aviabiletebi
aviabiletebi

ამ სასმელის ერთი ჭიქის დალევა ძილის წინ დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

ამ სასმელის ერთი ჭიქის დალევა ძილის წინ დაგეხმარებათ წონის დაკლებაში!

თუ ხალხურ მედიცინას გადახედავთ, იქ აღმოაჩენთ უამრავ რეცეპტს რომელშიც შედის სელის თესლი. მისი სარგებელი იმდენად დიდია, რომ უამრავი დაავადების გასაკურნად გამოიყენება. სელის ფქვილი(დაფქული სელის თესლი) წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ მოკლე დროში მოახდინოთ საკუთარი წონის ნორმალიზება და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა. იგი მდიდარია ბოჭკოებით, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და სხვა თანაბრად სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი სხეულის განკურნებას, გაწმენდას და გაძლიერებას.
ზაფხულის ცხელ დღეების მოახლოებასთან ერთად ყველა ცდილობს შეიმციროს ცოტათი მაინც ზედმეტი კილოგრამები. თუ გადაწყვეტთ, რომ ეს გააკეთოთ ხალხური მეთოდებთ, მაშინ საუკეთესო არჩევანი იქნება სელის თესლის გამოყენება.
ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ უნიკალური სამკურნალო საშუალების რეცეპტი წონის სწრაფი დაკლების, წმენდისა და სხეულის ზოგადი განკურნების მიზნით.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სელის თესლი როგორც ორგანიზმის გამწმენდი და სამკურნალო საშუალება
ბლენდერის ან რაიმე საფქვავის გამოყენებით დაფქვით იმდენი რაოდენობის სელის თესლი, რომ მიიღოთ 1 კოვზი სელის ფქვილი. ამის შემდეგ ფინჯანში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სელის ფქვილი და დაასხით ნახევარი ჭიქა ნელ-თბილი ადუღებული წყალი, გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას წყალში(დაახლოებით 5-10 წუთი), შემდეგ კიდევ დაასხით ნახევარი ჭიქა, ამჟამად უკვე ცხელი წყალი (მაგრამ არა ადუღებული). ინფუზიის გაცივების შემდეგ დაამატეთ მას 1 სუფრის კოვზიბუნებრივი თაფლი.

როდის უნდა მივიღოთ დამზადებული სასმელი?
სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ერთჯერადად ერთი ჭიქა, სასურველია დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე.
გარდა ამისა, ზოგადი ჯანმრთელობისა და სხეულის გაძლიერების მიზნით, ყოველდღიურ საკვებს შეგიძლიათ დაამატოთ მცირე რაოდენობით სელის ფქვილი. მაგალითად: წვნიანებს, ნამცხვრებს, საუზმეებს. ასევე, ძალიან სასარგებლოა კიდევ ერთი სამკურნალო სასმელი სელის ფქვილისა და კეფირის ნარევი. მის მისაღებად კი უბრალოდ უნდა აურიოთ ½ სელის ფქვილი 0,5 მლ/ლ კეფირს და უნდა მიირთვათ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას

აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

აი რატომ უნდა დაიწყოთ კოჭას ჩაის დალევა ახლავე! ეს ყველამ უნდა იცოდეს…

აი რატომ უნდა დაიწყოთ კოჭას ჩაის დალევა ახლავე! ეს ყველამ უნდა იცოდეს…

კოჭას სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. მისი დადებითი მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე კარგად აისახება. მას გააჩნია საოცარი უნარი: იგი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემას და ასევე მას შეუძლია შეამციროს ანთება.

კოჭა შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც მის მკაფიო გემოსა და არომატს განაპირობებებს. ეს არის : ცინგერონი, შოგაოლი და ჯინჯეროლი. ეს ეთერზეთები ანტი-ბაქტერიული, ანტი-ვირუსული, ანტი-სოკოვანი და ანტი-პარაზიტულია. კოჭას ძირები იმუნიტეტს აძლიერებს, ასთმას კურნავს, ხსნის ტკივილს და ამის გარდა მრავალი სხვა დადებითი ფუნქცია აქვს.

კოჭას ჩაის უპირატესობა :
-კოჭა ძალიან ეფექტურია თავის ტკივილის, გაციების, გრიპისა და კუნთების ტკივილის დროსაც კი. კოჭას უნიკალური შემადგენელი ნივთიერებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ტკივილის შეჩერება
-კოჭას ჩაის რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც ებრძვის ვირუსებს.
-მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჭიქა კოჭას ჩაი დღეში შეამცირებს ინსულტის შანსს.
-კოჭა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სისხლის ნაკადის ზრდა კი თავის მხრივ -აუმჯობესებს ვიტამინების, მინერალებისა და ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისთვის.
-კოჭას ჩაი სპობს იმ ვირუსს, რომელიც გაციებას და გრიპს იწვევს.

როგორ მოვიმზადოთ კოჭას ჩაი ?
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:-1 ჭიქა წყალი, ¼ ჩაის კოვზი კოჭა, ¼ ჩაის კოვზი კურკუმა, ქოქოსის რძე ( გემოსთვის), დაუმუშავებელი თაფლი ( გემოსთვის) .

მომზადების პროცესი ძალიან მარტივია ამისათვის უნდა აადუღოთ წყალი,  შემდეგ დაუმატოთ კოჭა და კურკუმა, დაუწიოთ ცეცხლს და 10 წუთის განმავლობაში ადუღოთ. შე,დეგ გადმოიტანეთ თქვენთვის სასურველ ფინჯანში და თუ თქვენს გემოვნურ თვისებებში ჯდება ქოქოსის რძე ან თაფლი, შეგიძ₾იათ დაუმატოთ. ჩაი მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ, რათა მიიღოთ მისგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

რას ამბობს ძველი ინდური მედიცინა სახსრების ანთების შესახებ

რას ამბობს ძველი ინდური მედიცინა სახსრების ანთების შესახებ

არსებობს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები, რომლებიც ართრიტსა და ანთებას ეხმარება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მაგრამ არსებობს ბუნებრივი საოჯახო საშუალებებიც, რომლებიც ინდოეთში 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება.
ანთებას ახასიათებს სახსრების ტკივილი და მათი შებოჭვა, ასევე გრიპის სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა. არსებობს გამოწერილი მედიკამენტები, რომლებიც ართრიტსა და ანთებას ეხმარება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მაგრამ არსებობს ბუნებრივი საოჯახო საშუალებებიც, რომლებიც ინდოეთში 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება. ქვემოთ მოცემულია აიურვედული (ინდური ტრადიციული) საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ სცადოთ სახლში!

სტრესის დღიური: აიურვედული (ინდური ტრადიციული) მედიცინა წარმოადგენს პრობლემის ძირეული მიზეზის მკურნალობას. სწორედ ამიტომ გირჩევთ შეინახოთ სტრესის დღიური, ჩაწეროთ მასში ყველა შფოთვითი და საშიში სიტუაცია. როდესაც გრძნობთ სტრესს, თქვენი იმუნური სისტემა იწვევს ანთებით რეაგირებას. თუ შეგიძიათ გაარკვიოთ რა იწვევს თქვენს სტრესს, შეგიძლიათ იმუშაოთ გამომწვევი მიზეზების შემცირებაზე და ამით შეამციროთ ანთებაც. ყურადღება მიაქციეთ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული სტრესზე და როდის გეწყებათ ანთებითი შეგრძნებები. მაგალითად, გტკივათ სახსრები ბევრი რძის დალევის შემდეგ? ეს მეთოდი ასევე ხელს უწყობს საკვების ალერგიის გამოვლენასაც.

კურკუმა: აიურვედის ეს კლასიკური ბალახი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ის იმდენად ძლიერია, რომ ზოგიერთ კვლევაში აღმოჩნდა, რომ ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ფარმაცევტული წამლები. სცადეთ დაამატოთ ის სალათებში, გახეხილ კვერცხთან ან გახსნათ ჭიქა თბილ რძეში.

ჯანჯაფილი: ეს ცხარე ფესვი სასწაულებს ახდენს სახსრების ტკივილის დროს, რადგან იგი სავსეა ანტიოქსიდანტებით და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ჯანჯაფილი შეიძლება ეფექტური იყოს სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად, შეშუპების შესამცირებლად და დილის სიხისტის შესამცირებლად. ჩვევად აქციეთ ჯანჯაფილი სუფთა ჩაი ყოველ დილით.

იოგურტი: თქვენი იმუნური სისტემის 60–70 პროცენტი მდებარეობს ნაწლავში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ნაწლავის ჯანმრთელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ანთებითი რეაქციები მოხდება მთელ სხეულში. ნაწლავის სიჯანსაღის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა რეგულარულად მოიხმაროთ პრობიოტიკები, როგორიცაა იოგურტი.

ძილი: როდესაც საკმარისად არ გძინავთ, თქვენი სხეული კარგად ვერ აღდგება. ეს აიძულებს თქვენს იმუნურ სისტემას გააქტიურდეს და მეტი ენერგია დახარჯოს გაღვიძებისას, რაც ანთებას იწვევს. ამიტომ რეკომენდებულია ყოველ ღამე შვიდიდან რვა საათამდე დაძინება, რადგან შეამციროთ ანთების რისკი.

თვითმასაჟი: დამამშვიდებელი მასაჟი საუკეთესო საჩუქარია თქვენთვის, რომელიც დაგეხმარებათ მოდუნებაში და ანთების შემცირებაში. საკუთარ თავს ყოველდღე 10-20 წუთიანი მასაჟი გაუკეთეთ. აბაზანის ან თბილი შხაპის მიღებამდე შეიზილეთ 1/2 ჭიქა (120 მლ) თბილი მზესუმზირის ან ქოქოსის ზეთი სახსრებზე და კუნთებზე.

იოგა, ცურვა ან ველოსიპედით სეირნობა: ქრონიკული ანთების მქონე ადამიანებმა უნდა გააკეთონ ზომიერი ვარჯიშები, რომლებიც არ ახშობს მათ სახსრებს, მაგალითად, იოგა, ცურვა და ველოსიპედით სეირნობა. სასურველია კვირაში ხუთჯერ ვარჯიში.

ქინძი და ცერეცო: ყველა ეს მწვანილი ხელს უწყობს ანთების შემცირებას. ისინი უნდა იყვნენ დიეტის ნაწილი, რომელიც ასევე შეიცავს ბუნებრივად ტკბილ, მწარე და შემკვრელ საკვებს.კარგი ანთების საწინააღმდეგო ვახშამია კურკუმასთან ერთად მოხარშული ბროწეული კეშიუთი და ქინძით შეზავებული.

შეამცირეთ არტერიული წნევა ბუნებრივი საშუალებებით.ეს უნდა იცოდეთ!..

შეამცირეთ არტერიული წნევა ბუნებრივი საშუალებებით.ეს უნდა იცოდეთ!..


მაღალი არტერიული წნევა არის ძალიან გავრცელებული და პოტენციურად სასიკვდილო მდგომარეობა. დღევანდელ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ საუკეთესო ბუნებრივ პროდუქტებს მასთან საბრძოლველად.
არტერიული წნევა თანამედროვე საზოგადოებაში ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და მკურნალობის გარეშე შეიძლება ძალიან საშიში იყოს. მის გამომწვევ ფაქტორებში შედის ორგანიზმში წყლისა და მარილის დონე, თირკმელები, სისხლძარღვები და ნერვული სისტემის ჯანმრთელობა და ჰორმონების დონე. ამ სტატიაში გვინდა გაჩვენოთ, თუ როგორ უნდა შეამციროთ არტერიული წნევა ბუნებრივად.

ცაცხვი: C ვიტამინისა და ფლავონოიდების მაღალი დონის წყალობით, ცაცხვი ხელს უწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობას. ცაცხვის მოხმარების შედეგად მათ აქვთ უფრო მაღალი ელასტიურობა, რაც ხელს უშლის დაზიანებას. ეს ხილი ასევე ხელს უწყობს ვარიკოზული ვენების პრევენციას.

გუავა: გუას ხილი ხელს უწყობს “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირებას და ასევე ზრდის ე.წ. კარგ ქოლესტერინს.

ფითრი: ეს ბუნებრივი პროდუქტი ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ამცირებს მაღალ წნევას,ქოლესტერინის დონეს და არტერიოსკლეროზს. ფითრი-ს მოხმარების საუკეთესო გზა ინფუზიაა.

თხილი: თხილი, განსაკუთრებით თხილის რძე, შეიცავს კალციუმის მაღალ დონეს, რაც დაგეხმარებათ არტერიული წნევის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგნიუმი ხელს უწყობს სისხლძარღვების ფუნქციონირებას.

ნიახური: ნიახური ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი შარდმდენი საშუალება, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების აღმოფხვრასა და სითხის შეკავების თავიდან აცილებაში – რომლებიც მაღალი არტერიული წნევის ორი მაღალი რისკ ფაქტორია. უმჯობესია ნიახურის მიღება წვენის სახით.

ლიმონი: ლიმონი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში, ეს ხილი ეფექტურია მრავალი სახის დაავადების, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის დაავადებების წინააღმდეგ. C ვიტამინის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს სისხლძარღვების აღდგენას და მათ კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას,ჰიპერტენზიის შემცირებით.

ლავანდა: ლავანდას აქვს შარდმდენი თვისებები, რაც ხელს უწყობს სხეულს ტოქსინების გამოდევნაში შარდის საშუალებით, ხელს უშლის ასევე სითხის შეკავებას და ამით ამცირებს არტერიულ წნევას. ლავანდა ასევე ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი წნევის შემცირებაში ნერვული სისტემის პრობლემების გამო.

ბრინჯი: ზოგიერთი ექსპერტი გირჩევთ დიეტის დაცვას ბრინჯის მაღალი შემცველობით. ეს იმიტომ ხდება, რომ ის დონის მოწესრიგებას უწყობს ხელს და ამცირებს ჰიპერტენზიის მოულოდნელი შეტევების ალბათობას.სტაფილო: სტაფილო ასევე უზარმაზარ სარგებელს ანიჭებს ორგანიზმს. C ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და არტერიების დაცვას.

8 საკვები, რომლითაც სამუდამოდ დაივიწყებთ კუჭის პრობლემებს!

8 საკვები, რომლითაც სამუდამოდ დაივიწყებთ კუჭის პრობლემებს!

დღესდღეობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები ძალიან ხშირად გვხვდება. ამ პრობლემაზე გავლენას ახდენს მემკვიდრეობითობა, არაჯანსაღი კვება, გართულებები სხვა დაავადებებით.
არსებობს პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში. თუ თქვენს რაციონში შეიტანთ ამ საკვების ჩამონათვალიდან რამოდენიმეს მაინც, დაივიწყებთ ყაბზობას, გასტრიტს და წყლულებსაც კი.

ყაბაყიყაბაყის საკვები ბოჭკოები კარგად იწოვენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, ზედმეტ ქოლესტერინს და წყალს. ჭარბწონიანობისას, ყაბაყის მოხმარება ქმნის ორგანიზმის გაჯერების ილუზიას, რითაც ამცირებს სხვა, უფრო კალორიული საკვების მიღებას. ყაბაყი არაჩვეულებრივად სასარგებლოა სიბერეში. ისინი ააქტიურებენ საჭმლის მომნელებელ პროცესებს, აუმჯობესებენ კუჭისა და ნაწლავების მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციებს.

ისპანახიისპანახი არის ერთგვარი კუჭის დამასუფთავებელი. იგი ასტიმულირებს პანკრეასის აქტივობას და ასტიმულირებს ნაწლავებს, ფასდება მცენარეული ცილების, პროვიტამინის A, ვიტამინების C და B ჯგუფის მაღალი შემცველობით. მეცნიერთა ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მცირე რაოდენობით შეიცავს მწვანე ფოთლებში, ხელს უშლის გასტრიტს და ნებისმიერ ანთებით დაავადებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ლობიო
ხმელი წითელი და თეთრი ლობიო, ისევე როგორც ხმელი ბარდა, გამორიცხავს გულძმარვას, რომელიც საშიშია საყლაპავის ლორწოვანი გარსისთვის, ხოლო ზედმეტი მჟავა ასევე საზიანოა კუჭისთვის. ლობიო წარმატებით ანეიტრალებს ზედმეტ მჟავას, რითაც თავიდან აცილებს ბევრ სერიოზულ დაავადებას. დიდი რაოდენობით ბოჭკოვანი ლობიო ხელს უშლის ყაბზობას და განავლის გაძნელებას, რაც ხშირად ბუასილისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდება.

ქლიავიქლიავისგან მიღებული ინფუზია ხელს უწყობს ყაბზობის მოშორებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზებას. ასევე, ეს ჩირი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, ვინაიდან ის შეიცავს კუჭის დაავადებებისათვის საჭირო ბალასტურ ნივთიერებებს. საკმარისია დღეში დაახლოებით 4-6 კცალი ქლიავის ჩირის მიღება.

კივიმისი ბოჭკოვანი წყალობით, კივი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე და უმკლავდება სიმძიმის შეგრძნებას კუჭში ჭამის შემდეგ. ნაყოფის ხშირი მოხმარება ხელს შეუწყობს სხეულიდან მარილების მოცილებას და ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ვინაიდან კივის ნაყოფი შეიცავს პექტინებს, მათ აქვთ შემცველი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ ისინი მითითებულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, განსაკუთრებით გასტრიტის, კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. მჟავე გემოვნების მიუხედავად, კივი ხელს უწყობს წყლულების მოშუშებას, მჟავე გემოთი კი ხელს უწყობს მარილების ორგანიზმში მოცილებას.

ორაგულიექიმების აზრით, ორაგულის მუცელი შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ნივთიერებებს, რომლებიც უნდა შევიდეს ადამიანის ყოველკვირეულ მენიუში. ეს თევზი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სასახსრე ხრტილს და ეფექტურად აკონტროლონ ანთებითი პროცესი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

მჟავე კომბოსტოკომბოსტო კარგია კუჭისთვის, ფიგურისთვის, ღვიძლისთვის და სხეულის გასასუფთავებლად. მაგრამ მთავარი პარადოქსია ის, რომ მჟავე კომბოსტო ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ახალი. ეს იმის გამო ხდება, რომ კომბოსტოს ფერმენტირებული ბაქტერიები ქმნიან ახალ ნივთიერებებს. კომბოსტოს უზარმაზარი სარგებელი განპირობებულია მასში რძემჟავას შემცველობით. ამის გამო ნაწლავებში ინახება ორგანიზმისთვის სასარგებლო ბაქტერიები.

იოგურტიშემთხვევითი არ არის, რომ იოგურტებს ურჩევენ მათ, ვინც ანტიბიოტიკებს სვამს ნაწლავების აღსადგენად. მენიუში სწორად გამოყენების შემთხვევაში, მას შეუძლია ხელი შეუწყოს გასტრიტის განკურნებას, ბუნებრივია, მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად. ისინი ახდენენ მიკროფლორას ნორმალიზებას და თქვენს კუჭს ნაკლებად ექვემდებარება გაღიზიანებას.

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი შესანიშნავი ეფექტით! ეს ნამდვილად უნდა სცადოთ

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი შესანიშნავი ეფექტით! ეს ნამდვილად უნდა სცადოთ

ყველა ადამიანში ასაკი თავის კვალს ტოვებს. ასაკის მატებასთან ერთად გვიჩნდება სხვადასხვა სახის ტკივილები წელლისა და ფეხების არეში, სახის კანი ფორმას კარგავს და წვრილი ბილიკები გვიჩნდება სახეზე, რომელსაც ნაოჭების სახელით ვიცნობთ. რა თქმა უნდა ყველას თუ არა უმეტესობას მაინც უნდა ამ ნაოჭების მოცილება. ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს. ზოგი ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავს ესტეტიკურ ცენტრებს, ზოგს კი ურჩევნია მას ბუნებრივი საშუალებებით ებრძოლოს.

ჩვენ გვინდა გასწავლოთ ხალხური საშალებებით დამზადებული კრემის რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.
ნაოჭების საწინააღმდეგო დადასტურებული კრემი, რომელსაც შეუძლია გახადოს ის უფრო სუფთა და ახალგაზრდა ერთ კვირაში. შედეგი შთამბეჭდავია! თქვენც უნდა სცადოთ!
ამ კრემის რეცეპტი არის მარტივი და მართლაც მშვენიერი. მას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, რადგან სრულიად ბუნებრივ ინგრედიენტების საფუძველზე მზადდება.

მის მოსამზადებლად კი გვჭირდება:
½ ახალი ქათმის კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეიძლება ჩაანაცვლოთ ზეითუნის ზეთით), 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, 2 ჩაის კოვზი გვირილის ბულიონი, ½ ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ჟელე (მისი ყიდვა შეგიძლიათ აფთიაქში).

როგორ მოვამზადოთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი?
პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ გვირილის ბულიონი. ამისათვის 1 სუფრის კოვზი მშრალი გვირილა მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 200 მლ წყალი, დადგით გაზქურაზე და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გვირილის ბულიონი მზადაა.
მიღებული ბულიონი გადავწუროთ და მისგან ავიღოთ 2 ჩაის კოვზი სითხე. ცალკე ჭურჭელში ავურიოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად, ისე რომ უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი გლუვი მასა. მიღებული კრემი შეინახეთ მაცივარში.

როგორ გამოვიყენოთ?
ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი წაისვით სუფთა გაწმენდილ კანზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით. 30 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნარჩენები მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. ვინც ნამდვილად პატივს სცემს თავიანთ კანს და სილამაზეს, ნამდვილად მოეწონებათ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი.

შენიშვნა: ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი შეიწოვება დიდი ხნის განმავლობაში, ერთ საათზე მეტხანს, ამიტომ საჭიროა მათი გამოყენება ძილის წინ 2 საათით ადრე. პირველ შედეგს 3 დღეში ნახავთ.
დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები და შედეგები კომენტარებში!

30 წამი და ეს უმარტივესი ვარჯიშები, სამუდამოდ დაგავიწყებთ დაძაბულობასა და ტკივილს!

30 წამი და ეს უმარტივესი ვარჯიშები, სამუდამოდ დაგავიწყებთ დაძაბულობასა და ტკივილს!

დღევანდელი ცხოვრება ძალიან სწრაფი და დამღლელია! რთული და დაძაბული ცხოვრების რიტმი ჩვენს ჯამრთელობაზეც აისახება! სამწუხაროდ ჩვენ ხშირად იმის დროც არ გვრჩება, რომ საკუთარ სხეულს ოდნავ მაინც მოვუაროთ და მცირე დრო დავუთმოთ ჩვენ ჯამრთელობას. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ იმ მარტივ მოძრაობებს, რომელიც თქვენ სხეულს დაძაბულობასა და ტკივილს მოუხსნის! თავს ნამდვილად უკეთ იგრძნობთ და რაც მთავარია ეს ყველაფერი არ წაგართმევთ დიდ დროს!

გათავისუფლდი ტკივილისგან წელის არეში!დაჯექით სკამზე და ხელის დახმარებით, თქვენი მუხლი მკერდთან მიიტანეთ! ეცადეთ ამ დროს გამარტული იჯდეთ და ასე 30 წამის განმავლობაში გაჩერდით! შემდეგ კი ნელი მოძრაობით დადგით ფეხი. მსგავსი რამ მეორე ფეხზეც გაიმეორეთ!

გაათავისუფლეთ თქვენი მხრები ტკივილისგან!ღრმად ჩაისუნთქეთ და მხრები ნელ-ნელა აწიეთ ყურებისკენ. აწეულ მდგომარეობაში გააჩერეთ 3 წამი. მხრები ნელა, ოდნავ წრიული მოძრაობით ჩამოუშვით და ამავდროულად ნელ-ნელა გამოუშვით ჰაერი! გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ.

გაათავისუფლე ტკივილისგან შენი ტერფები!ერთი ფეხი დადგი წინ, ხოლო უკანა ფეხი აწიეთ და თითებით შეახეთ იატაკს. შემდეგ მოღუნეთ, სწორედ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები და ოდნავ დააწექით. დაწოლისას იგრძნობთ კუნთის მცირეოდენ დაჭიმვას, სწორედ ამ დროს 30 წამით ფეხი ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ და შემდეგ ძალია ფრთხილად დაუბრუნეთ საწყის პოზას! ეს ვარჯიში ძალიან ნელა და ფრთხილად უნდა გააკეთოთ. რა თქმა უნდა მეორე ფეხზეც უნდა გაიმეოროთ!

გაათავისუფლე მაჯები ტკივილისგან!გამოწიე ხელები წინ და შეკარი მუშტები. შემდეგ კი ატრიალე ხელები ჯერ მარცხენა მიმართლებით, შემდეგ კი მარჯვენა! თითო მიმართულებით 10-ჯერ

გათავისუფლდი ტკივილისგან მკერდის არეში!მიიღეთ სურათზე ნაჩვენები პოზა! შემდეგ კი ხელები მაქციმალურად გაწიეთ უკან, ისე რომ თავს არ გაუშვათ ხელი, თითქოს იდაყვების ერთმანეთზე მიდება გსურთ! გაუძელით დაძაბულობას და ასეთ პოზაში გაჩერდით 30 წამი! შემდეგ კი ნელა დაუბრუნეთ ტქვენს იდაყვებს საწყისი პოზიცია!

გაათავისუფლე ტკივილისგან ზურგის შუა და ზემო ნაწილი!ჩაეხუტეთ საკუთარ თავს! ჩაისუნთქეთ ღრმად და გაიმართეთ! შეიკავეთ სუნთქვა 30 წამის განმავლობაში და შემდეგ ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას!

გათავისუფლდი ტკივილისგან კისრის არეში!გამართულად დაჯექით სკამზე. ფეხები შეატყუპეთ და აუცილებლად დადგით იატაკზე. შემდეგ გადაწიე თავი მხრებისკენ. როდესაც იგრძნობთ დაძაბულობას 30 წამის გარეშე გაჩერდით მაგ პოზიციაში შემდეგ კი ძალიან ნელა აწიეთ თავი ზემოთ. ანალოგიურ მოძრაობას იმეორებთ მეორე მხარესაც!

უნიკალური რეცეპტი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად – ის ორგანიზმს სრულად წმენდს

უნიკალური რეცეპტი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად – ის ორგანიზმს სრულად წმენდს

ალბათ, ყველას გსმენიათ გაღვივებული ხორბლის შესახებ. დღეების განმავლობაში, ხორბლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალა 100-ჯერ იზრდება! მაგრამ ცოტამ თუ იცის გაღვივებული კაკლის უნიკალური რეცეპტის შესახებ, რომლის სასარგებლო თვისებები, 2 კვირის განმავლობაში, წყალში გაღვივებისას, 1000-ჯერ იზრდება!

გინდათ იცოდეთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ იგი, რომ მიიღოთ მისი ჯადოსნური სარგებელი? მაშინ გააგრძელეთ სტატიის კითხვა.
ერთი კგ. მოუმწიფებელი კაკალი ჩაყარეთ ცივ წყალში. კაკალი წყლით უნდა დაიფაროს. 2 კვირის განმავლობაში, დადგით ნარევი ფანჯრის რაფაზე, მეორე დღეს, სითხე გამოუცვალეთ. კაკალს დღე-ღამეში 2-ჯერ უნდა მოურიოთ.
ორი კვირის შემდეგ, ის გამოსაყენებლად უკვე ვარგისი იქნება. მაცივარში, წყალში შეინახეთ. (წყალი არ გამოუცვალოთ).

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ მიღებული საშუალება?
მიიღეთ 3 ცალი ნიგოზი დილა-საღამოს. ეს რეცეპტი ორგანიზმს წმენდს და უჯრედებს აახალგაზრდავებს. აღადგენს იმუნურსა და ნერვულ სისტემას, ასუფთავებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და კვებავს ძვლოვან ქსოვილს.
პანკრეასის დაავადების შემთხვევაში, ამ რეცეპტის გამოყენებისას, ფრთხილად უნდა იყოთ.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

რა უნდა მიირთვათ ძილის წინ და რა არა? საკვები, რომელიც თქვენს ძილს განსაზღვრავს

რა უნდა მიირთვათ ძილის წინ და რა არა? საკვები, რომელიც თქვენს ძილს განსაზღვრავს

რა სჯობს კარგ, ნაყოფიერ ძილს არა? დილით რომ იღვიძებ და ენერგიითა და სიცოცხლით რომ ხარ გაჟღენთილი. ძილის ხარისხზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებენ. მაგალითად: ოთხის ტემპერატურა, ხმაური, სინათლე, ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა, ტელევიზორთან ან მობილურ ტელეფონთნ დიდი დროის გატარება და ა.შ. ამ ჩამონათვალს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი საკვებია. სასარგებლო საკვები ძილის წინ ტრიპტოფანით მდიდარი საკვებია.

ტრიპტოფანი ამინომჟავებით სავსე ნივთიერებაა და მისი დონე სეროტონინის (სიამოვნების ჰორმონი) დონესაც კი განსაზღვრავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძილის წინ ტრიფტოფანით სავსე საკვები მშვიდი ძილის გარანტიაა.

ტრიფტოფანით მდიდარი საკვებია: ინდაური, გოგრის თესლი, სოიოს მარცვალი.
ალუბალი – მის შემადგენლობაშია მელატონინი, ეს ძილის ჰორმონია. ამიტომ ძილის წინ 1 ჭიქა ალუბლის წვენი სწრაფ და მშვიდ დაძინებაში ძალიან დაგემხარებათ.მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი: ავოკადო, მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული. ისინი დაძინებაში ხელს შეგიწყობთ.

უსარგებლო საკვები ძილის წინ

კოფეინიდღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ, მაგრამ ძილის წინ ნუ მიირთმევთ, რადგან დაძინებაში ხელს შეგიშლით. ამიტომ მოერიდეთ ყავას, შოკოლადს, ენერგეტიკულ სასმელს და ჩაის. ის ანელებს ძილის მოსვლას.

ალკოჰოლი
ერთი ან ორი ჭიქა შავი ღვინო ძილს ხელს უწყობს, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი დაძინების პროცესს ართულებს. ამიტომ თუ უძილობა გაწუხებთ ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

ცხიმიანი საკვები
ასევე ძილზე ცუდად მოქმედებს: ჩიფსები, ნაყინი, შემწვარი და ცხიმიანი საკვები. საქმე იმაშია, რომ ცხიმის გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება და ასეთ შემთხვევაში იმის მაგივრად, რომ ორგანიზმმა დაისვენოს ძილის დროს, აქტიურად მუშაობს ამ ცხიმების გადასამუშავებლად. აამიტომ თუ გსურთ მშვიდი ძილი ნუ მიირთმევთ მათ უშუალოდ ძილის წინ. სჯობს ძილის დროს ჩვენთან ერთად კუჭიც დავასვენოთ.

გირჩევთ ძილის წინ ეს პროდუქტები მიირთვათ:
უცხიმო რძე; არაქისის კარაქი; იოგურტი ბანანით ან კაკლით. ისინი ხელს უწყობენ ძილის პროცესს. კიდევ ერთ-ერთი მთავარი რამ რაც ძილის წინ ჭამისას უნდა გაითვალისწინოთ ეს არისცპატარა ულუფებით საჭმლის მირთმევა.

გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოცემული რჩევები და ნახავთ რომ ძილის ხარისხი უფრო გაგიუმჯობესდებათ, დილით დასვენებული და ენერგიით სავსე გაიღვიძებთ და რა თქმა უნდა ეს ყოველივე დადებითად იმოქმედებს თქვენი დღის სამუშაო პროცესზე.

ეს რეცეპტი გაათავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან და კრუნჩხვისგან.

ეს რეცეპტი გაათავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან და კრუნჩხვისგან.

თუ ამ სტატიას კითხულობ, ე.ი. კარგად იცით, თუ რა არის სახსრების ტკივილი. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება. და თითქმის იგი გარდაუვალი პროცესია: მუხლებზე, მხრებზე, იდაყვზე და მაჯის არეში პრობლემები თითქმის ყველას ახლავს, ვინც კომპიუტერთან ზის მთელი დღის განმავლობაში. ეს პრობლემები განსაკუთრებით მძაფრად იჩენს თავს ხოლმე 45 წლის შემდეგ. მაგრამ რა მოხდება, თუ ტკივილი 25-30 წლის ასაკში დაიწყებს გამოჩენას? ეს ასაკობრივი პრობლემებია?

სახსრების ტკივილის გამომწვევი მიზეზები:
რა თქმა უნდა, სახსრების ტკივილს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები, რომლებიც არ უკავშირდება კომპიუტერსა და მჯდომარე ცხოვრების წესს. ეს შეიძლება იყოს დაზიანებების, გადატვირთვის, მოტეხილობების, ართრიტისა და რევმატიზმის შედეგიც.

როგორ შეგვიძლია ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში?
ზოგი ჩვენთაგანი გარკვეული მიზეზების გამო ასეთ დროს არ მიდის ხოლმე ექიმთან და მიმართავს ხალხურ მედიცინას. რა თქმა უნდა ხალხურ მედიცინაშ იპოვით უამრავ საუალებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა დღეს გვინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი მათგანი. ეს არის ძალიან ეფექტური და საიმედო საშუალება. იგი მოიცავს მხოლოდ უმარტივეს ინგრედიენტებს. ეს ეხმარება პირველივე ტკივილის შეგრძნებიდან.

ამ რეცეპტის შემადგენელი ინგრედიენტებია:
- 1 სუფრის კოვზი თაფლი;
- 1 სუფრის კოვზი მდოგვი (ცხელი);
- 1 სუფრის კოვზი წვრილი მარილი;
- 1 სუფრის კოვზი წყალი.

მომზადების პროცედურა:
ჭურჭელში საფუძვლიანად ავურიოთ ყველა ინგრედიენტი, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება. შემდეგ კი ჩავასხათ მინის ცარიელ ქილაში ან სხვა კონტეინერში.

როგორ გამოვიყენოთ:
შემდეგ ჯერზე, როდესაც სახსრებიდან დაგეწყებათ დისკომფორტი, უბრალოდ წაისვით ეს "კრემი" მტკივნეულ ადგილას. შემდეგ გადააფარეთ პლასტმასის ტომარა და ზემოდან დაიდეთ თბილი შარფი. სასურველია, რომ ეს უკანასკნელი იყოს მატყლისგან დამზადებული.
ეს კომპრესი უნდა გაიჩეროთ დაახლოებით 1.5-2 საათის განმავლობაში. უმჯობესია გაიკეთოთ ეს პროცედურა ძილის წინ, რომ სახსრებმა დაისვენოს "მკურნალობის" შემდეგ. ჩამოიბანეთ "კრემი" დილით თბილი წყლით.

გაიმეორეთ ეს პროცესი ზედიზედ 4-5 დღის განმავლობაში. ეფექტს პირველივე ცდის შემდეგ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნარევი თავად უნდა ინახებოდეს მაცივარში და არა უმეტეს 5-6 დღისა.

დაკოპირება ისჯება კანონით ! !