aviabiletebi
aviabiletebi

ქუსლები აღარ აგექერცლებათ – ეს მარტივი საშუალება სამოდამოდ აქრობს ქუსლის დახეთქვის რისკს

ქუსლები აღარ აგექერცლებათ – ეს მარტივი საშუალება სამოდამოდ აქრობს ქუსლის დახეთქვის რისკს

მთელი დღის განმავლობაში ალბათ ხშირად გვიწევს ფეხზე დგომა ან სიარული. ამის გამო მთელი ჩვენი სხეულის სიმზიმე გადადის ქუსლებზე, რის შედეგადაც შეიძლება გაგვიჩნდეს ქუსლებზე ბზარები, რაც არა მარტო არაესთეტიურად გამოიყურება, არამედ ინფექციის შეჭრისა და გავრცელების საშიშროებასაც ქმნის. 

გაბზარული ქუსლების მიზეზები

დაბზარული ქუსლების მიზეზები მრავალფეროვანია. ხშირად ისინი წარმოიქმნება ფეხების მშრალი კანის გამო. ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს ძალიან მშრალი კანი, ზოგი კი განიცდის გარე გავლენას, მაგალითად, სიცივეს. გაბზარული ქუსლების სხვა გამომწვევი მიზეზების მშრალი ჰაერი, ფეხის არაადეკვატური მოვლა, დაუბალანსებელი კვება, ასაკი, არასწორი ფეხსაცმელის ტარება, ჭარბი წონა და მისკენ მიდრეკილება, რომელიც ხელს უწყობს გახეთქილი ქუსლების განვითარებას.
დაბზარული ქუსლების შემთხვევების უმეტესობა სახლში მკურნალობას ექვემდებარება. მაგრამ თუ დროული ჩარევა არ მოხდა, შეიძლება ის გართულდეს და უბრალო სახლის ბუნებრივმა საშუალებებმა აღარ უშველოს და ექიმის ჩრევა გახდეს საჭირო.
გაბზარულ ქუსლებზე მკვდარი კანისა და ბაქტერიების მოსაშორებლად არსებობს ერთი ბუნებრივი მეთოდი, რომლის დამზადებაც თქვენი ხელებით შეგიძლიათ. ეს საშუალება ასევე აქრობს სოკოებსა და მიკრობებს. 

ამ წამლის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ლისტერინი ( ან თქვენი საყვარელი პირის სავლები)
  • 1 ჭიქა თეთრი ან ვაშლის ძმარი
  • 2 ჭიქა თბილი წყალი

როგორ მოვამზადოთ აღნიშნული წამალი?

თავდაპირველად პატარა თასში მოათავსეთ ლისტერინი. შემდეგ დაამატეთ 1 ჭიქა ვაშლის ძმარი და 2 ჭიქა თბილი წყალი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში კარგად, სასურველია  ხის კოვზით. მიღებულ ნარევში მოათავსეთ გაუხეშებული ქუსლები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ფეხები სითხიდან და დაელოდეთ მის შეშრობას. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია, თუმცა მისი ჩატარების შემდეგ ცოტახნით თქვენმა ფეხმა შეიძლება ლურჯი შეფერილობა მიიღოს, თუმცა ეს ბუნებრივია და არ არის საშიში. ამ უპრობლემო ეფექტის გავლის შემდეგ თქვენი ქუსლის კანი ახალივით იქნება.

 

20 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვსვათ უზმოზე თბილი ლიმონიანი წყალი

20 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვსვათ უზმოზე თბილი ლიმონიანი წყალი

გიჭირს დილით გაღვიძება? დაღლილი იღვიძებ და გამოუძინებელი ხარ 8-საათიანი ძილის შემდეგაც კი?

სცადე უზმოზე ლიმონიანი წყლის დალევა. ნახავ, როგორ შეიცვლება შენი გუნება-განწყობილება!

დამტიცებულია, რომ წყალში თუნდაც რამდენიმე წვეთი ლიმონის დამატებით არა მხოლოდ აგიმაღლდებათ განწყობა, არამედ მოგიწესრიგდებათ საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა და თქვენ გაამდიდრებთ ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით.

ეს ენერგეტიკული სასმელი მთელი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლოა. ყოველდღიურად ლიმონიანი წყლის დალევით, არა მხოლოდ ტონუსში მოიყვანთ ორგანიზმს, არამედ გამოდევნით ტოქსინებსა და შლაკებს, აამუშავებთ ყველა შინაგან ორგანოს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 20 მიზეზს, რის გამოც ღირს დაიწყოთ დილა ერთი ჭიქა ლიმონიანი წყლით.

  1. ისეთი მიკროელემენტების შემცველობის გამო, როგორებიც არის კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი, ლიმონიანი წყალი ატენიანებს კანს და სხეულს გაუწყლოვანებისგან იცავს.
  2. ეს სასმელი ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილს.
  3. თბილი ლიმონიანი წყალი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
  4. ყოველდღიურად თბილი ლიმონიანი წყლის დალევით გააუმჯობესებთ ღვიძლის მუშაობას, ამ უკანასკნელს კი ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოაქვს.
  5. ლიმონი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ისეთი დაავადებების წარმოქმნას, როგორებიც არის ანგინა, სასუნთქი გზების ინფექციები, ნუშურა ჯირკვლების ანთება.
  6. ლიმონიანი წყლის უზმოზე დალევით გაიწმენდთ კუჭ-ნაწლავის სისტემას.
  7. თბილი სასმელი ორგანიზმს ეხმარება მეტაბოლიზმის პროცესის ამუშავებაში.
  8. ლიმონი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ეს კი არა მხოლოდ ორგანიზმის დაბერებას შეაჩერებს, არამედ აამაღლებს იმუნიტეტს.
  9. კალიუმის მაღალი შემცველობის გამო ლიმონი ამაგრებს ნერვულ სისტემას, დაბლა სწევს შფოთვის დონეს და ორგანიზმს ეხმარება სტრესთან გამკლავებაში.
  10. ლიმონიანი წყალი ასუფთავებს სისხლს.
  11. თბილი სასმელი არეგულირებს არტერიულ წნევას. მისი ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში წნევა 10%-ით დაბლა იწევს.
  12. ლიმონიანი წყალი ორგანიზმში pH-ბალანსს აღადგენს. რაც მაღალია pH ორგანიზმში, მით ნაკლები შანსი გაქვთ, შეგხვდეთ ვირუსი და ინფექციური დაავადებები.
  13. C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, ლიმონიანი წყალი აახალგაზრდავებს კანს და მას მკვრივსა და ელასტიკურს ხდის.
  14. შარდის მჟავასთან განსაკუთრებული ფერმენტების შერევის წყალობით ლიმონიანი წყალი სახსრების ტკივილის მომხსნელი საუკეთესო საშუალებაა.
  15. თბილი ლიმონიანი წყლის დალევა ორსული ქალებისთვისაც მიზანშეწონილია. ვიტამინი C ამაღლებს იმუნიტეტს და ამაგრებს ნაყოფის ძვლოვან სისტემას, ეხმარება ბავშვის ტვინის უჯრედებისა და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში.
  16. თუკი ერთ ჩაის კოვზ ლიმონს გახსნით ერთ ჭიქა წყალში და უზმოზე მიირთმევთ, გათავისუფლდებით გულძმარვისგან.
  17. ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევის შემთხვევაში თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში კენჭები დაიშლება.
  18. ლიმონიანი წყალი ხსნის კბილის ტკივილს და ღრძილების ანთებას.
  19. უზმოზე მიღებული თბილი ლიმონიანი წყალი კიბოს გაჩენის რისკს ამცირებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კიბო ვერ განვითარდება მჟავა-ტუტოვან გარემოში.
  20. და ბოლოს, ამ სასმელის ალბათ ყველაზე სასიამოვნო თვისება – ის წონის სწრაფად კლებას უწყობს ხელს. პექტინები, რომლებიც ლიმონში შედის, აქვეითებს მადას და ეფექტურად წვავს ცხიმებს!

ხვრინვას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია! ეს 3 პროდუქტი მის წინააღმდეგ დაგეხმარებათ

ხვრინვას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია! ეს 3 პროდუქტი მის წინააღმდეგ დაგეხმარებათ

ხვრინვა არა მარტო ოჯახის წევრებს „უწამლავს“ ცხოვრებას, არამედ თვითონ მხვრინავსაც. დაღლილობა, გაღიზიანება, თავის ტვინის ფუნქციონირების გაუარესება, გულის უკმარისობა,- ხვრინვის შედეგებია. ხვრინვის ხმის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა ხახის კედლების, რბილი სასისა და ენის ძირის რხევითი მოძრაობები. 

გამომწვევი მიზეზი

ხვრინვის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი წოლის პოზა, ან პირღია ძილი. თუმცა მთავარ მიზეზად მაინც ცხვირსა და ყელში ლორწოს არსებობა სახელდება. 

და მაინც რა უნდა გავაკეთოთ ხვრინვის შესაჩერებლად?

თუ როგორმე შეგიმცირდათ ცხვირსა და ყელში არსებული ლორწო, თქვენ გათავისუფლდებით არასასიამოვნო ხვრინვისგან.

საშუალებები ხვრინვის წინააღმდეგ

ოცნებობთ ხვრინვისგან გათავისუფლდეთ? სწავლულები თვლიან, რომ რამდენიმე პროდუქტს თქვენი დახმარება შეუძლია. 

  1. პიტნა- აადუღეთ ერთი ჭიქა წყალი და შიგ მოათავსეთ ორი ცალი პიტნის ფოთოლი. ცხელი პიტნის ჩაი დაგეხმარებათ სუნთქვის გასუფთავებაში.
    ასევე სასარგებლოა პიტნის ეთერზეთი: 2-3 წვეთი ეთერზეთი გახსენით ცხელ წყალში, მიღებული ნაყენი პირში გამოივლეთ.
  2. ზეითუნის ზეთი- დაძინებამდე 3-4 საათით ადრე, პიპეტის დახმარებით, ზეითუნის ზეთის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ ცხვირის თითოეულ ნესტოში. მკურნალობის კურსი სამი კვირის განმავლობაში გააგრძელეთ.
  3. კარდამონი –კარდამონი არამარტო არაჩვეულებრივი სანელებელია. არამედ სუნთქვის გამწმენდიც. წყლიან ჭიქაში ჩაამატეთ 1ჩ/კ თაფლი, ცოტაოდენი დარიჩინი და ½ ჩ/კ დაფქული კარდამონი. მიღებული სასმელი დაძინებამდე დალიეთ.

ექიმები გვირჩევენ, რომ ხვრინვისგან თავის დასაღწევად, დაძინებამდე უარი უნდა ვთქვათ რძის პროდუქტებსა და მოწევაზე.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

აი რატომ უნდა ჰქონდეთ ქართველ ქალებს სახლში ხახვი! თურმე ყველა ოთახს სჭირდება!!!!

აი რატომ უნდა ჰქონდეთ ქართველ ქალებს სახლში ხახვი! თურმე ყველა ოთახს სჭირდება!!!!

წარმოგიდგენთ ხახვის გამოყენების ყველაზე საინტერესო გზებს:

  • ყურის ტკივილის მოსარჩენად დაჭერით ხახვი და ჩადეთ ნაჭრები წინდაში. შეკრული წინდა მიიდეთ მტკივნეულ ყურზე და ზემოდან შეიხვიეთ თბილი ნაჭრით. მოიშორეთ ხახვი მაშინ, როდესაც ტკივილს გაგიყუჩდებათ.
  • ხველის სამკურნალოდ საკმარისია ნახევარი თავი ხახვი. გაფრცქვენით, გაჭერით შუაზე და დააყარეთ მას 1 ს/კ ყავისფერი შაქარი. გაიჩერეთ ერთი საათით სახეზე. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ.
  • თუკი სიცხე გაქვთ, დაჭერით ხახვი პატარა ნაჭრებად და დაიდეთ ფეხებზე, შემდეგ კი შეიხვიეთ წებოვანი შესახვევის დახმარებით. ამოიცვით ზევიდან წინდები და დაიტოვეთ ასე მთელი ღამის განმავლობაში. დილით მოიშორეთ.
  • ხახვის დახმარებით ასევე შეგიძლიათ სახლის ჰაერიც გაწმინდოთ. ამისათვის საჭიროა დადოთ ხახვის ნაჭრები თეფშზე, მოათავსოთ თეფშები ყველა ოთახში, სადაც კი გსურთ  ჰაერის გაწმენდა და თქვენი სახლი თავისით გაიწმინდება ვირუსებისა და ბაქტერიებისგან საკმაოდ მალე.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ახლავე გადაასხით ზეთი ნაგავში! ცნობილი მეცნიერის საშინელი აღმოჩენა მცენარეულ ზეთზე!

ახლავე გადაასხით ზეთი ნაგავში! ცნობილი მეცნიერის საშინელი აღმოჩენა მცენარეულ ზეთზე!

ბრიტანელმა ექსპერტებმა მაიკლ მოუსლიმ და ასიმ მალხოტრიმ ახლახანს ზეთების შესახებ პუბლიკაცია გამოაქვეყნეს. მათი თქმით, რესტორნებში ხშირად ძალიან საზიანო ზეთისგან აკეთებენ.

“როგორც კარდიოლოგი და გულის ჯანმრთელობით დაინტერესებული, მე არავითარ შემთხვევაში არ დავაყენებ ჩემს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ მცენარეული ზეთის ჭამით.”- ამბობს ცნობილი მეცნიერი ასიმი. რესტორნებში არასწორი და საზიანო ზეთი იწვევს სიმსუქნეს, გულის დაავადებებსა და დიაბეტის მეორე ტიპს საზოგადოებაში. როგორც გაირკვა, მცენარეული ზეთი ადუღებისას ტოქსიკურ ნივთიერება ალდეჰიდს გამოყოფს, რაც კიბოს უჯრედების ზრდას უწყობს ხელს.როგორც აღმოჩნდა, რძის პროდუქტების ხმარება ზეთის მაგივრად ჩვენ გულის დაავადებებისა და დიაბეტის მეორე ტიპისგან დაგვიცავს.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ოხრახუშით უსწრაფესად გახდებით! – ესეთი ეფექტური დიეტა ნანახი არ გექნებათ

ოხრახუშით უსწრაფესად გახდებით! – ესეთი ეფექტური დიეტა ნანახი არ გექნებათ

იცოდით რომ ოხრახუში ძლიერი შარდმდენია? დიახ, გარდა იმისა, რომ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მწვანილია, ასეთი სასარგებლო თვისებაც გააჩნია, რისი საშუალებითაც ის გაგათავისუფლებთ საშარდე გზების ინფექციებისგან. ამასთანავე, ოხრახუშის ეს ეფექტი შეგიძლით ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების შეუმჩნევლად გამოსადენად გამოიყენოთ:

ოხრახუში, როგორც გასახდომი საშუალება

ეს სასმელი მზადდება ძველებური და ძლიერი რეცეპტით. რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ:

  • 5 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
  • 1 ლ. წყალი

მომზადება:

კარგად  გარეცხილი ოხრახუში მოათავსეთ პატარა ქვაბში და დაასხით ადუღებული წყალი. დააფარეთ ზემოდან თავსახური და 20 წუთით გააჩეროთ. დროის გასვლის შემდეგ ქვაბიდან ამოიღეთ ოხრახუში და მიღებული სითხე მიირთვით. აღნიშნული ნარევის დალევა 5 დღეზე მეტ ხანს რეკომენდირებული არ გახლავთ.

ბონუს რჩევები kop.ge - სგან

- ოხრახუშის გამოშრობა შესაძლებელია, მაგრამ არ არის რეკომენდებული, რადგან შემდეგ ის დაკარგავს თავის ტიპურ არომატს

- ორსულმა ქალებმა ოხრახუში მხოლოდ ზომიერად უნდა მოიხმარონ, რადგან მას მშობიარობის ხელშეწყობა შეუძლია

- ვისაც აწუხებს თირკმლის პრობლემები და გულის რითმის დარღვევები, თავი უნდა აარიდონ ოხრახუშს

-ამბობენ, რომ საფუძვლიანად დაღეჭილი ოხრახუში ეწინააღმდეგება ნივრის სუნთქვას

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ლიმონის გამოყენების 7 დაუჯერებელი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით

ლიმონის გამოყენების 7 დაუჯერებელი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით

ლიმონი ერთ-ერთი გავრცელებული ციტრუსია. იგი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ლიმონის წვენის პოპულარული სამკურნალო თვისებებისა, მისი ყვითელი ან მწვანე გარე გარსის უგულებელყოფაც არ შეიძლება. ის ითვლება სილამაზია და სისუფთავის საშუალებად, რომელიც არასდროს არ უნდა გადააგდოთ.

უნდა იცოდეთ, რომ ქერქი ასევე ძალიან სასარგებლოა, მას აქვს 10-ჯერ მეტი ვიტამინი, ვიდრე წვენს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, ამიტომ აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

ლიმონის გამოყენების საუკეთესო მეტოდები:

ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ახდენს დეტოქსიკაციურ მოქმედებას ორგანიზმზე.

ლიმონის კანი, ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების გარეშე, არის ანტიოქსიდანტების წყარო, განსაკუთრებით თეთრი კანი, რომელიც ციტრუსს აკრავს. ისინი მდიდარია ფლავანოიდებით, რომლებიც ახდენენ ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას და ძალიან ეფექტურია, როგორც ბუნებრივი საწმენდები.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

სულ რამოდენიმე წვეთ ლიმონის წვენს თუ დაამატებთ ჩაიში ან უბრალოდ თბილ წყალში, შეუძლია 20-25 წუთის განმავლობაშ მოგიხსნათ თავის ტკივილი, კბილის ტკივილი და მენსტრუაციული ტკივილიც კი.

არბილებს იდაყვის მშრალ კანს

გახეხილი ლიმონის კანი შეურიეთ 1 ჩაის კოვზ სოდასა და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს, შხაპის შემდეგ წაისვით იდაყვებსა და ფეხებზე.

სხეულის აქერცვლა

შეურიეთ ნახევარი ჭიქა შაქარი წვრილად გახეხილ ლიმონის კანს, დაამატეთ 1/8 ჭიქა ზეითუნის ზეთი და თქვენი ბუნებრივი სკრაბი მზად არის. მიღებული ნარევი წაისვით სხეულის აქერცლილ ადგილებში, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მეჭეჭების მოსაშორებელი საშუალება.

თუ ყოველ დილით და საღამოს წაისვამთ ლიმონს კონკრეტულ ადგილებზე, საბოლოო ჯამში მეჭეჭები თავისთავად გაქრებიან.

აძლიერებს სარეცხი ფხვნილის მოქმედებას.

გაწურეთ 1 ლიმონი და დაუმატეთ ის რეცხვისას სარეცხ ფხვნილს, დარწმუნდებით, რომ ამ მეთოდს შესანიშნავი ეფექტი აქვს, გარდა სისუფთავისა, ის სასიამოვნო არომატსაც მისცემს სარეცხს.

აქრობს მაცივარში უსიამოვნო სუნს.

ბამბის დისკი დაასველეთ ლიმონის წვენში და დადეთ მაცივრის კუთხეში. რამდენიმე საათში უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება.

ყველაზე სასარგებლო და ეფექტური რჩევები ჯიბლიბოს წინააღმდეგ. ყურადსაღებია

ყველაზე სასარგებლო და ეფექტური რჩევები ჯიბლიბოს წინააღმდეგ. ყურადსაღებია

ჯიბლიბო თმის ფოლიკულის ან წამწამის ძირში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა, რომელსაც თან სდევს ქავილი და ტკივილი. როგორც წესი, ჯიბლიბოს სტაფილოკოკები, ან სხვა ბაქტერია იწვევს.

ჯიბლიბო (კონიუნქტივიტი) განსაკუთრებით ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან მათი თვალები ძალიან მგრძნობიარეა. ისინი თვალების მიდამოებში ხშირად ეხებიან ხელებით, სადაც ხშირ შემთხვევაში მიკრობებია განლაგებული. არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც უჩნდებათ კონიუნქტივიტი, რომელიც სხვადასხვა სიმპტომების საშუალებით ვლინდება და შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გამოირჩეოდეს.

გაიწმინდეთ ჯიბლიბო
დაიბანეთ ხელები, აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ სუფთა წყალში და დაიდეთ ჯიბლიბოზე. ნაზი წრიული მოძრაობით ფრთხილად გაიწმინდეთ მტკივანი ადგილი.


ჰიგიენა
ჯიბლიბოს ყველაზე კარგი პრევენცია, პირადი ჰიგიენის დაცვაა. არ შეეხოთ თვალებს ჭუჭყიანი ხელებით და სახისთვის ცალკე პირსახოცი გამოიყენეთ. კოსმეტიკური საშუალებები არავის ათხოვოთ, ასე შეიძლება ინფექცია გადაგედოთ.

თბილი კომპრესი
სუფთა ქსოვილი თბილ წყალში დაასველეთ და თვალზე 5–10 წუთის განმავლობაში დაიდეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3–4ჯერ.

ასევე შეგიძლიათ გვირილის ჩაის თბილი პაკეტები გამოიყენოთ. ხშირად ამ დროს ჯიბლიბოდან ჩირქი გამოდის. ის უბრალოდ გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით.

ჯიბლიბოდან ჩირქის გამოდინება
ნუ შეეცდებით ჯიბლიბოს გამორწყვას. ეს სიტუაციას გააუარესებს!

გამაყუჩებლები
თუ ტკივილს გრძნობთ, შეგიძლიათ ნესტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება მიიღოთ.

მიმართეთ ექიმს
იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ტკივილი გაწუხებთ, მხედველობა გიუარესდებათ, თვალი წითლდება, ან შუპდება მიმართეთ ექიმს.

გამოიყენეთ ანტიბაქტერიული კრემი
კრემის არჩევამდე, ექიმს გაესაუბრეთ. წაისვით ის მხოლოდ ჯიბლიბოზე, კრემი თვალში არ უნდა ხვდებოდეს.

ქინძი
ქინძის თესლი ჩაყარეთ წყალში 1 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მიღებულ სითხის საშუალებით გამოიბანეთ ჯიბლიბოანი თვალი.

ალოე
ალოე სიწითლეს და შეშუპებას ამცირებს. ფოთოლი გაჭერით და ის ჯიბლიბოზე წაისვით. ასევე შეგიძლიათ ალოეს წვენში ბამბის ტამპონი დაასველოთ და ის ასე გამოიყენოთ.

კარტოფილი
გახეხეთ კარტოფილი, ის სუფთა ქსოვილზე გადაიტანეთ და ჯიბლიბოზე დაიდეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას..

გამოიყენეთ მიხაკი ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის

გამოიყენეთ მიხაკი ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის

უძველესი დროიდან, მიხაკი გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო მცენარე. ამ სტატიაში გაეცნობით მიხაკის ძალიან ეფექტურ რეცეპტებს, რის საშუალებითაც დაამარცხებთ უამრავ დაავადებებს.

1.საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო საშუალება.

მიხაკი შესანიშნავი წამალია საჭმლის მონელების პრობლემებისა და მეტეორიზმის დროს. გარდა ამისა, მიხაკის ექსტრაქტები შეიძლება გამოყენებულ იქნას წყლულების სამკურნალოდ.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

საჭმლის მონელების სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად თქვენ უნდა აადუღოთ 250 მლ/ლ წყალი. როდესაც წყალი ადუღდება, დაუმატეთ 5 ცალი მიხაკი. გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ და მიღებული სითხე დალიეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ, 3 დღის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

  1. სტენოკარდია.

მიხაკის ანტიმიკრობული თვისებები ხელს უწყობს ყელის გაღიზიანებული მიკროორგანიზმების აღმოფხვრას.

ინგრედიენტები

  • 1 ჩაის კოვზი მიხაკი(5 გ)
  • 1 სუფრის კოვზი ბოლოკი (15 გრ)
  • თაფლი (15 გრ)
  • თბილი წყალი (200 მლ)შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს.გაიწმინდეთ ყელი მიღებული   ნარევით 2 ან 3 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე, სანამ უკეთესად არ იგრძნობთ თავს.
  1. პირის ღრუს ჯანმრთელობა

მიხაკის ანტიმიკრობული თვისებები ხელს უწყობს პირის ღრუს ინფექციების პრევენციას, მკურნალობას და ებრძვის უსიამოვნო სუნს.

მიხაკი არა მხოლოდ ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდის შემცირებას, რომლებიც ღრძილების დაავადებებსა და ინფექციებს იწვევენ, არამედ შეუძლია შეამციროს კბილის ნადები.

ინგრედიენტები

  • 2 ღერო ოხრახუში
  • 3 მიხაკი
  • 2 ჭიქა წყალი (400 მლ)

ადუღეთ ორი ჭიქა წყალი. როცა ადუღდება, დაუმატეთ ოხრახუში და მიხაკი. დაუწიეთ გაზს და გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. დალიეთ ეს ინფუზია დღეში სამჯერ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

  1. ღვიძლის მკურნალობა

ეს სუნელი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ევგენოლს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. ევგენოლს შეუძლია დაეხმაროს ღვიძლის სიმსუქნისა და ჟანგვითი სტრესის ეფექტის მკურნალობაში. ასევე სასარგებლოა ციროზის სამკურნალოდ.

ინგრედიენტები

  • 5 ცალი მიხაკი
  • 1 ჭიქა წყალი (200 მლ)
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (15 გრ)

აადუღეთ წყალი, შემდეგ დაუმატეთ მიხაკი. დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 10 წუთი. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და სითხეს დაუმატეთ თაფლი. მიღებული სითხე დალიეთ დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მისაღებად.

  1. ხველების დამამშვიდებელი საშუალება.

მიხაკი აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების ან გრიპის დროს. ეს ბუნებრივი ინგრედიენტი შესანიშნავია ხველისა და სხვა რესპირატორული მდგომარეობების სამკურნალოდ. მისი თვისებები ეხმარება ფილტვებში ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

ინგრედიენტები

  • 3 მიხაკი
  • 1 ჭიქა წყალი (200 მლ)
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (15 გრ)

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მიხაკი და ლიმონის წვენი. გააჩერეთ 10 წუთი, დროის გასვლის შემდეგ დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ და დალიეთ. გამოიყენეთ ეს ინფუზია ყოველ საღამოს ძილის წინ, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

ყურადღება!

მიხაკი უკუნაჩვენებია ყველა ორსულ და მეძუძურ ქალში ღვიძლის უკმარისობით ან ქრონიკული დაავადების დროს.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ

10 მარტივი და უნიკალური მეთოდი საცხობი სოდის გამოყენებით

10 მარტივი და უნიკალური მეთოდი საცხობი სოდის გამოყენებით

საცხობი სოდა არის ქიმიური ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ნატრიუმისა და ბიკარბონატის იონისგან. ეს არის თეთრი კრისტალური მყარი ნივთიერება, გარეგნულად ჰგავს თეთრ ფხვნილს. საცხობი სოდა არა მხოლოდ ნამცხვრების შეუცვლელი ინგრედიენტია, არამედ ის არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი კანისა და სახის მოვლისთვის.

ამ სტატიაში გაეცნობით მცირე პრობლემების ჩამონათვალს, რომლის მოგვარებაც სოდას შეუძლია

კბილების გათეთრება:

საცხობი სოდის დახმარებით შეგიძლიათ კბილები გაითეთროთ ერთი ტონით.ამისათვის პატარა ჭურჭელში ჩაასხით 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ან წყალი და დაამატეთ ½ ჩ/კ სოდა. აურიეთ კარგად, რომ მიიღოთ პასტის მსგავსი ნივთიერება. გაიხეხეთ კბილები მიღებული ნარევით. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. ამ ნარევის გადაჭარბებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კბილის ემალის დაზიანება.

პირის ღრუს გამაგრილებელი საშუალება:

ერთმანეთში აურიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და ½ ჩ/კ საცხობი სოდა. მიღებული ხსნარი გამოივლეთ პირში.  ეს საშუალება დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად გაისუფთავოთ პირის ღრუ.

გააკეთეთ კბილის პასტა:

1 ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ  ზღვის მარილი, 1 წვეთი პიტნის ან მიხაკის ზეთი და 2-3 წვეთი წყალი. აურიეთ ყველა ინგრედიენტები ერთმანეთს. მიიღებთ პასტის მსგავსს მასას. მიღებული ნარევი მოათავსეთ სასურველ კოლოფში და გამოიყენეთ კბილის პასტის ნაცვლად.

აქერცლილი კანის მოშორება სახიდან:

აიღეთ 1 ჩ/კ სოდა. მცირე რაოდენობით წყალი.  ვიტამინი E ზეთი (ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ეთერზეთი). შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, რომ მიიღოთ  პასტა. დაიბანეთ სახე  საპნით. წაისვით ნარევი სახეზე თხელ ფენად და ნაზად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. მასაჟის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პირსახოცით გაიშრეთ. ბოლოს გამოიყენეთ კანის ნებისმიერი მატონიზირებელი საშუალება.

დეოდორანტი:

შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა 2-3 წვეთ წყალს. მიიღებთ სქელ მასას. ამიტომ საჭიროებისამებრ დაამატეთ წყალი. წაისვით მიღებული მასა წინასწარ დაბანილ იღლიებში. გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

პირის ღრუს წყლულების მკურნალობა:

დაიბანეთ პირის ღრუ სოდისა და წყლის თხევადი ხსნარით.

მუქი ლაქების აღმოფხვრა:

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და 1 პატარა გახეხილი კარტოფილის წვენი.კარგად აურიეთ ორი ინგრედიენტი საშუალო კონსისტენციის მიღებამდე. წაისვით ნარევი კანის მუქ ადგილებში, როგორიცაა იდაყვი და მუხლი.გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ  გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.

თვალის შეშუპების მკურნალობა:

შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა ცოტა თბილ წყალა ან ჩაის. ბამბის დისკი დაასველეთ მიღებულ ხსნარში და დაიდეთ თვალის შეშუპებულ ადგილას. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე წყლით. ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.

მწერების ნაკბენის და კანის ქავილის სამკურნალო საშუალებები:

შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი საცხობი სოდა რამდენიმე წვეთ წყალს, მიიღებთ გლუვ მასას. მიღებული მასა წაისვით დაზიანებულ ადგილას, გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სხეულში ჩაზრდილი თმის მოსაცილებელი:

დაზარალებული ადგილი დაიმუშავეთ ზეთისხილის ან აბუსალათინის ზეთით. ახლა გააკეთეთ სქელი, გლუვი სოდის პასტა რამდენიმე წვეთი წყლით და დაფარეთ ის ადგილი, სადაც გსურთ ამოიღოთ ჩაბრუნებული თმები. მსუბუქად შეიზილეთ და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.ეს საშუალება დაარბილებს ჩაზრდილ თმას. ახლა კი ამოიღეთ თმა პინცეტით.

დაკოპირება ისჯება კანონით ! !