სარეცხი საპნის უნიკალური თვისებები: 11 რამ, რისთვისაც ამის ცოდნა ძალიან გამოგადგება

ალბათ ყველა დიასახლისს აქვს სახლში სარეცხი საპონი. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენი სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება მისი გამოყენება. ამ სტატიაში გაეცნობით 11 სხვადასხვა სარეცხი საპნის გამოყენების საშუალებას. ამით შეიძლება სასიამოვნოდაც კი გაოცდეთ.

1. თუ გსურს, გრძელი და ხშირი თმა გქონდეს, ან მოიშორო ქერტლი, ამაზე უკეთეს საშალებას ვერ იპოვი. ჯერ გამოიყენეთ შამპუნი ჩვეულებრივი მეთოდით, შემდეგ კი თავი ამ საპნით დაიბანეთ და თავზე გადაივლეთ წყალში გაზავებული რამდენიმე წვეთი ძმარი. ეს მეთოდი უფრო ეფექტურია ცხიმიან თმაზე.

2. მგრძნობიარე კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, დეპილაციის შემდეგ წაისვი შესაბამის ადგილას ეს საპონი. ის ჩააცხრობს და დაამშვიდებს გაღიზიანებას.

3. დაიბანე სახე კვირაში 2-ჯერ სარეცხი საპნით კანის გასაახალგაზრდავებლად. ამის შემდეგ აუცილებლად წაისვი სახეზე საბავშვო კრემი.

4. რჩევა აბანოების მოყვარულთათვის. ცაცხვის ფოთლები, დაალბეთ სარეცხ საპონში, შემდეგ კი წაისვით სახის კანზე, იგი შესანიშნავად წმენდს კანს.

6. ეს საპონი გიშველით ტერფის სოკოვანი დაავადებების დროს. დაიბანეთ და გაისუფთავეთ დაზიანებული ადგილი ჯაგრისითა და საპნით, შემდეგ კი დაამუშავეთ იოდით.

7. რეკომენდირებულია, კბილის ჯაგრისი დაამუშავო სარეცხი საპნით და დატოვო ასე დილამდე. ეს დეზინექციის კარგი ხერხია.

8. სისხლჩაქცევებისა და დალურჯებების მოსაშორებლად, დაალბეთ ეს საპონი წყალში და წაისვით კანზე. სასურველი შედეგის მისაღებად გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე.

9. მუწუკების მოსაცილებლად, შეურიეთ 1:1 პროპორიით გამოტარებული ხახვი, სარეცხი საპონი და შაქარი. დაიდე მიღებული ნაზავი ძილის წინ მუწუკზე და გადაახვიეთ ბინტით. გაიჩერეთ მთელი ღამით. დილით კი მოიშორეთ და ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.

10. დაბზარული ტერფების სამკურნალოდ, გააკეთეთ აბაზანა 2 ლ წყლის, 1 ჩ/კ სოდისა და 1 ს/კ დახეხილი სარეცხი საპნისგან. მიღებულ მასაში მოათავსეთ დაზიანებული ფეხები.

11. მზის დამწვრობის დროს, წაისვით დაზიანებულ ადგილზე სარეცხი საპონი და აცადეთ, სანამ არ გახმება. ეს თავიდან აგაცილებთ შესაძლო კანის გაწითლებასა და ბუშტუკებს.

Facebook კომენტარები