aviabiletebi
aviabiletebi

არ გადააგდოთ მანდარინის ქერქი. მას შეუძლია უამრავი დაავადებისგან განგკურნოთ!

არ გადააგდოთ მანდარინის ქერქი. მას შეუძლია უამრავი დაავადებისგან განგკურნოთ!

ბევრი ჩვენგანისთვის მანდარინის სუნი ასოცირდება საახალწლო განწყობასთან. როგორც გაირკვა, მანდარინის ქერქში შემავალი ფიტონციდები და ეთერზეთები არა მხოლოდ კარგ განწყობაზე აყენებს ადამიანს, არამედ უამრავ დაავადებასთან ბრძოლაშიც ეხმარება.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

როდესაც მანდარინს შეიძენთ, არ გადაყაროთ მისი ქერქი, რადგან მისი გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა სახით. ამ სტატიაში ვისაუბრებთ მისი გამოყენების ხერხებზე ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

მანდარინის ქერქი
მხოლოდ 6 გრამი ხმელი მანდარინის ქერქი 14%-ით აკმაყოფილებს ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნილებას C ვიტამინის მიმართ, ბეტა-კაროტინის შემცველობის გამო მანდარინის ქერქი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი ფლავონოიდი ჰესპერიდინი იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, ანთებისგან და აქვს ანტიალერგიული თვისებები.

მწიფე ხილის კანიდან მიღებული ეთერზეთის არომატი ხსნის დაღლილობას, აქრობს გაღიზიანებას, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, ამშვიდებს და აქვეითებს შიშის გრძნობას.

მანდარინის კანი დაავადებებისთვის

მანდარინის ეთერზეთი ასევე აუმჯობესებს კანის ფერს, ატონიზირებს, აახალგაზრდავებს, არბილებს ნაოჭებს, შესაფერისია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის, ეხმარება გამონაყარს. ის ასევე ხელს უშლის სტრიების და ცელულიტის გაჩენას, განსაკუთრებით ნეროლისა და ლავანდის ზეთებთან ერთად.

სანამ ცედრას მოამზადებთ ან მანდარინს მიირთმევთ, ციტრუსი კარგად გარეცხეთ. გამოიყენეთ მხოლოდ კარგად გარეცხილი და შემდეგ მოხარშული ციტრუსის ქერქი.

მანდარინის ქერქის გამოყენება 7 დაავადების სამკურნალოდ

ბრონქიტი
თუ ბრონქიტი გაწუხებთ, აიღეთ სამი სუფრის კოვზი მანდარინის კანი, დაასხით ორი ჭიქა ძალიან ცხელი წყალი, გააჩერეთ რამდენიმე საათი და შემდეგ გადაწურეთ. დაამატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ ეს ინფუზია მთელი დღის განმავლობაში.

მშრალი ხველა
მანდარინის ქერქის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა მშრალი ხველის დროს ნახველის გასათხელებლად და მოსაცილებლად. ერთი მანდარინის ქერქს დაასხით ერთი ჭიქა არაყი და დატოვეთ ბნელ ადგილას ერთი კვირა. დროის გასვლის შემდეგ მიიღეთ 20 წვეთი 3 ჯერ დღეში ჭამის წინ.
ცხვირიდან გამონადენი
მანდარინის პილინგი დაგეხმარებათ გაჭედილი ცხვირის დროს. 2-3 მანდარინის ქერქი მოათავსეთ მდუღარე წყალში. გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი 10 წუთის განმავლობაში ჩაისუნთქეთ ორთქლი.

დიაბეტი
მანდარინის ქერქის დეკორქცია ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. პროდუქტის მოსამზადებლად საჭიროა სამი საშუალო ზომის ციტრუსს კანი მოაცილოთ და 10 წუთის განმავლობაში ადუღოთ 1 ლიტრ წყალში. თქვენ არ გჭირდებათ ბულიონის გაფილტვრა. შედგით მაცივარში და მიიღეთ ყოველდღე დილით და საღამოს ჭამის შემდეგ.

კიბოს პრევენცია
ციტრუსის ქერქი შეიცავს ბევრად მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე გამოწურული წვენი. ეს საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ უჯრედების მუტაციის პროცესები, იცავს ორგანიზმს ნეოპლაზმებისგან.

ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ შავ ჩაის მშრალი მანდარინისა და ფორთოხლის კანით, 50-70%-ით ამცირებენ კანის კიბოს რისკს.  ციტრუსების მიერ წარმოქმნილ ნივთიერებებს, როგორც დამცავ რეაქციას სოკოების, ვირუსების, ბაქტერიების მიმართ და დესტრუქციულ გავლენას ახდენს კიბოს უჯრედებზე.

საჭმლის მონელების გაუმჯობესება
მანდარინის პილინგი აძლიერებს იმუნიტეტს და ასევე აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას. მშრალი ქერქი დაფქვით და დაამატეთ სალათებს, ბურღულეულს, ხაჭოს და სხვა საკვებს. ეს ხელს შეუწყობს მეტეორიზმისა და კუჭის ტკივილს.

სოკოსგან თავის დაღწევა
უბრალოდ შეიზილეთ ფეხის ფრჩხილები და ფეხის თითები ახალი მანდარინის ქერქით დღეში ორჯერ. ამ მეთოდით სოკო სწრაფად გაქრება!

გაფრთხილება: ვისაც აწუხებს გასტრიტი, წყლული ან ქოლეცისტიტი, უმჯობესია, მანდარინი ბოროტად არ გამოიყენოს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

როგორ მოვამზადოთ ფილტვების გასაწმენდი სიროფი სახლის პირობებში? ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ

როგორ მოვამზადოთ ფილტვების გასაწმენდი სიროფი სახლის პირობებში? ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ

ცივ სეზონში სასუნთქი გზები გაზრდილი წნევის ქვეშ იმყოფება. ასეთ დროს ინფექციური დაავადებები და გაციება იწყებს შემოტევას. ზოგჯერ ჩვენი იმუნიტეტი საკმარისად ძლიერი არ არის, ამიტომ ვხდებით ამ დაავადებების მსხვერპლნი. ვირუსები იმარჯვებენ ჩვენზე. ზოგიერთ ვირუსებს თან ახლავს ძლიერი ხველა, ამის მოსაშორებლად ვიყენებთ სხვადასხვა სააფთიაქო აბებსა თუ სიროფებს. მათი უმრავლესობა ძალიან ძვირია ან არ არის იმდენად ეფექტური, როგორც გვპირდებიან.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სამწუხაროდ, ცოტას ახსოვს ხალხური მეთოდები, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ მოქმედებენ ნაზად, ორგანიზმის სტრესის გარეშე.

დღეს მინდა გასწავლოთ თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები სახლში სტაფილოს სიროფის გამოყენებით. ეს დაგეხმარებათ ნახველისა და ტოქსინების მოცილებაშიც კი. იგი ითვლება არა მხოლოდ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების წყაროდ, არამედ ძლიერ ანტიოქსიდანტად. სტაფილოს წყალობით, მწეველებსაც კი, რომლებსაც აწუხებთ მუდმივი ხველა, შეუძლიათ სასუნთქი გზების გაწმენდა.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გრ სტაფილო, 4 ს. კ. თაფლი, 3 ს. კ. წყალი.

მომზადება

გაფრცქვენით სტაფილო და დაჭერით კუბიკებად. დაჭრილი სტაფილო მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ წყალი და შუშეთ დარბილებამდე. დარბილებული სტაფილო დაჭყლიტეთ ისე, რომ მიიღოთ გლუვი მასა. შემდეგ კი დაამატეთ თაფლი და საფუძვლიანად აურიეთ.

მიღება

მიიღეთ 4 ს. კ. სიროფი დღეში და სუნთქვა მალე გაგიადვილდებათ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაცია შესაძლო უკუჩვენებები დროს.

სტაფილოს სიროფს სხვა სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის:

აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, იცავს გულს და ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას. ვიტამინების შემცველობის გამო პროდუქტი ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. გარდა ამისა, სტაფილო სასარგებლო გავლენას ახდენს მხედველობაზე, ამიტომ ნამდვილად ღირს მისი ჩართვა შემოდგომა-ზამთრის რაციონში ნებისმიერი ფორმით.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

გაეცანით თრომბის ნიშნებს, რათა თავიდან აიცილოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებს გადაკეტვა. ამის ცოდნა აუცილებელია!

გაეცანით თრომბის ნიშნებს, რათა თავიდან აიცილოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებს გადაკეტვა. ამის ცოდნა აუცილებელია!

თრომბები, შედედებული სისხლი, ჩვენი ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. ნორმალურ პირობებში, თრომბი ჭრილობის ან ნაკაწრების სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს, გამოჯანმრთელებას აჩქარებს, რომლის შემდეგ უკვალოდ იწოვება.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თუ თრომბი ვენის შიგნით წარმოიქმნება, უსიამოვნებას ელოდეთ. თუ ასეთი სქელი სისხლი ადგილს მოწყდება, შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო გადაკეტოს და სწრაფი სიკვდილი გამოიწვიოს. ყურადღება ამ ნიშნებს მიაქციეთ, რომლებიც ორგანიზმში თრომბის წარმოქმნაზე გაფრთხილებთ.

ფეხის კრუნჩხვები

ბევრი პაციენტი, რომელთაც ქვედა კიდურებში თრომბი ჰქონდათ, ამბობს, რომ შეტევამდე ფეხის კრუნჩხვებს ხშირად გრძნობდნენ. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, ექიმს მიმართეთ – თუ თრომბს ყურადღებას არ მიაქცევთ, შედეგები ნამდვილად სერიოზული იქნება.

კიდურებში ჩხვლეტა

ათასი ნემსის ჩხვლეტა ხელებში ან ფეხებში, ნაცნობი სიტუაციაა? თუ ასეთი სიმპტომი ხშირად გაწუხებთ, თუ ჩხვლეტას მხოლოდ ერთ ხელში ან ფეხში გრძნობთ, ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ. მსგავსი გაშეშება თრომბის ერთ–ერთ კლასიკური სიმპტომია.

კანის სიფერმკრთალე

თრომბი სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ართულებს, შედეგად კანის გარკვეული ნაწილი ფერმკრთალი ხდება. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ერთი ფეხი მეორეზე უფრო ფერმკრთალია, ექიმს სასწრაფოდ მიმართეთ – ეს შეიძლება სერიოზული სიგნალი იყოს.

კანის ტემპერატურის ცვლილებები

თრომბის განვითარების კიდევ ერთი გავრცელებული ნაადრევი სიმპტომი – კანის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილებები. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თრომბის წარმოქმნის ადგილას კანი უფრო ცივი ან უფრო თბილი ხდება. დროა, ექიმს მიმართოთ!

ზურგის ტკივილები

პერიოდულად ზურგის ტკივილისას თრომბის არსებობაზე ეჭვი არ გვეპარება. არადა, თუ თრომბი მენჯის მიდამოში ან მუცლის ერთ–ერთ ვენაში წარმოიქმნება, ის შეიძლება ზურგში ტკივილით გამოვლინდეთ. მსგავსი სიმპტომის შემჩნევისას ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

ჭარბი ოფლიანობა

ამ სიმპტომმა უნდა შეგაშფოთოთ, თუ თრომბის სხვა სიმპტომებთან ერთად ვლინდება. ხშირად ჭარბი ოფლიანობა მიგანიშნებთ, რომ თრომბი გულის ან ფილტვების მიდამოშია წარმოქმნილი – ძალიან სახიფათო სიმპტომი.

ქოშინი

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება ფილტვებში თრომბის განვითარებაზე განიშნებდეთ – ქოშინი. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ მსგავსი ქცევა შენიშნეთ. ეს შეიძლება ნამდვილად სერიოზული იყოს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

კუნელის ნაყენი გულის უებარი წამალია. ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ის!

კუნელის ნაყენი გულის უებარი წამალია. ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ის!

კუნელი ძალზე ძვირფასი მცენარეა. ის მეტად პოპულარულია არა მხოლოდ ტრადიციულ (ხალხურ), არამედ თანამედროვე (კლასიკურ) მედიცინაშიც. მას აქტიურად იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კუნელის ნაყოფის შემადგენლობაში შედის მცენარეული შაქრები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, საპონინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინი, ასევე – ორგანული მჟავები: ასკორბინისა, ლიმონისა, ვაშლისა, ღვინისა და სხვა.

კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და მეტად სასარგებლო ნივთიერებას – ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები – კოფეინისა, ქლოროგენისა და სხვა, ასევე – ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.

გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი (90 გრადუსი) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 40 წვეთი.

აიღეთ 0,5 კგ მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მლ (1/2 ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეს ნაყენი დადებით გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისაგან.

ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნაყენი. 10 გ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენის 30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

თავის ტკივილი გტანჯავთ და არ იცით როგორ გაიყუჩოთ? სცადეთ ეს მეთოდი. ძალიან ეფექტურია

თავის ტკივილი გტანჯავთ და არ იცით როგორ გაიყუჩოთ? სცადეთ ეს მეთოდი. ძალიან ეფექტურია

თუ თავი გტკივათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის ქალაში, ნერვებში, სისხლძარღვებში, კისრის კუნთებში, თვალებსა და/ან კანქვეშა ქსოვილებში დისკომფორტი წარმოიქმნა. სისხლძარღვების გაფართოება ან შევიწროება, შიდა ქალის წნევის ცვლილება – ეს აუტანელი თავის ტკივილის მიზეზებია.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

პირსახოცით მასაჟი – მოქმედი მეთოდია, რომ თავის და კისრის არეში სისხლის მიმოქცევაზე გავლენა იქონიოთ, ასე მტკივნეულ სიმპტომებს მოიშორებთ. ამასთან თავის დამასაჟება სასიამოვნოა.

სამკურნალო მასაჟი პირსახოცის დახმარებით

1.შესაფერისი პირსახოცი აიღეთ – არც ძალიან სქელი. სჯობს ვაფლის პირსახოცი გამოიყენოთ. საკმაოდ მკვრივად დაახვიეთ, სპირალური მოძრაობა გამოიყენეთ. პირსახოცი კეფაზე მჭიდრო დაიდეთ. პირსახოცი სხვადასხვა მხარეს გაშლილი ორივე ხელით დაიჭირეთ.

2.პირსახოცი კისერზე, თავზე და მხრებზე ამოძრავეთ. ეს რიტმულად გააკეთეთ, პირსახოცი ოდნავ დაახვიეთ, რომ მასაჟი ინტენსიური იყოს.

3.ეს პროცედურა 3-5 წუთით ჩაიტარეთ. ასეთი სტიმულაცია საკმარისია, რომ ტკივილი შეამციროთ. თუ ტკივილი არ გაქრა, 10 წუთით შეისვენეთ და მასაჟი კვლავ გაიმეორეთ.

4.ქიროპრაქტიკოსები თვლიან, რომ თავისი ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სპაზმია. პირსახოცით მასაჟი კისრის და თავის ზონას ადუნებს, სპაზმის მოხსნას ხელს უწყობს და დაჭიმულ ხერხემალზე დადებით გავლენას ახდენს. ძლიერი ტკივილის დროს თავის მასაჟს თერაპია დაუმატეთ – 1 ფინჯანი პიტნის ჩაი დალიეთ. ეს სასმელი სისხლძარღვების გაფართოებას ხელს უწყობს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

5 დაფნის ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი საჯდომის ნერვის განსაკურნებლად. 

5 დაფნის ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი საჯდომის ნერვის განსაკურნებლად.
იშიაზი – საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი, მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, მსხლისებრი კუნთის სინდრომი, მალათაშორისი დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრამვა, დიაბეტი, ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

საჯდომი ნერვის ტკივილი ვითარდება ნერვის მოჭყლეტის ან მოყოლის დროს, რომელიც როგორც წესი, გამოწვეულია მალთაშუა დისკოს თიაქრის ან ხერხემლის მალებში ძვლოვანი წანაზარდების შედეგად.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც დაამარცხებთ საჯდომი ნერვის ანთებას:

მომზადება და გამოყენების წესი:

5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით, გაწურეთ.

სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ.
გაითვალისწინეთ, რომ დაფნა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ თუ ცოტა სისუსტე იგრძენით, ტკბილი საკვები მიიღეთ.

სამკურნალოდ იყენებენ დაფნის ფოთლებს, ქერქს, ფესვებს, ნაყოფს, ნაყოფის კურკას, ასევე დაფნის ზეთს. დაფნის ნაყოფი შეიცავს მოყვითალო ფერის ეთერზეთს (0,8%), ფიტოსტერინს.

ეთერზეთის შემადგენლობაში შედის პინენი და ცინეოლი. დაფნის პრეპარატებს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი,ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

დაფნა კარგი საშუალებაა ზოგადი დამბლის და სახის ნერვის პარეზის, ღვიძლისა და ელენთის სიმსივნის, კოლიტის, სახსრების ტკივილის დროს. დაფნა და დაფნის ზეთი კურნავს თავის და ყურის ტკივილს, სასარგებლოა ღვიძლის ტკივილისას.

ხალხურ მედიცინაში დაფნა გამოიყენება რევმატიული ართრიტის, სპაზმური ტკივილის და შაქრიანი დიაბეტის დროს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

აი როგორ უნდა ვუმკურნალოთ ანემიას ხალხური მეთოდით!

აი როგორ უნდა ვუმკურნალოთ ანემიას ხალხური მეთოდით!

ანემია სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ის არასდროს არაა ნორმალური და ყოველთვის უნდა იქნეს გამოკვლეული მისი მიზეზები.
იაფი ავიაბილეთები avia.geანემია ესაა მიმოქცევაში მყოფი (მოცირკულირე) სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების (RBC) – ნაკლებობა (რაც სისხლის კვლევის საშუალებით განისაზღვრება).

ერითროციტს, იგივე სისხლის წითელ უჯრედს, სუნთქვის ორგანოებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვს.

გთავაზობთ ხალხურ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ უმკურნალოთ ანემიას სახლის პირობებში.

ცალ-ცალკე გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი. სათითაოდ გამოწურეთ წვენი, ჩაასხით მუქ ბოთლში თანაბარი ოდენობით. ბოთლი ცომით შეფუთეთ და სამი საათით შედგით ღუმელში (ნელ ცეცხლზე). თავზე არ დააფაროთ, რომ სითხე თავისუფლად აორთქლდეს. მიღებული ნარევი უნდა მიირთვათ ჭამამდე, დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი სამი თვე გრძელდება. ეს სისხლნაკლებობისგან თავდასაღწევი უნიკალური მეთოდია!

აიღეთ 3 ს/კ კრაზანა, 2 ს/კ ჭინჭრის დედა, 2 ს/კ მაყვლის ფოთოლი; წვრილად დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით სამი ჩ/ჭ მდუღარე წყალი. შეფუთეთ, სამი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში სამჯერ, თითო ჭიქა, ცხელი.
სისხლნაკლებობისა და განლევის დროს, როგორც პოლივიტამინური საშუალება, გამოიყენება ასფურცელას ნაყოფის ნაყენი: 2 ჩ/კ დაასხით ორი ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და დღის განმავლობაში მიირთვით 3-4-ჯერ (ანუ მომზადებული ნაყენი 3-4 ულუფად გადაანაწილეთ).
ძალზე სასარგებლოა ახალმომზადებული, უმარილო ბრინჯის ნახარში _ 1/2 ჩ/ჭ, ჭამის წინ.

ყოველდღიურად, უზმოზე, საჭიროა 100 გ გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.

წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ ნახევარი ჩ/ჭ წვენი, დაუმატეთ ერთი ჩ/კ თაფლი, კარგად მოურიეთ. ნარევი სამ ულუფად გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში, ჭამამდე თითო საათით ადრე მიიღეთ. სამკურნალო ნარევი 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველდღე უნდა მოამზადოთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ და თქვენი სახე 10 წლით გაახალგაზრდავდება. იაფი და მარტივი მეთოდი!

გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ და თქვენი სახე 10 წლით გაახალგაზრდავდება. იაფი და მარტივი მეთოდი!

იაპონელი ქალები საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ ბრინჯის სასარგებლო შემადგენლობით. მათი სილამაზის საიდუმლო ბუნების ამ მარტივ საჩუქარშია.
იაფი ავიაბილეთები avia.geბრინჯი არის ლინოლეინის მჟავისა და სკალენის საოცარი წყარო, ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი ანელებს კანზე ნაოჭების წარმოქმნას და იცავს მას მზის უარყოფითი გავლენისგან.

ბრინჯი ასევე სავსეა ვიტამინით E და გამა-ორზინოლით, რომელიც ცნობილია გულის დასაცავად და სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებით.

სამწუხაროდ, იაპონელების გარდა, ადამიანების უმეტესობამ არ იცის ეს ფაქტები. ბრინჯს ნამდვილად შეუძლია სასწაულების მოხდენა, როდესაც საქმე ეხება გაახალგაზრდავებას.

გთავაზობთ, გააკეთოთ ეს სუპერ მარტივი სახის ნიღაბი, რომელიც გააუმჯობესებს მის ფერს და არბილებს ნაოჭებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

3 სუფრის კოვზი ბრინჯი; 1 სუფრის კოვზი რძე; 1 სუფრის კოვზი თაფლი.

როგორ მოვამზადოთ:
მოხარშეთ და გაწურეთ ბრინჯი. შეინახეთ წყალი, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ. ფაფას დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თბილი რძე და ერთი სუფრის კოვზი თხევადი თაფლი. კარგად ამოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

წაისვით თქვენს მიერ მომზადებული ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე. გაიჩერეთ სახეზე იმდენ ხანს, სანამ მთლიანად არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ.

ბრინჯის წყალს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ის ატენიანებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. ეს წყალი ასევე ხელს უწყობს ასაკობრივი ლაქების მოცილებას და კანის ანთებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ მზის აბაზანების მიღებამდეც: ატენიანებს კანს და იცავს მას ახალი ნაოჭების წარმოქმნისგან.

ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდებულია ბრინჯის ნიღბის წასმა კვირაში ერთხელ მაინც. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე და თქვენი სახის კანი ისეთ იერს მიიღებს, როგორც 10 წლის წინ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

რა უნდა გავაკეთოთ ამენორეის დროს? ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

რა უნდა გავაკეთოთ ამენორეის დროს? ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

ამენორეა – მენსტრუაციის არარსებობაა. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ (სქესობრივი მომწიფების დადგომამდე, ფეხმძიმობის დროს, ძუძუთი კვების დროს, ხანდაზმულ ასაკში) და პათოლოგიურს. პათოლოგიური ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ენდოკრინული დაავადება, ინფექცია, ნერვული სისტემის დაზიანება, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადება, მწვავე და ქრონიკული ინფექცია, ქიმიური ნივთიერებებით ქრონიკული მოწამვლა, ასევე რადიოაქტიური დასხივება.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამენორეის დროს რეკომენდებულია მიიღოთ ვიტამინები B2 და B, კომპლექსურად. მენსტრუაციის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მიიღეთ მაგნიუმის ტაბლეტები.

მენსტრუაციის ციკლის დაწყებას აჩქარებს: ხახვი, ნიორი, წითელი წიწაკა, ოხრახუში, პირშუშხა, კომბოსტო. მკურნალობის დროს კარგია რძის პროდუქტები, მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, კონსერვებს, ღორის ხორცს, ცხიმიან თევზს, დამარილებულ პროდუქტს. რეკომენდებულია ყოველ დღე შეასრულოთ ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც ამაგრებენ მუცლის კუნთებს.

რეცეპტები
• კარგია ცხელი აბაზანები ფეხებისთვის დილით და საღამოს 20 წთ-ით. აბაზანის ტემპერატურა 40-45°C. კარგია თუ წყალში დაუმატებთ ზღვის მარილს აწ სუფრის ძმარს. აიღეთ თითო ს. კ. სააფთიაქო გვირილა და ბეგქონდარა, დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი,
გააჩერეთ თავდახურული 30 წუთის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 200 გრ 3-ჯერ დღეში.

• კალენდულას სპირტიანი ნაყენი სვით 40 წვეთი 3-ჯერ დღეში.

• ოხრახუშის თესლი დაფხვენით, აიღეთ 4 ჩ. კ., დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით, შემდეგ გააციეთ და გაწურეთ. სვით 1 ს. კ. 5-6ჯერ დღეში.

• დღეში 3-ჯერ მიიღეთ კანიანად გახეხილი ლიმონი ან ფორთოხალი შაქრით.

• 1 ჩ. კ. დაქუცმაცებულ მაღალი კულმუხოს ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, დატოვეთ ღამით. სვით 1 ს. კ. 4-ჯერ დღეში. მიიღეთ მტკივნეული ან არარეგულარული მენსტრუაციის დროს. მენსტრუაცია ხდება უხვი.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ვაშლის ძმრის 1 კოვზის მიღებას 60 დღის განმავლობაში შეუძლია დაეხმაროს აქ ჩამოთვლილ პრობლემებს.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

მოსწავლეთა 80%-ს აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა და ხერხემლის დეფორმაციის სხვადასხვა სახე. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

მოსწავლეთა 80%-ს აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა და ხერხემლის დეფორმაციის სხვადასხვა სახე. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

მოსწავლეთა 80%-ს აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა და ხერხემლის დეფორმაციის
სხვადასხვა სახე. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სქოლიოზი. სქოლიოზი-ხერხემლის გამრუდებაა სიგრძივ ღერძთან შეფარდებით მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. თუ ხერხემალი გამოზნექილია წინ, ეს ლორდოზია, თუ უკან კიფოზი.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სქოლიოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეიძლება წარმოიშვას ძვლოვანი ცვლილებების ფონზე ან ჩამოყალიბდეს ზურგის, მუცლის კუნთების დამბლის დროს.

სქოლიოზის გაჩენის მიზეზებია:

მაგიდასთან ჯდომის ან სიარულის (ბევრ ბავშვს აქვს ბეჭებში მოხრის ჩვევა) დროს ტანის არასწორი დაჭერა, არასაკმარისი სიძლიერის კუნთოვანი აპარატი და ძვლოვანი სისტემა. სქოლიოზის განვითარების წინაპირობა ჩნდება, როდესაც დედა ატარებს ჩვილს ყოველთვის ერთ ხელში, აწვენს დასაძინებლად რბილ ლეიბზე და მაღალ  ბალიშზე, მასთან ერთად სიარულის დროს ყოველთვის ბავშვის ერთი და იგივე ხელი (უფრო
ხშირად მარცხენა) უჭირავს. დიდ როლს თამაშობს ბავშვის მავნე მიდრეკილებებიც: ცალ ფეხზე დიდხანს დგომისა და თამაშის ჩვევა, ყოველთვის ჩანთის ერთი ხელით ტარება, კომპიუტერთან ან მაგიდასთან მოხრილი ჯდომა.

სქოლიოზის პროგრესირება ბავშვებში ხშირად აღინიშნება გაძლიერებული ზრდისა და ჰორმონალური ძვრების პერიოდში.

დაავადების პროფილაქტიკის ან გამრუდების გამოსწორების მიზნით გამოიყენება კორსეტი, სამკურნალო ტანვარჯიში, ზურგის მასაჟი. დიდი სარგებლობა მოაქვს ფიზკულტურასა და ცურვას.

სქოლიოზის საწყისი ნიშნები რომ შეამჩნიოთ, საკმარისია ბავშვის მინი-გამოკვლევის რეგულარულად ჩატარება, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეუძლია:
• სთხოვეთ ბავშვს გაიხადოს ფეხსაცმელი, შემობრუნდეს თქვენსკენ ზურგით და დადგეს
სწორედ, მშვიდად, ოდნავ მოდუნებული, დააკვირდით მის ხერხემალს. ნიშნები, რომლებიც თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება: ერთი მხარი მეორეზე მაღლა დგას; ბეჭების ქვედა კუთხეთა შემაერთებელი წრე გადის არა ხერხემლის პერპენდიკულარულად, არამედ ირიბად; წელის ან თეძოს დონეზე შეიმჩნევა გამრუდება. თუ ბავშვს აღენიშნება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, ე. ი. სქოლიოზი მას მკვეთრად აქვს გამოხატული და მკურნალობისათვის საჭიროა მიმართოთ სპეციალისტს.

• სთხოვეთ ბავშვს დაიხაროს წინ, არ მონაროს ფეხები და ისე შეეხოს იატაკს თითებით.

• სანტიმეტრით გაზომეთ მანძილი მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ქვედა ნეკნამდე და მარცხენა მხრიდან მარცხენა ქვედა ნეკნამდე. თუ ერთ მხარეს უფრო მეტია, ვიდრე მეორე მხარეს ბავშვს აქვს სქოლიოზი დასაწყის სტადიაში.

• ტუჩის საცხით ან იოდით დასვით წერტილები ხერხემლის შვერილებზე (ბავშვი წიწა
დახრილი), შემდეგ სთხოვეთ მას გაიმართოს და ნახეთ როგორაა განლაგებული ეს ნიშნულები. სქოლიოზის დროს ისინი გადახრილია წარმოსახვითი წრფიდან, რომელიც გავლებულია კეფიდან კუდუსუნამდე. სთხოვეთ ბავშვს აწიოს ხელები მაღლა და გადაინაროს უკან. თუ პატარას არა აქვს სქოლიოზი, ამ შემთხვევაში ნიშნულები განლაგდებიან ერთ წრფეზე.

რეკომენდაციები
• ყოველდღე გაუკეთეთ ბავშვს მასაჟი: დაუზილეთ ზურგი, მხრები და ფერდები (ამასთან, თუ სხეულის გამრუდება მარჯვენამხრივია, მაშინ საჭიროა ზუსტად სხეულის მარჯვენა ნახევარი დაიზილოს უფრო აქტიურად და პირიქით).

• თვითონ ბავშვმა აუცილებლად უნდა გააკეთოს დილ-დილობით სპეციალური ვარჯიშები, გარდა ამისა, დღეში არანაკლებ 2 საათისა, აქტიურად იმოძრაოს: დაკავდეს ცურვით, სათხილამურო სპორტით, ათლეტური ტანვარჯიშით, სპორტული თამაშობებით (ბურთით). სპორტის ის სახეობები კი, სადაც მირითადი დატვირთვა მოდის ცალ ხელზე (ტენისი, ბადმინტონი, ფარიკაობა, მიზანში სროლა და სხვა), მისთვის არ შეიძლება.

• ხერხემლის კორექციისათვის მიაჩვიეთ ბავშვი სპეციალურ ქვესადგამზე ჯდომას: ამოუდეთ დუნდულოს ქვეშ (მარჯვენა დუნდულოს ქვეშ, თუ გამრუდება მარცხენა მხარესაა, ან მარცხენას ქვეშ, თუ ხერხემალი გადანაცვლებულია მარჯვნივ) წიგნი ან 0,6 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, რომელშიც ასხია 1/4-მდე წყალი.

• სქოლიოზის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია ბავშვის კვების ბალანსირება, რადგანაც ცილებისა და მიკროელემენტების აუცილებელი პორციის გარეშე შეუძლებელია ზურგისა და კისრის კუნთოვანი კარკასის გამაგრება. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვის რაციონი შედგებოდეს ახალი ხილისა და ბოსტნეულისაგან, მარცვლეულთა ფაფებისაგან. ტკბილეულის, ფქვილეულის, შემწვარის, ცხიმიანის რაოდენობა კი მკვეთრად უნდა შეიკვეცოს.

• ბავშვმა ყოველდღე, დილ-დილოზით 15-20 წუთის განმავლობაში უნდა გააკეთოს ვარჯიშები ხერხემლის ძვრადობის განსავითარებლად და ზურგის კუნთების გასამაგრებლად. პირველი 2 კვირის განმავლობაში თითოეული ვარჯიში უნდა გამეორდეს 6-6 ჯერ, შემდეგ თანდათან მოუმატოს და ავიდეს 12-მდე. ვარჯიშების შესრულებისას ფეხები მჭიდროდ უნდა იყოს იატაკს დაყრდნობილი.

• საწყისი მდგომარეობა: დაწექით მუცელზე, ფეხები გამართულია და ერთმანეთთან მიჯრით მიწყობილი, ტერფები ოდნავ გადაშლილია (ქუსლები ერთადაა, ფეხისწვერები კი ცალ-ცალკე).

1. გადააჯვარედინეთ ხელები თქვენს წინ (ერთი ხელის გული მეორის ზემოდანაა) და
დაეყრდენით მათ შუბლით. აწიეთ მარჯვენა იდაყვი მაღლა და გააკეთეთ ორი ზამბარისებრი მოძრაობა უკან, არ მოაშოროთ თავი და მარცხენა იდაყვი იატაკს, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გააკეთეთ ვარჯიში მარცხენა ხელით

2. შეაერთეთ თითები და გააკეთეთ „ბოქლომი“, გაჭიმეთ ხელები წინ, გაიზნიქეთ, აიწიეთ ზემოთ და მოაშორეთ იატაკს მკერდი და მხრები, დაიკავეთ ეს მდგომარეობა და ჩაისუნთქეთ ღრმად, ამოსუნთქვის დროს კი მობრუნდით მარჯვნივ და შეხედეთ კუდუსუნს. შემდეგ, ჩასუნთქვასთან ერთად დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ ვარჯიში და ამჟამად მიბრუნდით მარცხენა მხარეს.

3. ხელები გაშალეთ განზე, აიწიეთ ზემოთ. შემდეგ ისე, რომ არ მოაშოროთ თავი იატაკს,
გააკეთეთ წრიული მოძრაობები მორიგეობით, ჯერ მარჯვენა და შემდეგ მარცხენა ხელით, თითქოს ცურავთ კროლით.

4. გადაბრუნდით ზურგზე, ასწიეთ ხელები იატაკის პერპენდიკულარულად, გააკეთეთ
„ბოქლომი“ და ისე, რომ არ შეიცვალოთ სხეულის ქვედა ნაწილების მდებარეობა, მიბრუნდით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ეცადეთ შეეხოთ მტევნით იატაკს.

როცა ბავშვი აითვისებს მოძრაობებს წოლით მდგომარეობაში. ჩართეთ ვარჯიშთა
ყოველდღიური კომპლექსი დგომში:

1. საწყისი პოზიცია: დადექით სწორად, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. ხელებით გააკეთეთ „ბოქლომი“ კეფაზე. გაიზნიქეთ, დაიხარეთ წინ და მიაბრუნეთ მხრები მარჯვნივ- მარცხნივ

2. გამართეთ ხელები, გაშალეთ განზე და ერთდროულად ორივე ხელით შეასრულეთ ისეთი მოძრაობები, თითქოს ფრთებს იქნევთ.

გახსოვდეთ! მაგარი, სწორი ზურგი თქვენი შვილის ჯანმრთელობის საწინდარია.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ვაშლის ძმრის 1 კოვზის მიღებას 60 დღის განმავლობაში შეუძლია დაეხმაროს აქ ჩამოთვლილ პრობლემებს.

დაკოპირება ისჯება კანონით ! !