aviabiletebi
aviabiletebi

მოიშორეთ სახიდან მუქი ლაქები სახლის პირობებში. წარმოუდგენელი შედეგი!

მოიშორეთ სახიდან მუქი ლაქები სახლის პირობებში. წარმოუდგენელი შედეგი!

დღეს ჩვენ გაჩვენებთ რამდენიმე ხალხური რეცეპტის მომზადებას, რომელიც მოგაშორებთ სახიდან მუქ ლაქებს. საშუალებები სრულიად ბუნებრივია, ასე რომ თქვენ არ უნდა ინერვიულოთ გვერდითი მოვლენების შესახებ.

მაშ ასე, პირველი ხალხური საშუალება მუქი ლაქების გასაუფერულებლად არის:

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კარტოფილისა და ლიმონის წვენის ნიღაბი

თქვენ მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და ნახევარი ლიმონისგან გამოწურული წვენი.

მომზადება და გამოყენება:

ჯერ კარტოფილი გარეცხეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. შემდეგ ნახევარი ლიმონისგან გამოწურეთ წვენი და დაუმატეთ გახეხილ კარტოფილს. როგორც კი დაასრულებთ მის მორევას მაშინვე წაისვით სახეზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით, შემდეგ გაიჩერეთ 20 წუთით, დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კარტოფილისა და ლიმონის წვენის ნარევი ადვილად ათეთრებს კანს.

კარტოფილისა და ხახვის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტებია - ½ ხახვი და 1 ცალი კარტოფილი.

მომზადება და გამოყენება:

ამ ნიღბის მომზადება მარტივია - უბრალოდ მოათავსეთ ზემოთ მოცემული ინგრედიენტები ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ წაისვით ნაზავი სახეზე. გააჩერეთ ძლიერი მათეთრებელი ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კარტოფილი-კიტრის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტებია-½ კიტრი და 1 ცალი კარტოფილი

მომზადება და გამოყენება:

ინგრედიენტები აურიეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ კარგად გაიწმინდეთ სახე და მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე, შემდეგ კი ნაზი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. გააჩერეთ ნაზავი 25 წუთის განმავლობაში და ბოლოს ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კარტოფილი-სტაფილოს ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტებია-½ სტაფილო და 1 ცალი კარტოფილი.

მომზადება და გამოყენება:

როგორც წინა ნიღბის შემთხვევაში, უბრალოდ აურიეთ ინგრედიენტები ბლენდერში, სანამ არ მიიღებთ სასიამოვნო გლუვ ტექსტურას. წაისვით ნიღაბი სახეზე, შემდეგ ნაზად მოიწმინდეთ დიდი ფენა და გაიჩერეთ 20 წუთით, სანამ წყლით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ რომელიმე ამ ნიღბიდან და თქვენი სახე სულ მალე გახდება სუფთა და უნაკლო!

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

ყალბმა თაფლმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას, აი, როგორ გაარჩიოთ ყალბი თაფლი ბაზარზე! ძალიან მნიშვნელოვანი!

ყალბმა თაფლმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას, აი, როგორ უნდა გაარჩიოთ ყალბი თაფლი ბაზარზე! ძალიან მნიშვნელოვანი!

თაფლი ძალიან ჯანსაღი საკვებია, მაგრამ იმისთვის, რომ ისარგებლოთ მისი ჯანსაღი შემადგენლობით, უნდა იცოდეთ და გაარკვიოთ არის თუ არა ის სუფთა. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი გზები ამის გასარკვევად. ამ ტესტებიდან ზოგიერთი ნამდვილად არ მოითხოვს დიდ შრომას თქვენი მხრიდან.

შეამოწმეთ თაფლის ქილის ეტიკეტი

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა შეამოწმეთ თაფლის ქილის ეტიკეტი, სანამ მას შეიძენთ. წაიკითხეთ, აქვს თუ არა დანამატები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც მწარმოებლებმა რეალურად დაუმატეს მას. ასევე შეამოწმეთ არის თუ არა ხელოვნური გემოებით გაჯერებული, არის თუ არა ის ზედმეტად ტკბილი.

თუ მთლად დარწმუნებული არ ხართ და მხოლოდ სუფთა თაფლი გსურთ, მის მისაღებად საუკეთესო გზა მეფუტკრესგან თაფლის ყიდვაა. შეგიძლიათ 100%-ით დარწმუნებული იყოთ, რომ მათ მიერ მოწოდებული თაფლი ნამდვილად დაუმუშავებელია, რადგან ის პირდაპირ წყაროდან მოდის.

თქვენ ნამდვილად უნდა იცოდეთ განსხვავება ნამდვილსა და ყალბ თაფლს შორის, რათა დაზოგოთ თქვენი ფული და მიიღოთ ნამდვილი თაფლის საკვები ნივთიერებები.

ცერის ტესტი

აიღეთ ცოტაოდენი თაფლი და დაიდეთ ცერა თითზე. დააკვირდით  თაფლი იწყებს თუ არა მცირე რაოდენობით გავრცელებას ან ჩამოიწვეთება თუ არა თითიდან. თუ ასეა, მაშინ ეს სუფთა თაფლი არ არის, რადგან სუფთა თაფლი არ იძვრება, ან სულაც ხელუხლებელი რჩება.

წყლის ტესტი

თქვენი თაფლის სისუფთავის შესამოწმებლად კიდევ ერთი გზაა წყლის ტესტი.

შეავსეთ ჭიქა წყლით. აიღეთ სუფრის კოვზი თაფლი და ჩაასხით ჭიქა წყალში. თუ თაფლი სწრაფად იხსნება, ეს არის სუფთა თაფლი. ხელოვნური თაფლი სწრაფად ვერ იხსნება წყალში და ვერც ჭურჭლის ირგვლივ ვრცელდება.

გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტესტები, რათა არ მოტყუვდეთ!

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

ეს რეცეპტი 7 დღეში მოგიხსნით კისრის ტკივილს. ნამდვილად მუშაობს!

ეს რეცეპტი 7 დღეში მოგიხსნით კისრის ტკივილს. ნამდვილად მუშაობს!

თუ კისრის და სახსრების ტკივილის გაწუხებთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა!

დიდი ხნის წინ წავიკითხე სამხედრო ექიმის რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შევინარჩუნოთ სახსრები კარგ მდგომარეობაში და აღმოვფხვრათ მათთან დაკავშირებული პრობლემები.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მე ცოტა ხნის წინ გამოვცადე ის ჩემს თავზე და აღმოვაჩინე, რომ ეს რეცეპტი ნამდვილად სასწაულია!

თუ სახსრების, ზურგის, ფეხის და კისრის ტკივილის პრობლემა გაქვთ, ეს რეცეპტი უნდა სცადოთ!

შეიძინეთ 150 გრ ნებისმიერი საკვები ჟელატინი ნებისმიერ მაღაზიაში (ეს საკმარისია მკურნალობის სრული კურსისთვის 30 დღის განმავლობაში).

საღამოს დაასხით 5 გ ჟელატინს  1/4 ჭიქა მაცივარში გაცივებული წყალი. გააჩერეთ ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე. როცა ჟელატინი ადიდდება, ეს მასა მთელი ღამით ჟელედ გადაიქცევა. დალიეთ ეს ნარევი დილით უზმოზე. თუ მის გემო არ მოგეწონათ, შეგიძლიათ დაუმატოთ წვენი, თაფლი, იოგურტი ან არაჟანი. ნებისმიერი რამ, რაც დაგეხმარებათ მის გადაყლაპვაში.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ზედიზედ 7 დღის განმავლობაში. ადამიანები, რომლებიც ამ რეცეპტს იყენებენ, ამბობენ, რომ ის ნამდვილად აქრობს ტკივილს ზურგის, ფეხების და ხერხემლის არეში. ერთი კვირის შემდეგ ტკივილი თითქმის მთლიანად ქრება!

მკურნალობის სრული კურსი გრძელდება ერთი თვე. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა არა უმეტეს 6 თვეში ერთხელ. ეს არის აპრობირებული გზა სახსრების „შეზეთვის“ აღდგენისთვის.

რატომ არის ჟელატინი სახსრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება?

ჟელატინი არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელიც მიიღება პირუტყვის შემაერთებელი ქსოვილის - მყესების, ძვლების, კოლაგენის დამუშავების შედეგად. აქედან გამომდინარე, დადებითად მოქმედებს შიდა ბოჭკოების და მცირე სისხლძარღვების მდგომარეობაზე.

ასევე ის შეიცავს ორ ამინომჟავას: პროლინს და ჰიდროციპროლინს. ორივე ეფექტურად აღადგენს სხეულის შემაერთებელ ქსოვილს.

გარდა ამისა ჟელატინი ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილების ზრდას და მოცულობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დაზარალებული სახსრების შემთხვევაში.

გარდა ამისა ჟელატინი:

აძლიერებს გულის სახსრებსა და კუნთებს; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს; ხელს უწყობს კანის ჯანსაღ მდგომარეობას; ანიჭებს ლიგატებსა და მყესებს ელასტიურობას; ხელს უშლის ოსტეოპოროზისა და ოსტეოართრიტის განვითარებას; აჩქარებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის ზრდას და გაძლიერებას; იცავს დისპლაზიისგან.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი თერაპიის პირველი 7 დღის განმავლობაში თავი დავაღწიე ხერხემლის ტკივილს და კისრის „სიმაგრეს“. ერთი თვის შემდეგ, სახსრების ტკივილი და თითების კრუნჩხვა გაქრა.
h2>აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

50 წლის ასაკში ამ სასმელმა მუხლისა და სახსრების ტკივილები შემიმსუბუქა!

50 წლის ასაკში ამ სასმელმა მუხლისა და სახსრების ტკივილები შემიმსუბუქა!

ჩვენი მუხლები ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი სახსრებია, რადგან ისინი გვეხმარებიან ადგომაში, დაჯდომაში, სიარულში, ხტომაში, სირბილში. ასაკის მატებასთან ერთად, მუხლებს შორის არსებული ხრტილი კარგავს ელასტიურობას და მყესები და ლიგატები ხდება ხისტი და მტვრევადი.

სახსრების ტკივილი ჯანმრთელობის საერთო პრობლემაა, განსაკუთრებით 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს ყოველდღიური საქმიანობა და სერიოზულად იმოქმედოს ცხოვრების ხარისხზე. მუხლის ტკივილმა შეიძლება ადამიანი გახადოს უმწეო და ზოგჯერ სიარულიც კი შეაფერხოს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სახსრების ტკივილის შესამცირებლად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხური მედიცინის რომელიმე ინგრედიენტი, რომლებიც ძალიან ეფექტურია.

დღეს ამ სტატიით გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს.

ის დატვირთულია ნუტრიენტებით - ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. ამ რეცეპტს ასევე აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ის მდიდარია C ვიტამინით, კალიუმით, სილიციუმით, მაგნიუმით და ბრომელაინით, ინგრედიენტები, რომლებიც ცნობილია სხეულის სიძლიერესა და ენერგიაზე.

ინგრედიენტები:

1 ჭიქა უმი შვრიის ფაფა, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 1 ჭიქა წყალი, 2 ჭიქა ახალი დაჭრილი ანანასი, 40 გრ. თაფლი, 40 გრ. დაჭრილი ნუში და 7გრ. დარიჩინი.

მომზადება:

შვრიის ფაფა ჩავყაროთ ცხელ წყალში და ვურიოთ სანამ არ მოიხარშება. მოხარშული შვრიის ფაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

ცალკე შევურიოთ ფორთოხლის წვენი და ანანასის წვენი ერთმანეთს და შემდეგ დავამატოთ დარიჩინი, დაქუცმაცებული ნუში და თაფლი, კარგად ავურიოთ ყველა ინგრედიენტი. შემდეგ დავამატოთ გაცივებული შვრია და კვლავ ავურიოთ.

გამოყენება:

გამოიყენეთ ეს ნარევი როგორც სმუზი, თბილი შესქელებული ნარევი, ან შეურიეთ ყინულის კუბებს, როგორც ცივი სასმელი.

ჩვევად აქციეთ ამ საშუალების რეგულარულად მომზადება და შეამჩნევთ, რომ სახსრების ტკივილი ნელ-ნელა მთლიანად გაქრება!

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

გამოიყენეთ მაგნიუმის ზეთი ფეხის ტკივილის შესამცირებლად! მოამზადეთ ის საკუთარი ხელებით

გამოიყენეთ მაგნიუმის ზეთი ფეხის ტკივილის შესამცირებლად! მოამზადეთ ის საკუთარი ხელებით

თუ დღითიდღე გიუარესდებათ ფრჩხილებისა და თმის სტრუქტურა, თუ უფრო მეტად ღიზიანდებით და განიცდით ძალის დაკარგვას, თუ გაწუხებთ ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, შეიძლება თქვენი ორგანიზმი განიცდიდეს მაგნიუმის დეფიციტს.

იმისათვის, რომ მაგნიუმის დეფიციტი შეივსოთ ორგანიზმში, სასურველია მიიღოთ ისეთი საკვები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, მწვანილი), ბოსტნეული: ბროკოლი, კომბოსტო, მწვანე ლობიო, არტიშოკი, ბრიუსელის ყლორტები. ხილი: ლეღვი, ავოკადო, ბანანი, ჟოლო. ასევე: თხილი, ლობიო, ბარდა, ორაგული, სკუმბრია, თინუსი და სხვა.

ეს საკვები პროდუქტები უხვად შეიცავს მაგნიუმს და თავისუფლად არის შესაძლებელი მისი დეფიციტის პრევენცია ბალანსირებული კვებით. მაგნიუმის დღიური ნორმა არის 300-500მგ დღეში.

გასათვალისწინებელია, რომ ჭარბი რაოდენობით ყავის, კოფეინის, შოკოლადის და ალკოჰოლის მიღება გამოდევნის მაგნიუმს ორგანიზმიდან და ამცირებს მის დონეს.

გსმენიათ მაგნიუმის გარეგანი გამოყენების შესახებ?

გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ მაგნიუმის დოზა შეივსოთ გარეგანი გამოყენების მეშვეობითაც. ძალიან პოპულარულია მაგნიუმის ზეთი, რომელიც იყიდება აფთიაქებში. თუმცა ასეთ წამალს სახლში ამზადებენ. გარდა იმისა რომ ეს ზეთი ავსებს ორგანიზმს მაგნიუმით, ასევე ამცირებს ტკივილს ფეხის არეში.

მაგნიუმის ზეთის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

ნახევარი ჭიქა გაფილტრული წყალი და ნახევარი ჭიქა მაგნიუმის ქლორიდი.

აი როგორ უნდა მოვამზადოთ:

წყალი ჩაასხით უჟანგავი ფოლადის ან მომინანქრებულ ტაფაში და დადგით ცეცხლზე, როდესაც წყალი ადუღდება დაამატეთ მაგნიუმის ფანტელები ან კრისტალები. შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და კარგად აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს. შემდეგ კი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ მთლიანად არ გაცივდება ნარევი. ეს ნარევი მოათავსეთ სპრეის ბოთლში და გამოიყენეთ იგი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

დასაწყისისთვის, რეკომენდებულია ძილის წინ ქუსლები მაგნიუმის ზეთით მსუბუქად შეიზილოთ, შემდეგ კი თბილი წინდები ჩაიცვათ. თქვენ შეიძლება იგრძნოთ სითბო, გაგიჩნდებათ მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება. რაც უფრო დიდია მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში, მით უფრო ძლიერი იქნება შეგრძნებები.

მაგნიუმის ზეთის სარგებელი

მაგნიუმს ბევრი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. მათ შორის შეიძლება იყოს:

კუნთების პრობლემების შემსუბუქება, როგორიცაა ფეხის კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა; ხელს უწყობს PMS-ის სიმპტომების შემსუბუქებას; ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში; შეიძლება დაეხმაროს სისხლში შაქრის დარეგულირებას; დასვენებისა და უკეთესი ძილის კარგი გარანტია; ის შეიძლება დაეხმაროს ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებას.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

გამოიყენეთ ხალხური რეცეპტები სისხლძარღვების გასაწმენდად და მათი ელასტიურობის აღსადგენად!

გამოიყენეთ ხალხური რეცეპტები სისხლძარღვების გასაწმენდად და მათი ელასტიურობის აღსადგენად!

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რიგი დაავადების დროს, დაწყებული კისრის ოსტეოქონდროზიდან – ათეროსკლეროზით დამთავრებული.

ტვინის სისხლძარღვების რეგულარულად გაწმენდა, თავის სიმძიმის და ტკივილისგან გაგათავისუფლებთ, გონებას გაგინათებთ და ხასიათს გამოგისწორებთ.

აქ წარმოდგენილია სისხლძარღვების გასუფთავების 5 უმარტივესი მეთოდი. მნიშვნელობა არა აქვს, რომელს აირჩევთ, ყველა შემოწმებული და ერთნაირად ეფექტურია.

1. თაფლი და ნიგოზი.

ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ 5 კაკლის გული , დაამატეთ 1 ს. კ. ცაცხვის თაფლი და კარგად აურიეთ > დაამატეთ 1 მწიკვი დარიჩინი და 1 მწიკვი კოჭა (ორივე დაფქული) > კარგად შეურიეთ ერთმანეთს და 24 სთ. მოათავსეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ – 1 ს. კ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2. თაფლი და ხახვის წვენი.

1/2 ჭიქა ხახვის წვენს შეურიეთ 1 ჭიქა ნატურალური თაფლი. მიიღეთ 1 დესერტის კოვზი, 15 წუთით ადრე, ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ, დააყოლოთ ცოტა წყალი. ეს სამკურნალო და გემრიელი საშუალება — არა მარტო ტვინის, ყველა სისხლძარღვის საუკეთესო გამწმენდია. გარდა ამისა, ის ორგანიზმის იმუნურ სისტემასაც აძლიერებს.

3. კამის თესლი და თაფლი

1 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღე-ღამეში 5-7-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

4.ლიმონი და ნიორი

სახეხზე გახეხეთ ერთი ლიმონი და ერთი თავი ნიორი, დაასხით 1,5 ლ ადუღებული და გაცივებული წყალი, 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და სვით უზმოზე 50-50 გრამი.

5. ნიგოზი და ლიმონი

აიღეთ 300 გრამი ნიგოზი, გარგარის ჩირი, ჩამიჩი და 2 ლიმონი. გაატარეთ ხორცსაკეპში და შეურიეთ 300 გ თაფლი. მიირთვით 2 ჩაის კოვზი დღის ნებისმიერ დროს, ვიდრე მასა არ გათავდება. ნარევი მაცივარში უნდა ინახებოდეს.

სისხლძარღვთა გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი, რომელსაც ამავე დროს ძლიერი ანტისეპტიკური, დეზინტოქსიკაციური (ტოქსინებისგან გამწმენდი) და სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) მოქმედებაც აქვს.

ხელნაკეთი გასახდომი კოქტეილი: თხელი წელი და ბრტყელი მუცელი ერთ თვეში!

ხელნაკეთი გასახდომი კოქტეილი: თხელი წელი და ბრტყელი მუცელი ერთ თვეში გარანტირებულია!

ყველამ იცის, რომ წონის ეფექტურად დასაკლებად და შედეგის გასამყარებლად, უნდა დაიცვათ გარკვეული კვების სისტემა და რეგულარულად ივარჯიშოთ.

ჩვენ გვსურს დავეხმაროთ თქვენს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმების დაწვაში და გთავაზობთ გემრიელი ვიტამინის სასმელის მომზადებას წონის დაკლებისთვის თაფლითა და დარიჩინით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ცხიმების დასაწვავი კოქტეილი თაფლითა და დარიჩინით

საჭირო ინგრედიენტებია:

2/3 ჭ. ადუღებული წყალი, 1 ჩ. კ თაფლი, 1/2 ჩ. კ დარიჩინი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჩ. კ. გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი

მომზადება

თბილ ადუღებულ წყალში გავხსნათ თაფლი, დავამატოთ დარიჩინი, კოჭა, ლიმონის წვენი. კოქტეილი ოდნავ გაათბეთ თქვენთვის სასურველ ტემპერატურაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ ადუღებამდე! გადმოდგით, აურიეთ და გააჩერეთ სასმელი 1 წუთის განმავლობაში.

მიღება

დალიეთ ეს სასმელი დღეში 2-ჯერ: დილით საუზმემდე 30 წუთით ადრე და საღამოს ძილის წინ. ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ მისი ეფექტი.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ვაშლის ძმრით სახსრების დამუშავების 5 გზა. ბუნება ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ვაშლის ძმრით სახსრების დამუშავების 5 გზა. ბუნება ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ვაშლის ძმრის ჯანმრთელობის მიზნებისთვის გამოყენების სპექტრი საკმაოდ ფართოა. გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ, გულისა და სისხლძარღვების ნორმალური შენარჩუნებისთვის, წონის შესამცირებლად, კოსმეტიკური მიზნებისთვის...

რევმატოიდული ართრიტი კიდევ ერთი დაავადებაა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია ვაშლის ძმრით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ვაშლის ძმარი ეფექტურად ხსნის ტკივილს და სახსრების ქრონიკულ ანთებას. თერაპიული ეფექტი საკმაოდ სწრაფად მოდის.

სახსრების მკურნალობა ვაშლის სიდრი ძმრით

მატონიზირებელი სასმელი

მოადუღეთ 1 ჭიქა პიტნის ან ჯანჯაფილის ჩაი, დაუმატეთ 1 ს. კ. ვაშლის ძმარი, 1 ჩ. კ. თაფლი და მწიკვი დარიჩინი. დალიეთ ეს ნარევი დღეში ერთხელ ართრიტის ტკივილის შესამსუბუქებლად.

ძმრიანი წყალი

შეურიეთ ერთმანეთს 1 ს. კ. ვაშლის ძმარი 1 ს. კ. თბილი წყალი. სასმელი დალიეთ 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. სასმელის გემოს დასარეგულირებლად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.

ძმარი ალუბლის წვენით

ჭიქაში (240 მლ) ალუბლის წვენთან ერთად გავხსნათ 1 ს. კ. ვაშლის სიდრი ძმარი. დალიეთ ეს კოქტეილი დღეში ერთხელ. ამ ნარევს აქვს ართრიტის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

კომპრესები და აბაზანები ვაშლის ძმრით

ჩაასხით ღრმა ჭურჭელში 6 ს. კ. თბილი წყალი, დაუმატეთ 1 ს. კ. ძმარი. დაასველეთ პირსახოცი ამ სითხეში და დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე 30 წუთის განმავლობაში. ან უბრალოდ დაასველეთ ხელები აბაზანაში ნარევით.

ძმრის ზეთი

ანთებული სახსრებისთვის მოამზადეთ შემდეგი ნარევი: 1 წილი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს, შეურიეთ 2 წილი ძმარი. დაამატეთ თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი პროდუქტის გემოს გასაუმჯობესებლად.

ვაშლის ძმარი არის მრავალმხრივი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დამხმარე საშუალება.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

აბუსალათინის ზეთი 17 დაავადების წინააღმდეგ. ეს უფრო მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

აბუსალათინის ზეთი 17 დაავადების წინააღმდეგ. ეს უფრო მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

აბუსალათინის ზეთი აბსოლუტურად უსაფრთხო პროდუქტია, რომელსაც ასევე აქვს სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრი.

აბუსალათინის ზეთის გამოყენება თითქმის ყველას შეუძლი , გარდა ორსული ქალებისა და ჩვილებისა. ზოგადად, მისი სასარგებლო თვისებების დათვლა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ რამოდენიმე მათგანი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

აბუსალათინის ზეთი ჯანმრთელობისთვის

ჭრილობები და სისხლჩაქცევები აბუსალათინის ზეთის წასმის შემდეგ უფრო სწრაფად შეხორცდება.

აბუსალათინის ზეთი კურნავს აკნეს.

თუ მეჭეჭებზე წაისვამთ აბუსალათინის ზეთს ოთხი კვირის შემდეგ ის მთლიანად გაქრება.

აბუსალათინის ზეთი ხელს უწყობს ფეხებზე გაუხეშებული კანის მოცილებას.

აბუსალათინის ზეთი შეუცვლელი საშუალებაა წამწამების გასაუმჯობესებლად და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ქერტლის მოსაშორებლად რეკომენდებულია 2 ს. კ. აბუსალათინის ზეთი და 2 ს. კ. კალენდულას ნაყენი, მიღებული ნაზავი შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერეთ 20-30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

კონიუნქტივიტის დროს თვალებში ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 2-ჯერ დღეში.

აბუსალათინის ზეთი ებრძვის ბუასილს.

გაციებისას, განსაკუთრებით ძლიერი ხველის დროს, გულმკერდს აბუსალათინის ზეთს უსვამენ.

ზეთი გამოიყენება გენიტალური ინფექციების და შარდის ბუშტის ინფექციების სამკურნალოდ.

ეს სასწაული ზეთი აუფერულებს ასაკობრივ ლაქებს.

აბუსალათინის ზეთით მასაჟი ხსნის დაღლილობას და ტკივილს ფეხებში.

გაღიზიანებული და გაწითლებული თვალების სამკურნალოდ ჩაიწვეთეთ 1 წვეთი აბუსალათინის ზეთი. ეს მეთოდი ასევე ხელს უწყობს კატარაქტის მოშორებას.

თაობების მიერ დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ აბუსალათინის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სიმელოტის წინააღმდეგ.

მიიღეთ აბუსალათინის ზეთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების, ნაწლავებში ანთებითი პროცესების არსებობის, ყაბზობისა და შებერილობის დროს.

აბუსალათინის ზეთი არის შესანიშნავი თავის მოვლის პროდუქტი და ძვირადღირებული პროდუქტების შესანიშნავი ალტერნატივა!

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

საცხობი სოდისა და ძმრის ნარევის დალევა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს ყველამ უნდა იცოდეს!

საცხობი სოდისა და ძმრის ნარევის დალევა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს ყველამ უნდა იცოდეს!

ტრადიციულად, ძმარი და საცხობი სოდა ხშირად გამოიყენება ჯანმრთელობისა და სილამაზის მრავალ რეცეპტში. ეს ორი პროდუქტი ძალიან ეფექტური, იაფი და პოპულარულია, რის გამოც ისინი ალბათ ყველა სახლშია.

ახლა ჩვენ გეტყვით, რატომ არის ეს კომბინაცია ძლიერი ჯანმრთელობის საშუალება, ყველა სახის დაავადების შესანიშნავი პრევენცია და საუკეთესო დამხმარე იდეალური წონის შესანარჩუნებლად.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

რატომ უნდა აურიოთ ძმარი და სოდა?

ეს წამალი მოგცემთ ვაშლის ძმრისა და სოდის ყველა სარგებელს, რომელსაც ჩვენ ჩამოვთვლით ქვემოთ.

სოდასა და ძმარს აქვთ საპირისპირო pH. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოდა არის ტუტე, ხოლო ძმარი მჟავეა, რაც საშუალებას გვაძლევს ერთად გამოვიყენოთ ისინი ჩვენი სხეულისთვის ზიანის მიყენების გარეშე. შედეგად, თქვენ მიიღებთ ყველა სარგებელს სხეულის დაჟანგვის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი სოდას სვამს კუჭის მჟავიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის არაჯანსაღია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან მას შეუძლია შეცვალოს ბუნებრივი pH. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გირჩევთ საცხობი სოდა ძმრით შეავსოთ.

ვაშლის ძმრის თვისებები

ვაშლის ძმარი არის შესანიშნავი სამკურნალო, რომელსაც შეუძლია გაწმინდოს სხეული თავისი მდიდარი კვებითი ღირებულების გამო.

ის შეიცავს A და B ვიტამინებს, აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს, ფერმენტებს და სხვადასხვა მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, თუთია, რკინა და სილიკონი, სხვათა შორის.

ვაშლის ძმარი:

ხელს უწყობს ტოქსინების აღმოფხვრას გოგირდის შემცველობის გამო. ის ასევე პირდაპირ მოქმედებს ღვიძლზე ცხიმების შეწოვაში.

ხელს უშლის საშარდე გზების ინფექციებს და ზრუნავს თირკმელებზე, ხელს უწყობს საშარდე გზების გაწმენდას.

აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ზედმეტ ცხიმს, რაც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

ეს არის შესანიშნავი შარდმდენი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ამოიღოთ ჭარბი სითხეები სხეულიდან.

ხელს უშლის თვალების სიმშრალეს A ვიტამინის შემცველობის გამო.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს, რადგან მდიდარია ფერმენტებით. ძალიან სასარგებლოა მეტეორიზმის, მჟავიანობის, შებერილობის და ა.შ.

ებრძვის ყაბზობას. ამცირებს ღრძილების ანთებას. აგარიდებთ ლორწოს გაციებისა და სინუსიტის დროს. ამცირებს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და შარდმჟავას დონეს.
ხსნის ხველას და ყელის ტკივილს.

სასმელის იდეალური პროპორცია ასეთია:

1 ჭიქა თბილი ან ცხელი წყალი (ცივ წყალს შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს ღვიძლს). 1 სუფრის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი. ცოტაოდენი საცხობი სოდა.

როგორ დავლიოთ?

შეგიძლიათ დალიოთ ერთიდან სამ ჭიქამდე დღეში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველთვის გააკეთოთ ცარიელ კუჭზე, ჭამამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.

თუ თქვენ აპირებთ პროდუქტის რეგულარულად მიღებას (ანუ პროფილაქტიკისთვის და არა სხეულის გასაწმენდად), დალიეთ ერთი ჭიქა დღეში უზმოზე საუზმემდე ერთი საათით ადრე.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

დაკოპირება ისჯება კანონით ! !