დღეს უნდა გასწავლოთ არაჩვეულებრივი კატლეტის რეცეპტი. მისი მთავარი შემადგენელი ინგრედიენტი იქნება არა ხორცი, არამედ ყველასთვის საყვარელი და ძალიან ჯანსაღი ბოსტნეული- ბადრიჯანი. მისი მომზადება ძალიან მარტივია და ასევე ძალიან გემრიელი. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები.
საჭირო ინგრედიენტებია:
1,5 კილოგრამი ბადრიჯანი
150 გრამი ყველი მაგარი
150 გრამი საფანელი
100 გრამი თეთრი პური
მწიკვი მარილი და პილპილი
2 კონა ოხრახუში
5 კბილი ნიორი
1 ცალი კვერცხი
50 მლ.ლ. რძე რათა პური დაალბოთ
200 გრამი რბილი ყველი რბილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრინზა, მოცარელა, იმერული)
ცოტაოდენი ზეთი
რეცეპტის მომზადების ინსტრუქცია:
1. კარგად გარეცხეთ ბადრიჯანი და ზედმეტი კანი მოაცილეთ. კუბიკებად დაჭერით გაფრცქვნილი ბადრიჟანი, შემდეგ კი დააყარეთ მარილი და დატოვეთ ასე, რომ არასასურველი წვენი გამოუვიდეს. როდესაც წვენს გამოიღებს, კარგად გაწურეთ.
2. ტაფაში ჩაასხით ცოტა ზეთი, შემდეგ ჩაყარეთ ბადრიჯანი და შეწვით მსუბუქად. ასევე დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი და დააფარეთ თვსახური. ტაფა ასეთ მდგომარეობაში დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში. მოთუშეთ დარბილებამდე და შუა პროცესში დაუმატეთ 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
3. მომზადებული ბადრიჯანი მოათავსეთ თასში.
4. ცალკე თასში მაგარი ყველი გახეხეთ, პარალელურად კი დაალბეთ პური რძეში და შემდეგ დანაყეთ ნიორი.
5. გაციებულ ბადრიჯანს დაუმატეთ გახეხილი ყველი, 1 ცალი კვერცხი, პური, საფანელი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, მარილი და პილპილი.
6. ამ ნარევისგან მოზილეთ ფარში და შემდეგ დაყავით სასურველი ზომის გუნდებად.
7. გუნდები უნდა გააბრტყელოთ და თითოეულზე მოათავსოთ რბილი ყველის თხელი ნაჭერი, შემდეგ კი ისე უნდა გადაახვიოთ, რომ ყველი აღარ გამოჩნდეს, მთლიანად დაფაროს ფარშმა.
8. მომზადებულ ბურთულებს მიეცით კატლეტის ფორმა და ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში, შემდეგ კი შეგიძლიათ შეწვათ ზეთში. აღნიშნული ინგრედიენტები გათვლილია მინიმუმ 15 ცალ კატლეტზე.