aviabiletebi
aviabiletebi

ჭამთ თუ არა ნამდვილ კარაქს? ამის გარკვევაში ჩვენ დაგეხმარებით

ჭამთ თუ არა ნამდვილ კარაქს? ამის გარკვევაში ჩვენ დაგეხმარებით

რძის პროდუქტების მრავალფეროვნება მაღაზიებსა და ბაზარზე, ერთი მხრივ, საშუალებას იძლევა გავამდიდროთ ჩვენი რაციონი ახალი გემოებით, თუმცა მეორეს მხრივ, საშუალებას აძლევს არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს, რომლებიც ცდილობენ მათ პროდუქტის გაყიდვას როგორც კარაქი. ექსპერტების აზრით, ზეთისა და კარაქის ყოველი მეორე შეფუთვა შეიძლება ყალბი იყოს, ამიტომ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა აირჩიოთ მაღალი ხარისხის ბუნებრივი კარაქი, გემრიელი, არომატული და ჯანსაღი. კარგი კარაქი, ვიტამინების, მინერალებისა და კვალი ელემენტების ბუნებრივი წყაროა, იგი აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის, კანის დამატენიანებლად და საკვებად, სისხლძარღვების გასამაგრებლად, ართრიტის თავიდან ასაცილებლად და იმუნიტეტის გაზრდისთვის.

როგორ გავიგოთ, ყიდულობთ თუ არა ნამდვილ კარაქს?

1.რას ვუყურებთ პირველად პროდუქტის არჩევისას? სავარაუდოდ მის შემადგენლობას. ბუნებრივი კარაქი არ შეიცავს სხვადასხვა მცენარეული ზეთების ჩამოთვლას, როგორც მარგარინი. კარაქის შემადგენლობა ლაკონურია: მთლიანი რძე და ნაღები.

2.თუ შეფუთვაზე არ არის დაწერილი "კარაქი", ესეც საფუძველია ვიფიქროთ, რომ შეფუთული კარაქის შიგთავსი შეიძლება იყოს მარგარინი.

3.თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახსნათ პროდუქტი (მაგალითად, ბაზარში, სადაც კარაქს ხშირად წონაში ყიდიან), გადახედეთ მის ფერს. ეს არ უნდა იყოს არც რადიკალურად ყვითელი და არც ინტენსიურად თეთრი.

4.ღირს ყურადღება მიაქციოთ პროდუქტის შენახვის ვადას. წონის მიხედვით ძროხის კარაქი შეიძლება შევინახოთ ათი დღის განმავლობაში. თუ იგი ლითონის ქილაშია, მაშინ არა უმეტეს სამი თვისა. როდესაც შეფუთვას დაათვალიერებთ და ხედავთ, რომ მწარმოებელი გვპირდება უსასრულო ვადის ხანგრძლივობას, მაშინ მასში არსებობს კონსერვანტები.

5.თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ სახლში კარაქი ნამდვილია თუ ყალბი. თუ ტაფაზე დადებისას მასამ დაიწყო თანაბრად დადნობა, ეს იმას ნიშნავს რომ ნამდვილი კარაქი გიყიდიათ. მაგრამ თუ წვეთები გამოჩნდება ზედაპირზე, მაშინ თქვენ კარაქის ნაცვლად მარგარინი გიყიდიათ.

6.როდესაც ნამდვილი კარაქი სიცივეში მოხვდება, ის არ რბილდება, მარგარინისგან განსხვავებით, რომელიც სწრაფად იწყებს დნობას (მცენარეული ცხიმების გამო).

7.და ბოლოს, ბუნებრივი კარაქი არ უნდა დაიმსხვრას, როგორც იგი მაცივრიდან გამოიღებთ.
ვიმედოვნებთ გამოგადგებათ ჩვენი რჩევები.

ასპირინის გამოყენების განსხვავებული გზები – ის რაც აქამდე არ იცოდით!

ასპირინის გამოყენების განსხვავებული გზები – ის რაც აქამდე არ იცოდით!

ასპირინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, მას ძრითადად ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ, თუმცა დანიშნულების ჩამონათვალი ბევრად უფრო ფართოა. ჩვენ გთავაზობთ ასპირინის გამოყენების სხვა და სხვა მეთოდებს, ყურადღებით წიაკითხეთ…

1. ასპირინი ყვავილებისთვის
ალბათ ყველას გწყდებათ გული, როდესაც ულამაზესი თაიგული სწრაფად იწყებს ჭკნობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი წყალში გამოყოფენ ეთილენს. დაუმატეთ წყალს 2 დაფშვნილი ასპირინი, ეს დაეხმარება ყვავილებს უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნონ ლამაზი სახე.

2. მწერების ნაკბენები
თუ მწერმა გიკბინათ და გრძნობთ ტკივილის, ნაკბენი კი გისივდებათ , საკმარისია დაისველოთ ნაკბენი და წაისვათ მასზე ასპირინის აბი. რამდენიმე წუთის შემდეგ იგრძნობთ შემსუბუქებას.

3. თმის მკურნალობა
თმა რომ უფრო რბილი და მბზინვარე გახდეს, სულაც არ არის საჭირო ძვირად ღირებული საშუალებების შეძენა, საკმარისია იყიდოთ ჩვეულებრივი ასპირინი. ყოველთვის, როცა თავის დაბანას დააპირებთ შამპუნის ერთჯერად პორციაში გახსენით ორი აბი ასპირინი. დაელოდეთ მათ ბოლომდე გახსნას, შემდეგ კი გამოიყენეთ. 3 კვირის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ!

4. ოფლის ლაქები
ღია ფერის ნაჭრიდან ოფლის ლაქების მოშორება საკმაოდ რთულია. დაფშვენით ასპირინის 2 აბი და შეურიეთ სარეცხ ფხვნილთან ერთად წყლით სავსე ჭიქაში. დაასველეთ ამ ხსნარში ტანსაცმელი და გააჩერეთ ორი საათით, შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ.

5. მოიშორეთ მარილის დეპოზიტები
თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ ვაზა ზედმეტი ნარჩენებისგან მინის დაზიანების გარეშე, მასში შუშხუნა ასპირინის ტაბლეტის დაშლით. მსგავსი ხრიკი მუშაობს ტუალეტთან: უბრალოდ ჩაყარეთ ასპირინი შიგნით, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩარეცხეთ წყალი.

6. მოიცილეთ ქერტლი
დაქუცმაცებული ასპირინის ტაბლეტისა და შამპუნი ს ნარევი დაგეხმარებათ ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლაში . საკმარისია ეს ნარევი დაისხათ და გაიჩეროთ თმაზე ორიოდე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ და კიდევ ერთხელ დაიბანეთ თმა მხოლოდ შამპუნით.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გაიმარტივეთ ცხოვრება!

გაფრთხილება
გახსოვდეთ, რომ ასპირინი არის პრეპარატი, ამიტომ გამოიყენეთ იგი ფრთხილად. მაგალითად, ასთმით დაავადებული ადამიანებმა ან ასპირინის მიმართ ალერგიული ადამიანებმა უმჯობესია არ სცადოთ ამ სტატიაში ჩამოთვლილი რჩევების უმეტესობა.

როგორ დავიკლოთ 10 კილო 1 კვირაში? წონაში დაკლების ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი

როგორ დავიკლოთ 10 კილო 1 კვირაში? წონაში დაკლების ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი

წონა, განსაკუთრებით ქალებში, ძალიან აქტუალურ საგნად მიიჩნევა. თითქმის ყველა ქალს აწუხებს ზედმეტი  კილოგრამები, მის მოსაცილებლად კი უამრავ მეთოდს მიმართავს. დღეს ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით უამრავ სტატიას დიეტებსა თუ ტანვარჯიშებზე, რომლებიც წონის შემცირებას გვპირდებიან. ალბათ ძალიან ბევრი მეთოდი და დიეტა გიცდიათ იმისთვის რომ თქვენთვის არასასურველი წონა შეიმციროთ.

განსაკუთრებით წელიწადის ცხელ დღეებში გვიწევს, გვინდა ეს თუ არა, ჩვენთვის არასასურველი ცხიმებისა და ცელულიტების გამოჩენა. განსაკუთრებით ასეთ დროს გვჭირდება ისეთი საშუალება რაც სწრაფად, მარტივად დ აყოველგვარი ორგანიზმის დასტრესვის გარეშე შევძლებთ ჩვენი წონის შემცირებას.

დღეს სწორედ ასეთ საშუალებაზე გვინდა გესაუბროთ. ეს დიეტა, წონის ნორმალიზაციას უწყობს ხელს და თუ 5–10 კილოთი ზედმეტს იწონით, შეგიძლიათ ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური დიეტა სცადოთ.

წიწიბურა ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს 18 შეუცვლელ ამინომჟავას, რკინას, კალციუმს, კალიუნს, ფოსფორს, სპილენძს, იოდს, თუთიას, ბორს, ფტორს, მოლიბდენს, კობალტს, ასევე ვიტამინებს В1, В2, В9 (ფოლიუმის მჟავა), PP, Е.

წიწიბურა უნდა იყოს მაქსიმალურად დაუმუშავებელი. თუ მუშაობთ, შემდეგ განრიგს გთავაზობთ: თქვენ 2 თერმოსი დაგჭირდებათ. საღამოს მოამზადეთ წიწიბურას 1 ჭიქა– ის გაწმინდეთ, გააშრეთ და ორ თერმოსში გადაანაწილეთ. დილით კი, წიწიბურას ადუღებული წყალი დაასხით, მარილი არ დაამატოთ. რამდენიმე საათში, ბურღული ფაფად გადაიქცევა. 1 თერმოსი სამსახურში წაიღეთ, ხოლო მეორე თერმოსში დარჩენილი წიწიბურა ვახშამზე მიირთვით. ამასთან, შეგიძლიათ დალიოთ 1%–იანი კეფირის 1–2 ნახევარლიტრიანი ბოთლი და ერთი ვაშლი, ან უცხიმო იოგურტი შეჭამოთ. ასევე შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყალი დალიოთ.

დიეტა 2 კვირაზეა გათვლილი, შემდეგ, შეგიძლიათ გააკეთოთ შესვენება და 15–30 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი საკვები მიიღოთ. შემდეგ კი, შეგიძლიათ დიეტა გაიმეოროთ.

წონის დაკარგვა პირველ დღეებში ძალიან აქტიურია: 0.5–1 კილოგრამამდე დღეში– ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოდის. შემდეგ წონის შემცირების პროცესი ნელდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია დაკარგული წონა ძალიან იშვიათად ბრუნდება.

ამ ვიტამინის ნაკლებობა ზურგის და სახსრების ტკივილს იწვევს– საჭირო ინფორმაციაა!

ამ ვიტამინის ნაკლებობა ზურგის და სახსრების ტკივილს იწვევს– საჭირო ინფორმაციაა!

ადამიანების უმრავლესობა, თვლის, რომ ტკივილი დაბერების პროცესის ნაწილია. ბევრს სახსრების და ზურგის ტკივილი დილიდანვე აწუხებს. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია დავასახელოთ ვიტამინების ნაკლებობა. კვლევების თანახმად, სახსრების ტკივილი D ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდება. ეს კი, ხშირად ართრიტს და სხვა პრობლემის გამოწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები შეიძლება იყოს:
ორივე ფეხში წვის შეგრძნება;
ცუდი, მოუსვენარი ძილი;
ფეხების ტკივილი.

როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ მდგომარეობა?
ასეთ შემთხვევაში მდგომარეობის გამოსწორების საუკეთესო გზა არის– მზეზე ყოფნა. თუ თქვენ 10 წუთის განმავლობაში მზეზე იქნებით, D ვიტამინის მიღებას ძალიან ადვილად შეძლებთ, ვიტამინის მიღების დღის ნორმა შესრულებულია! გარდა ამისა, ამ ვიტამინის მიღება შეგიძლიათ შემდეგ პროდუქტში: ორაგულში, სოკოში, თინუსში, სკუმბრიაში და კვერცხის გულში.

თუ გადაწყვიტეთ D ვიტამინის დანამატები მიიღოთ, აირჩიეთ ის დანამატი, რომელიც D3–ს და არა D2–ს შეიცავს. ეს ვიტამინის ის ტიპია, რომელიც გჭირდებათ.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

რა იწვევს მუცლის ცხიმის არსებობას? როგორ შეგვიძლია მისი შემცირება?

რა იწვევს მუცლის ცხიმის არსებობას? როგორ შეგვიძლია მისი შემცირება?

მუცლის ცხიმი მხოლოდ ესთეტიკური საკითხი არ არის. ცხიმის ტიპს, რომელიც მუცელში გროვდება, ვისცერული ცხიმი ეწოდება. ის იფარავს თქვენს შინაგან ორგანოებს და ზრდის გულის დაავადებების, 2 ტიპის დიაბეტის და კიბოს გარკვეული ტიპების რისკს. იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა ზედმეტი ცხიმი მუცელში, წელზე შემოიკარით საზომი ლენტი. 85 სმ-ზე მეტი ქალებში და 100 სმ-ზე მეტი მამაკაცებში მიუთითებს მუცლის ცხიმის სიჭარბეზე.
აქ მოცემულია რამდენიმე მიზეზი, რის გამოც იგი ჩნდება ჩვენს მუცელზე.

არასაკმარისი მოძრაობა დღის განმავლობაში
ბევრი ჩვენგანი დღეში 10 საათამდე ატარებს დროს მჯდომარე პოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის მატებაში, მოძრაობის ნაკლებობას ასევე უწყობს ხელს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი კილოგრამები მუცლის არეში და თქვენი სხეულის სხვა ნაწილებში, ჩაიტარეთ მინიმუმ 150 წუთი საშუალო ინტენსივობის ვარჯიში ან 75 წუთი დიდი ინტენსივობის აერობული ვარჯიში ყოველკვირეულად.

უზომო ჭამა
თუ თქვენ მოიხმართ უფრო მეტ კალორიას ვიდრე წვავთ, ყველგან მოიმატებთ დამატებით კილოგრამებს, მათ შორის მუცლის არეში. ნახევარი კილო რომ დაიკლოთ, დღეში დაახლოებით 500 კალორიის შემცირება გჭირდებათ. შეეცადეთ თავიდან ამოიღოთ ყველაზე მაღალკალორიული საკვები თქვენი რაციონიდან, როგორიცაა-ორცხობილა, კარტოფილი, სოდა და წვენი. შეცვალეთ ისინი პირველ რიგში დაბალკალორიული, საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვებით, როგორიცაა ბროკოლი, ვაშლი, ყავისფერი ბრინჯი და ბულიონის სუპები.

ძილის ნაკლებობა
ძილის ნაკლებობა შეიძლება გახდეს ზედმეტი წონის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. ამის გამო, თქვენი სხეული იწყებს ცუდ ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც პასუხისმგებელია გაჯერებაზე. გარდა ამისა, ცუდი ძილი მათ ნაკლებად ეფექტურს ხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში თავს უფრო მშიერად იგრძნობთ. ჩვეულებრივ, ადამიანებს, რომლებსაც 7 საათზე ნაკლები სძინავთ, აქვთ მუცლის ჭარბი ცხიმი.

ასაკი
ასაკის მატებასთან ერთად გვემატება ზედმეტი კილოგრამებიც. ყოველწლიურად კუნთოვანი მასა იკლებს და მეტაბოლიზმი ნელდება, ასე რომ თქვენ ვეღარ დაწვავთ იმდენ კალორიას, როგორც ადრე. ასაკთან ერთად შეძენილი წონა მუცლის ცხიმად გვევლინება. არასასურველი ეფექტის თავიდან ასაცილებლად, შეამცირეთ კალორიების მიღება ან დაამატეთ მეტი კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები.

სტრესი
ზედმეტი სტრესი ზიანს აყენებს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ან წონას. სტრესი იწვევს კორტიზოლის გამოყოფას, ჰორმონს, რომელიც ზრდის ცხიმიან, ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა პიცა, კარტოფილი ფრი და ფუნთუშები. კორტიზოლი ასევე ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას მუცლის გარშემო. სტრესს წონის მატებამდე მივყავართ.

ჩუმი პნევმონიის 5 მაფრთხილებელი სიმპტომი! ეს ყველამ უნდა იცოდეს

ჩუმი პნევმონიის 5 მაფრთხილებელი სიმპტომი! ეს ყველამ უნდა იცოდეს

გაციებისა და რესპირატორული ინფექციების უმეტესობა ადვილად გადის და სწრაფად იკურნება, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ ზედა სასუნთქი გზების ინფექციები შეიძლება პნევმონიად გადაიქცეს. რაც განსაკუთრებით საშიშია. ზოგიერთ შემთხვევაში არც ისე ადვილია პნევმონიის აღიარება. აქ მოცემულია ფარული პნევმონიისხუთი ნიშანი, რაც შეიძლება სწრაფად დაგეხმაროთ დაავადების იდენტიფიცირებაში და დროულ მოქმედებაში.

სწრაფი პულსი-

პირველი ნიშანი იმისა, რომ რესპირატორული ინფექცია პნევმონიაში გადადის, არის გულისცემის გახშირება. თუ გულისცემა 100-ზე მეტია 1 წუთში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ცხელება და შემცივნება-

შემცივნება და მაღალი სიცხე პნევმონიის უტყუარი ნიშნებია. ნუ დააიგნორებთ მას და ნუ დაწევთ მაღალ ტემპერატურას წამლებით- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მკერდის ტკივილი-

თუ ინფექცია ფილტვებში ვრცელდება, შეიძლება განვითარდეს გულმკერდის ტკივილი. სავარაუდოდ, ხველების შეტევების დროს გრძნობთ უსიამოვნო შეგრძნებებს და ტკივილს, მაგრამ თუ შეტევის შემდეგ ტკივილი გამეორდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა ინფექცია ფილტვებში ვრცელდება!

დამღლელი და/ან სისხლიანი ხველა-

ხველა, რომელიც აშორებს ფლეგმას, უფრო კარგია, რადგან ის ხელს უწყობს სხეულს ლორწოს მოცილებაში. თუ ხველა მუდმივად სველია, ფლეგმა ტოვებს, მაგრამ არ იწვევს განმუხტვის შეგრძნებას (სულ მცირე მოკლე დროში), საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ ექიმს - დამამძიმებელი ხველა შეიძლება იყოს პნევმონიის სიმპტომი. თუ ნახველს, რომელიც ხველებით გამოდის, სისხლიურევია ან უბრალოდ აქვს ჟანგიანი ელფერი, ეს იმის ნიშანია, რომ ინფექცია ფილტვებში მოხვდა. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს - ეს ძალიან სერიოზული ნიშანია.

მძიმე სუნთქვა/ ქოშინი-

მეხუთე სიმპტომი, რომელიც ჩვენს სიას ასრულებს, მიუთითებს ფილტვების მნიშვნელოვან დაზიანებაზე. ქოშინი, გულმკერდის არეში დაძაბულობის შეგრძნება, ზედაპირული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ეს მაშინ ჩნდება, როდესაც ინფექცია უკვე საკმაოდ ღრმად არის გავრცელებული ფილტვებში და საჭიროა სასწრაფო დახმარების მანქანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმარისი ჟანგბადი შეწყდება სისხლში და თავბრუსხვევა და გონების დაკარგვაც კი შეიძლება მოხდეს.

ფარული პნევმონია ძალიან საშიში მდგომარეობაა, ამიტომ სასურველია გახსოვდეთ 5-ვე სიმპტომი.

როგორ ვუმკურნალოთ გაყვითლებულ ფეხის ფრჩხილებს? ეს საშუალებები დაგეხმარებათ

როგორ ვუმკურნალოთ გაყვითლებულ ფეხის ფრჩხილებს? ეს საშუალებები დაგეხმარებათ

ხშირად ადამიანებს ფეხის ფრჩხილი უყვითლდებათ. ეს ყოველივე შეგვიძლია დავფაროთ ფრჩხილის ლაქის წასმით, მაგრამ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. ყველაზე ხშირად, სიყვითლეს იწვევს სოკო, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც.
ფრჩხილის ფირფიტის სიყვითლე ხელებსა და ფეხებზე ნებისმიერი არასასურველი გარე ფაქტორის ზემოქმედების შედეგია, რაც შემდგომში იწვევს პიგმენტაციას. ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან აქვს სპეციფიკური ფრჩხილის ფერი, რომელიც შეიძლება იყოს ყვითელიდან მკაფიო ნარინჯისფერამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ფერი ნორმაა.

რატომ ჩნდება ყვითელი ლაქები ფეხის ფრჩხილებზე?

-ყვითელი ლაქები ხშირად ჩნდება ქალის მიერ მანიკურის გაკეთების შედეგად დაბალი ხარისხის პროდუქტების გამოყენებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
-სოკოვანი ინფექციის არსებობა. ამ შემთხვევაში, ფეხის თითზე ფირფიტა მტკივნეულად გამოიყურება, იძენს დამახასიათებელ ფერს და ფრჩხილის ფირფიტის ზოგიერთი ნაწილის ქსოვილის სტრუქტურა იწყებს შეცვლას.
-თუ ფეხის ფრჩხილი ყვითლდება და სქელი ხდება, მაშინ ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის ან სხვა პათოლოგიების, მაგალითად, ფსორიაზის შედეგი.
-ჰიგიენის წესების შეუსრულებლობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფეხების ფრჩხილის ფირფიტებზე ყვითელი ელფერი.
-ასევე არასასურველია ზედმეტი ოფლიანობა ან სინთეზური და არასასიამოვნო ფეხსაცმლის ტარება. ეს პირობები იწვევს სოკოსთვის დამახასიათებელ სიმპტომებს - ფრჩხილის გასქელებას და თეთრი ლაქების წარმოქმნას.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იგი გაგვიქრეს?

პირველ რიგში უნდა გაირკვეს ყვითელი ფეხის ფრჩხილების გამოწვეული მიზეზები. მიზეზის დადგენის შემდეგ თუ იგი შინაგანი ფაქტორებითაა გამოწვეული აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სწორი მკურრნალობის დაწყება. მაგრამ თუ ეს გარეგანი ფაქტორებითაა გამოწვეული, მაშნ თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებებით იმკურნალოთ იგი.

 ლიმონი-1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ჩაასხით წყლიან თასში შემდეგ კი დაისველეთ ფეხები. ეს ხელს შეუწყობს ყვითელი ლაქების მოცილებას ფრჩხილებიდან. ასევე სასარგებლოა ფრჩხილის ფირფიტების გახეხვა ლიმონის ნაჭრებით.

საცხობი სოდა-აურიეთ ერთმანეთს დაახლოებით სამი სუფრის კოვზი სოდა და ერთი სუფრის კოვზი 3% წყალბადის ზეჟანგი. კარგად აურიეთ რომ მიიღოთ პასტის მსგავსი მასა. შემდეგ კი ფეხის ფრჩხილებზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ ფეხები და კარგად გაიშრეთ ყვითელი ფერის მოსაშორებლად. ანალოგიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდასა და ლიმონის წვენის ნარევი.

ჩაის ხის ზეთი და ლავანდის / ზეითუნის ზეთი-რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთისა და ლავანდის ზეთის ან ზეითუნის ზეთის კომბინაცია, რომ მოიშოროთ ყვითელი ფეხის ფრჩხილები.

ზეითუნის ზეთი და ორეგანოს ეთერზეთი-რეგულარულად წაისვით ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთისა და ორი წვეთი ორეგანოს ეთერზეთის ნარევი. მკურნალობა გააგრძელეთ არა უმეტეს სამი კვირის განმავლობაში.

ვაშლის ძმარი-ფრჩხილების დასველება თბილი წყლისა და ვაშლის ძმრის ნარევში (1:1 პროპორციით) სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ყვითელი ფეხის ფრჩხილების პოპულარული საშუალებაა. გამოიყენეთ ეს ხსნარი დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, დღეში სამჯერ ინფექციის გასანადგურებლად. პროცედურის დასრულების შემდეგ ფეხები კარგად გაიშრეთ.

თუ გსურთ უმკურნალოთ გულძმარვას, შაკიკს და სახსრების ტკივილს, დალიეთ ეს ნაყენი!

თუ გსურთ უმკურნალოთ გულძმარვას, შაკიკს და სახსრების ტკივილს, დალიეთ ეს ნაყენი!


კოჭას სამკურნალო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია კაცობრიობაში. მისი ფესვები მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორებიცაა: მაგნიუმი, კალიუმი, მანგანუმი და სპილენძი. გარდა ამისა, ის ასევე ის შეიცავს ვიტამინ A, C და E-ს.

რატომ არის კოჭა ჩვენთვის კარგი? კალიუმი საუკეთესო საშუალებაა თქვენი არტერიული წნევის დასარეგულირებლად. კოჭა ებრძვის შაკიკს, გულისრევას, გულძმარვას, კუჭ-ნაწლავის აშლილობას, კუნთების შეკუმშვას. ის ასევე ანტიანთებითი საშუალებაა და კუნთებისა და სახსრების ტკივილს აყუჩებს. კოჭას და წყალის ტანდემი კი არაჩვეულებრივი და გემრიელი საშუალება იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

3 ჭიქა წყალი, ნახევარი ლიმონი (ახალი), 1 ჭიქა თაფლი და 5-6 სანტიმეტრის კოჭა.

რა უნდა გააკეთოთ

გახეხეთ კოჭა წვრილ სახეხზე და გადაიტანეთ თასში, სადაც შეძლებთ ყველა ინგრედიენტების მოთავსებას. შემდეგ კოჭას დაუმატეთ 2-3 ჭიქა ნატურალური წყალი და წვენი (ნახევარი ლიმონისგან გამოწურეთ). არ დაგავიწყდეთ ერთი ჭიქა თაფლის დამატება, შემდეგ კი მოურიეთ კოვზით. მიღებული ნარევი შეგიძლიათ მიიღოთ დღის განმავლობაში რამდენჯერაც გსურთ.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ამ ადამიანს მარილები დაუგროვდა კისერზე… წაიკითხეთ ეს სტატია და მოიშორეთ ტკივილები!

ამ ადამიანს მარილები დაუგროვდა კისერზე… წაიკითხეთ ეს სტატია და მოიშორეთ ტკივილები!

კისერზე მარილების დაგროვებას უწოდებენ ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოქონდროზს. იმის გამო, რომ ხერხემლის კისრის განყოფილება წარმოადგენს ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს, დარღვევები კისრის არეში იწვევენ მთელი ორგანიზმის სერიოზულ დარღვევებს. ადამიანის კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავენ კისრის, სახის და თავის ქალის ქსოვილებს. კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელი თვისებაა:თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნებები, ღებინება და სხვ.

კისრის ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები:
დაავადების განვითარების მიზეზები პირველ რიგში განპირობებულია სხეულის დაბერებით და ხრტილოვანი ქსოვილის განადგურებით. გარდა ამისა, კიდევ მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს:
ხერხემლის ანომალიები, ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობა, გენეტიკური ფაქტორი, პოზის დარღვევა, ჭარბი წონა, რაც მეტაბოლური დარღვევების შედეგია, აწვება მალთაშუა დისკებს, შემცირებული ფიზიკური აქტივობა, მჯდომარე მდგომარეობის ხარჯზე. ერთიანი ფიზიკური დატვირთვა, სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადების განვითარების ალბათობას, ასევე ამცირებს გავლენას საერთო კეთილდღეობაზე.

ჩვენ დღეს გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობაში.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 საშუალო ზომის კარტოფილი, 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ გამდნარი ერბო, 1 ს/კ მარილი, 4-5 კბილი გახეხილი ნიორი, 1 ჩ/კ კოჭა (იმბირი), 4-5 ცალი გახეხილი ბოლოკი.

მომზადება და გამოყენება:

გაფრცქვენით და გახეხეთ სახეხზე 1 საშუალო ზომის კარტოფილი, დაამატეთ მას თაფლი, ერბო, ნიორი, მარილი, კოჭა და ბოლოკი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები, რის შედეგადაც მიიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ მიღებულლი მასა გადაიტანეთ დოლბანდზე.

დაიდეთ კომპრესი კისრის არეში, დააფარეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი გაიწმინდეთ თბილი ხელსახოცით და წაისვით სოჭის ზეთი. მკურნალობის კურსი – დღეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.

აი რა დაემართება ნაოჭებსა და გამონაყარს თუ კარტოფილს დაიდებთ კანზე!

აი რა დაემართება ნაოჭებსა და გამონაყარს თუ კარტოფილს დაიდებთ კანზე!

კარტოფილით მომზადებული კერძები ყველას ძალიან უყვარს და ეს პროდუქტი თითქმის ყოველთვის გვხვდება ჩვენს სამზარეულოში, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ის საოცრად ეფექტურია თქვენი კანისთვის, ჩვენ სწორედ კარტოფილის ამ დანიშნულებით გამოყენებაზე მოგიყვებით.

კარტოფილი თქვენი კანისთის

უმი კარტოფილი შეიცავს რამდენიმე საკვებ ნივთიერებას, მიკროელემენტებსა და ვიტამინებს, რომლებიც ეხმარება კანს.

ვიტამინი A: აფერხებს ნაოჭების გაჩენას
ვიტამინი B: აუმჯობესებს კანის ფერს. ამ ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს შეუძია გამოიწვიოს აკნე, ნაოჭები და ეგზემაც კი.
ვიტამინი C: საუკეთესო ვიტამინი თქვენი კანისთვის, ეს ვიტამინი ეხმარება კანს აღადგინოს დაზიანება და შეანელოს დაბერების პროცესი.
რკინა: რკინის ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს კანის ფერის სიმკრთალე. ამ დროს თქვენი კანი დასუსტებულად გამოიყურება.
ფოსფორი: აღადგენს სახის კანის ქსოვილებს.
კალციუმი: არეგულირებს დატენიანების პროცესს, ეხმარება ახალი უჯრედების ჩამოყალიბებას და ამცირებს გაღიზიანებას.

სასარგებლო თვისებები

კარტოფილის გამოყენებთ მოიშორებთ ჩაშავებულ უპეებს, გამონაყარს,ნაოჭებს.

ასევე დაგეხმარებათ მზისგან დამწვრობის დროს და შეგიმცირებთ შეშუპებას.

ის საუკეთესო საშუალებაა კანის დაბერების პროცესის შესაფერხებლად და ხელს უწყობს ჰიდრატაციის პროცესს.

ამ ყველაფრის გარდა, კარტოფილი თმისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ!

კარტოფილის წვენისა და თაფლის ნარევით თქვენ დაიცავთ თმას დაზიანებისგან, დაეხმარებით სწრაფად ზრდაში და შეამცირებთ თმის ცვენას.

როგორ გამოვიყენოთ კარტოფილი

ეს ძალიან მარტივია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უმი კარტოფილის წვენი და წაისვათ ის პრობლემურ არეებზე.

შეგიძიათ დაჭრათ კარტოფილი და დაიდოთ თვალებზე, ან მის ქვეშ – ჩაშავებული უპეების შემთხვევაში.

ნაოჭების საწინააღმდეგოდ უმჯობესია კარტოფილის წვენის მთელ სახეზე წასმა

შეგიძლიათ გახეხოთ უმი კარტოფილი და დაიდოთ სახეზე.

გამონაყარის შემთხვევაში კარტოფილი გაწურეთ და ყოველდღიურად გამოიყენეთ კანის გასაწმენდად.

მზისგან დამწვრობის დროს, ფრთხილად დაიდეტ კარტოფილის ნაჭერი თქვენს კანზე.

კარტოფილისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნიღაბიც, ამისთვის უნდა გაატაროთ ან წვრილად გახეხოთ ის, რათა მიიღოთ ფაფისებური მასა. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.
გახსოვდეთ, ყოველთვის გამოიყენეთ ორგანული კარტოფილი და არა ხელოვნური სასუქებით მოყვანილი!
როგორც ხედავთ, კარტოფილს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს ბუნებრივი პროდუქტი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის.

დაკოპირება ისჯება კანონით ! !