დაიცავით ეს 4 წესი და წარმოუდგენლად მოკლე დროში მიიღებთ სასურველ წონას! ეს არცთუ ისე რთულია!
გსმენიათ ოდესმე, რომ წონის დასაკლებად მარილიანი წყალი რეგულარულად უნდა დალიოთ?
მაგრამ არა ჩვეულებრივი სუფრის მარილით, არამედ ზღვის მარილით. ზღვის მარილს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც ხელს უწყობს ნაწლავების სრულ გაწმენდას და ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია წონის დაკლებისთვის.
დაიცავით ეს 4 ოქროს წესი და რამდენიმე დღის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ ცვლილებას თქვენს თავს: თქვენი კუჭი დაიწყებს შეკუმშვას!
წონის დაკლების 4 ოქროს წესი
1. სუფთა მარილიანი წყალი
მოამზადეთ მარილიანი ხსნარი (1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი გახსენით 1 ლიტრ წყალში, ურიეთ კარგად, რომ მარილი კარგად გაიხსნას წყალში). დალიეთ 200 მლ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ასევე დალიეთ 200 მლ საუზმიდან ორსაათნახევრის შემდეგ.
2. მოიშორეთ ზედმეტი კალორიები
ჭამის დროს არ უნდა დალიოთ არაფერი: არც წყალი, არც ჩაი, არც ყავა. თუ ყავას დალევთ რძით, ჩათვალეთ ეს ცალკე კვებად. დალიეთ ერთი ჭიქა მარილიანი წყალი 30 წუთით ადრერძიან ყავას მიირთმევთ და 2 საათნახევრის შემდეგ ისევ უნდა დალიოთ 1 ჭიკა მარილიანი წყალი (ზღვის მარილი).
თუ მარილიანი წყლის დალევას ამ პრონციპით დაიწყებთ, აუცილებლად გაცილებით ნაკლებს შეჭამთ. მარილიანი წყალი თქვენს გემოვნების რეცეპტორებს საშუალებას მისცემს უკეთ შეასრულონ თავიანთი საქმე და უფრო ინტენსიურად დააგემოვნონ თქვენი საკვები. შაქრიანი და ცხიმიანი საკვებისადმი სურვილი დაგეკარგებათ და მეტი ხილი და ბოსტნეული დაგჭირდებათ.
თქვენ ისწავლით შიმშილისა და წყურვილის გარჩევას. ძალიან ხშირად ვჭამთ მაშინ, როცა რეალურად გვწყურია და ეს იწვევს ცუდი კვების ჩვევებს.
3. მაღალი ხარისხის საკვები სასურველი წონისთვის
თუ მარილიან წყალს დალევთ წესების მიხედვით, თქვენ მიირთმევთ მცირე ულუფებით და ეს თავისთავად მოხდება. მაგრამ რაოდენობა არ არის ყველაფერი. მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი, რომელსაც მიირთმევთ.
რა უნდა მიირთვათ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად?
ფაფა და წიწიბურა, ხორბლის მაკარონი, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი, თხილი და პარკოსნები. მარილის რეჟიმის პირველ დღეებში უმჯობესია არ მიირთვათ ხორცი, რათა კარგად გაიწმინდოს ნაწლავები და კუჭი.
შეგიძლიათ მიირთვათ თხილი, პური და თევზი. რძის პროდუქტებიდან ხაჭო კარგად მუშაობს. დანარჩენი რძის პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული.
4. უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე
მარილიანი წყალი გაიძულებთ უარი თქვათ არაჯანსაღ საკვებზე, რომელიც ძალიან გიყვართ. სურვილი მთლიანად გაქრება, რადგან თავს ისე თავისუფლად და მსუბუქად იგრძნობთ, რომ არ მოგინდებათ ამ გრძნობის გაფუჭება.