ჩაიწერეთ და შეინახეთ ეს რეცეპტი: ხველისა და ბრონქიტის სამკურნალო საშინაო საშუალება
ქრონიკული ხველისა და ბრონქიტის მკურნალობა ყოველთვის პრობლემურია, თუნდაც ტრადიციული მედიცინისთვის.
მაგრამ ერთი საშინაო საშუალება შეიცავს ყველაზე ძლიერ ინგრედიენტებს, რომლებიც ამშვიდებს ყელსა და ფილტვებს და კურნავს ხველას და ბრონქიტს უმოკლეს დროში!
თაფლისა და ბანანის მახასიათებლების წყალობით, რომლებიც ამ რეცეპტის ძირითადი ინგრედიენტებია, თქვენ შეძლებთ ამ საშუალების მიცემას, არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც. ამავდროულად დალევთ წამალს და დატკბებით მისი გემოთი!
ამ ნარევის საშუალებით თქვენ მოგიხსნით ყელის ტკივილს, ძლიერ ხველას და კუჭის პრობლემებსაც კი!
მის მოსამზადებად საჭირო ინგრედიენტებია:
- 400 მლ მდუღარე წყალი
- 2 საშუალო ზომის მწიფე ბანანი
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
აი როგორ უნდა მოამზადოთ ეს სასწაულმოქმედი საშუალება:
გაფრცქვენით ბანანი და დაჭყლიტეთ ბანანი კოვზის ან ჩანგლის დახმარებით, შემდეგ გადაიტანეთ თასში და დაუმატეთ მას წინასწარ ადუღებული წყალი. აურიეთ და გააჩერეთ ნარევი 30 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. როდესაც ნარევი გაცივდება, დაამატეთ მას თაფლი (არავითარ შემთხვევაში არ დაამატოთ თაფლი ცხელ ნარევს, რადგან ასეთ დროს თაფლი კარგავს თავის სასარგებლო ნივთიერებებს).
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ მოცემული საშუალება?
მიიღეთ ამ ნარევის 100 მლ 4-ჯერ დღეში (სულ 400 მლ).
რეცეპტში მოცემული რაოდენობა საკმარისია ერთი დღისთვის, მეორე დილით კი შეგიძლიათ მოამზადოთ ახალი დოზა. 3 დღეში შვებას იგრძნობთ.
გამოიყენეთ და ეს თვენი მშველელი იქნება.