aviabiletebi
aviabiletebi

ბრონქების ანთების დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული..

ბრონქების ანთების დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული..

ბრონქების ანთება ფილტვების საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა არა მარტო ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც. მის სამკურნალოდ უამრავი საშუალება არსებობს ხალხურ მედიცინაში. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს. ეს არის ლიმონის, თაფლისა და კვერცხის ერთობლიობა.

გარდა იმისა რომ ეს ნარევი კარგია ბრონების ანთების სამკურნალოდ, ასევე იგი გამოიყენება ბავშვებში უმადობი დროს, ჯირკვლების დროს, სისუსტის დროს, ხშირი ბრონქიტების დროს ვისაც ახასიათებს არაალერგიული ბრონქიტი.

რეცეპტი ბრონქების ანთების სამკურნალოდ:

საჭირო ინგრედიენტებია:

10 ცალი ლიმონი

6 ცალი კვერცხი (თეთრი ფერის)(აუცილებელი პირობაა 3 დღეზე მეტი ხნის კვერცხი არ უნდა იყოს)

300 გრ ცაცხვის თაფლი

3/4 ჩაის ჭიქა კონიაკი

მომზადება:

ავიღოთ 10 ცალი ლიმონი, გავრეცხოთ, კარგად დავსრისოთ და ბოლომდე გამოვწუროთ. მიღებული წვენი გადავიტანოთ ემალის ან მინის ჭურჭელში,  6 ცალი კვერცხი ჩავდოთ მინის ქილაში, ზემოდან დავასხად ლიმონის წვენი, დავაფაროთ ზემოდან თავსახური და დავდგათ ბნელ და გრილ ადგილას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

ერთი კვირის მერე, რომ ახდით დაინახავთ, რომ კვერცხის ნაჭუჭი სრულიად იქნება დამდნარი და კვერცხი იქნება დარჩენილი აპკში. ძალიან ფრთხილად უნდა ამოალაგოთ კვერცხები, ისე რომ არ გასკდეს ეს აპკი, შემდეგ დავუმატოთ დარჩენილ სითხეს 300 გრამი ცაცვის თაფლი, კარგად ამოურიეთ ხის კოვზით, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა. შემდეგ დაუმატეთ 3/4 ჩაის ჭიქა კონიაკი. ისევ ამოურიეთ, რის შემდეგაც წამალი მზად იქნება გამოსაყენებლად. წამალი შეგიძლიათ შეინახოთ სიბნელესა და სიგრილეში.

როგორ უნდა მივიღოთ?

მოზრდილება ეს წამალი უნდა მიიღონ:- 1 სუფრის კოვზი  3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ხოლო ბავშვებმა:- უნდა მიიღნ 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის სასრულების შემდეგ.

გაფრთხილება:

ამ ნარევს აქვს ერთადერთი უკუჩვენება.. თუ თაფლზე ალერგიული ხართ, არ შეიძლება ამ საშუალების გაოყენება. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ დ უმკურნალოთ ბრონქებს

 

ვაშლის ძმარი უნდა იყოს ყველა ოჯახში. მისი სარგებელი უსაზღვროა! გამოიყენეთ იგი წნევის დასარეგულირებლად და გულს კუთის უკეთ მუშაობისთვის..

ვაშლის ძმარი უნდა იყოს ყველა ოჯახში. მისი სარგებელი უსაზღვროა! გამოიყენეთ იგი წნევის დასარეგულირებლად და გულს კუთის უკეთ მუშაობისთვის..

ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო იმ სითხის დადებით ეფექტებზე, რომელიც, ვფიქრობ, ყველა ოჯახსი უნდა იყოს. ეს არის ვაშლის ძმარი. ის მდიდარია თავისი შემადგენლობით. გამოიყენება როგორც კერძების გემოს გასამდიდრებლად, ასევე ხალხურ მედიცინასი, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ჩვენ აქ წარმოგიდგენთ მხოლოდ რამდენიმე სარგებელს, რეალურად გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია ვაშლის ძმარს ჩვენთვის.

ვაშლის ძმარი ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ისასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს, სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს, პროთრომბინს დაბლა სწევს, გამოიყეება გასახდომად, ფიგური შენარჩუნების მიზნით.

რამდენად პარადოქსად არ უნდა მოგეჩვენოთ, გულძმარვის დროს, თუ გახსნით 1 დესერტის კოვზ ვაშლის ძმარს ერთ წიქა ნელ- თბილ წაყლში და თუ დალევთ, გულძარვა მოგეხსნებათ.

ეს გახლავთ ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

კუჭნაწლავის პრობლემების დროს, მაგალითად ბაქტერიული დიარეის დროს არის ძალიან კარგი, მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

გარეგანი გაოყენების თვალსაზრისით

ხელს უწყობს თმის ბზინვარებას, როდესაც თმებზე გადაილებთ თავის დაბანის შემდეგ წყალში გაზავებულ ძმარს 2:1 თანაფარდობით (2 წილი წყალი, 1 წილი ვაშლის ძმარი), ამის შემდეგ შეიმშრალეთ. დროთა განმავლობაში თქვენი თმა გახდება ბზინვარე. გარდა ამისა, ვაშლის ძმარი ქერტლის მოცილებასაც უწყობს ხელს.

კიდე რა დადებითი ეფეწტი აქვს ვაშლის ძმრის გამოყენებას?

ვაშლის ძმარი სავსეა კალიუმის მარილებით, აქედან გამომდინარე ძალიან კარგია გულის კუნთის მუშაობისთვის, არითმიისთის.

ვაშლის ძმარი ხსნის დაღლილობას, შიმშილის შეგრძნებას, აქვეითებს მადას. მას აქვს ანტიკარცეროგენური მოქმედება, წმენდს ორგანიზმს სხვადასხვა შლაკებისგან.

ამისათვის გირჩევთ გამოიყენოთ ეს რეცეპტი:

დილით აიღეთ1 ჭიქა ნადგომი წყალი (არ არის აუცილებელი ანადუღარი წყალი იყოს, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი წყალიც გამოგვადგება), რომელშიც უნდა გახსნათ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. აურიეთ კოვზით, რომ მასა თლიანად აერიოს. დალიეთ მიღებული სასმელი უზმოზე ყლუპ-ყლუპად. გააკეთეთ ეს1 თვის მანძილზე. 1 თვის შემდეგ შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი წნევაც და წონაც, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

ფეხისა და ხელის სოკოს დროს გამოიყენეთ დარიჩინი ამ გზით! ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც რეალურად მუშაობს..

ფეხისა და ხელის სოკოს დროს გამოიყენეთ დარიჩინი ამ გზით! ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც რეალურად მუშაობს..

ფრჩხილების სოკო არის ინფექცია, რომელიც ვრცელდება ფეხის ფრჩხილების ნაპრალებში ან კანის ჭრილობების მეშვეობითაც კი. თუ ფრჩხილები გაუფერულებულია, უცნაური ფორმისაა, გამოყოფილია ან კანი მოაშორეთ კანს, ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ და თუ ინფექცია მწვავეა, ტკივილთან ასოცირდება. ეს შეიძლება მოხდეს ოფლიანობის, ტენიანობის და სითბოს შედეგად იმ ადგილებში, სადაც სოკოები ჩნდება.

სოკოების რამდენიმე ტიპმა შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის სოკო ერთდროულად ან ინდივიდუალურად. დერმატოფიტი არის ტიპი, რომელიც შეიძლება გაიზარდოს სხეულის ისეთ ადგილებში, როგორიცაა კანი, თმა ან ფრჩხილები. მიუხედავად იმისა, რომ სოკო უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმულ მამაკაცებში, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებში, რამდენიმე თავისებურებამ და ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს ფრჩხილის სოკოების განვითარების რისკი, მათ შორის არის: -გენეტიკა – დიაბეტი – შიდსი – ფეხსაცმელი -ოფლი კანის ან ფრჩხილების დაზიანება ან ინფექცია.

ონიქომიკოზი არის სოკოვანი ფრჩხილის ინფექციების დასახელება. ონიქომიკოზი პრობლემაა, ევროპაში ადამიანთა დაახლოებით 23% აღენიშნება, ხოლო აღმოსავლეთ აზიაში 20% -ს. მიკროელემენტების ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს კანისა და ფრჩხილების ინფექციებს. გარდა ამ აუცილებელი საკვები ნივთიერებების, შაქრების, მარცვლეულის, რძის პროდუქტებისა და კაკლის დისბალანსი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს ფრჩხილის სოკოების მიმართ.

ქვემოთ მოცემულია ფეხის ფრჩხილის სოკო საშინაო სამკურნალო საშუალებები, რაც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში.

დარიჩინი. ვაშლის ძმრის მსგავსად, დარიჩინის ფოთლის ზეთს აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები მასში არსებული ევგენოლის შემცველოს გამო. ის სწრაფად ებრძვის ბაქტერიებს და მისი გამოყენება ყოველდღიურად შეიძლება. გაიკეთეთ დარიჩინის ზეთის აბაზანები საუკეთესო შედეგისთვის. შეეცადეთ გამოიყენოთ ფენი მას შემდეგ, რაც ფრჩხილებს პირსახოცით გაიშრობთ.

ვაშლის ძმარი. ფრჩხილი 10-15 წუთით დაასველეთ ვაშლის ძმარში და შემდეგ გაშრეს (ტენიანი გარემო მიმზიდველია ბაქტერიებისთვის).

სოდა. სოდა აფერხებს სოკოების მომავალ ზრდას, ძმარი კი კლავს მოქმედ სოკოებს და ასევე ხელს უშლის მომავალ ინფექციებს ანტიმიკოზური, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებების გამო.

მანუკას თაფლი. ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა თავისი უნიკალური თვისებების გამო. მისი გამოყენება შეგიძლიათ ვაშლის ძმრის პროცედურის შემდეგ.

მწვანე ჩაი რძით- უნიკალური საშუალება წონაში სწრაფი კლებისთვის! ეფექტი რომელიც პირელივე დღეს გაგახარებთ..

მწვანე ჩაი რძით- უნიკალური საშუალება წონაში სწრაფი კლებისთვის! ეფექტი რომელიც პირელივე დღეს გაგახარებთ..

ყოველდღე მილიონობით ადამიანი იწყებს თავის დილას ფინჯანი ცხელი ჩაით. ზოგი ჩაის შაქართან სვამს, ზოგიც მის გარეშე. ყველამ არ იცის მწვანე ჩაის თვისებების შესახებ. ბევრს არ სმენია მწვანე ჩაის და რძის დიეტის შესახებ.

მწვანე ჩაი რძით არის დადასტურებული საშუალება ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დასაღწევად. რძისა და მწვანე ჩაის დიეტა (რძის ჩაი) ძირითადად რეკომენდებულია მათთვის, ვინც წონის დაკლებას და ნორმალური წონის შენარჩუნებას ცდილობს. ეს უნიკალური სასმელი შესანიშნავად იკმაყოფილებს შიმშილს, ამასთან შეიცავს მცირე რაოდენობით კალორიებს. მხოლოდ ერთი განტვირთვის დღე მწვანე ჩაი რძით დაგეხმარებათ დაიკლოთ ორ კილოგრამამდე ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების და თქვენი მხრიდან ძალისხმევის გარეშე.

მწვანე ჩაისა და რძის კომბინაცია საოცარ შედეგს იძლევა. მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. მწვანე ჩაიში დამატებული რძე აქვეითებს მადას, რაც ამ სასმელს შეუცვლელს ხდის მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაღწევა სურს.

მწვანე ჩაი რძით უნიკალური სამკურნალო საშუალებაა

რეკომენდებულია რძის ჩაის დიეტის დაცვა მხოლოდ ერთ დღეს, არა უმეტეს თვეში ორჯერ.

მწვანე ჩაის და რძის დიეტის რეცეპტი:

1.5 ლიტრი უცხიმო რძე; 2 სუფრის კოვზი ნატურალური მწვანე ჩაი. ჩაი არ უნდა იყოს პაკეტების, რადგან არანაირ შედეგს არ მოგცემთ. აადუღეთ რძე, შემდეგ გააგრლეთ 70°ზე. რძე უნდა იყოს ცხელი, მაგრამ არა მდუღარე. დაამატეთ 2 სუფროს კოვზი მწვანე ჩაი. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ.

დალიეთ ერთი ჭიქა რძის ჩაი ყოველ 2 საათში მთელი დღის განმავლობაში. რძის ჩაი უკეთესად შეიწოვება, რადგან აადვილებს მონელებას და რძე ხსნის კოფეინის მოქმედებას. მანამდე დალიეთ უბრალო წყალი. დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ, ეს აუცილებელია, რადგან რძე და მწვანე ჩაი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. თქვენ ვერ იგრძნობთ შიმშილს, რადგან რძის ჩაი ათავისუფლებს სხეულს შიმშილისგან.

უკუჩვენებები

რძის ინდივიდუალური შეუწყნარებლობის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს არ არის რეკომენდებული ასეთი მარხვის დღეების ჩატარება.

თუ თავის აუტანელი ტკივილი გაწუხებს და ვერაფრით გაიყუჩეთ, მაშინ ეს რეცეპტები სცადეთ, ისინი ნამდვილად მუშაობს.

თუ თავის აუტანელი ტკივილი გაწუხებს და ვერაფრით გაიყუჩეთ, მაშინ ეს რეცეპტები სცადეთ, ისინი ნამდვილად მუშაობს.

თავის ტკივილი სხვადასხვა დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. განასხვავებენ თავის მთლიან და ადგილობრივ, ყრუ და მწვავე, ხანგრძლივ და შეტევით ტკივილებს.

თავის ტკივილი გამოწვეულია სიგნალებით, რომლებიც ურთიერთქმედებენ ტვინს, სისხლძარღვებსა და მიმდებარე ნერვებს შორის. თავის ტკივილის დროს უცნობი მექანიზმი ააქტიურებს გარკვეულ ნერვებს, რომლებიც გავლენას ახდენენ კუნთებსა და სისხლძარღვებზე. ეს ნერვები თავის ტვინს ტკივილის სიგნალებს უგზავნის.

თავის ტკივილის საერთო გამომწვევები მიზეზი შეიძლება იყოს:

ალკოჰოლის მოხმარება; კვების ან ძილის რეჟიმის ცვლილებები; დეპრესია; ემოციური სტრესი; ნარკოტიკების გადაჭარბებული გამოყენება; თვალების, კისრის ან ზურგის დაჭიმვა ცუდი პოზის გამო; განათება; ხმაური; ამინდის ცვლილებები; სუნი.

ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ბუნებრივი საშუალებები არა მხოლოდ ეფექტურია თავის ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად, არამედ შეუძლია აღმოფხვრას მისი წარმოშობის მიზეზები და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

ბუნებრივი საშუალებები და რეეპტები თავის ტკივილის მოსახსნელად

  • თუ თავის ტკივილი მაღალი წნევისგან არის, გაიკეთეთ ზომიერად ცხელი ფეხების და ხელების აბაზანა, რის შედეგადაც სისხლი თავიდან კიდურებისკენ წავა.
  • თუ თავის ტკივილი გაურკვეველი ხასიათისაა, მტკივან ადგილას დაიდეთ იასამნის ან თეთრთავიანი კომბოსტოს ახალი ფოთლები.
  • იყნოსეთ თავშავას დაფქუი ფოთლები.
  • შუბლზე დაიდეთ უმი კარტოფილის ნათალი ან დაწყლეტილი ღვიის ნაყოფი, რომელიც პურიან ღვინოშია შერეული.
  • ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მდოგვის საფენის გაკეთება კეფაზე, საფეთქელე ა ფეხის გულებზე.
  • 1 ჭიქა მაგარი მწვანე ჩაი კარგად ხსნის თავის ტკივილს.
  • ხანგრძლივი თავის ტკივილის დროს დღეში ერთხელ მიიღეთ ხუთი წვეთი ალოე. კურსი გრძელდება ორი კვირის განმავლობაში.
  • ჰაიმორიტის დროსთავის ტკივილისას წყალში გახსენით კჭას ფხვნილი, რომ მიიღოთ თხელი ფაფა. დაიდეთ ის საფეთქლებე, შუბლზე და ღაწვებზე და გაიჩერეთ ტკივილის შეწყვეტამდე.

სასარგებლო რჩევები:

კომპიუტერთან მუშაობისას ყოველ ნახევარ საათში გააკეთეთ პატარა შესვენება, იმოძრავეთ, გადაერთეთ რამეზე. დღეში ერთხელ მინიმუმ 20-30 წუთით გადით სუფთა ჰაერზე.

თავის ტკივილის მკურნალობა ყოველთვის მთავარ დაავადების მკურნალობით უნდა დაიწყოთ.

სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

რა უნდა გავაკეთოთ ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში? ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს!

რა უნდა გავაკეთოთ ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში? ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს!

 ბრონქიალური ასთმა ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვლინდება სხეულის ხუთვის პერიოდული შეტევებით. იგი ჩვეულებრივ ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვებს უვითარდებათ.

ასთმის შეტევა შეიძლება წარმოიშვას ჰაერთან ერთად შესუნთქულ მცირე ნაწილაკებზე (მტვერი, ფრინველთა ბუმბულის ფრაგმენტები და სხვა) განვითარებული ალერგიული რეაქციის შედეგად. იშვიათად ასეთი მოვლენები აღინიშნება ფიზიკურ გადატვირთვასთან, წამლების აუტანლობასთან, მწერების ნაკბენებთან დაკავშირებით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები იმ ოჯახებიდან, სადაც უკვე ჰყავთ ასთმიანი ავადმყოფი. 4-5 წლის ასაკისათვის უკვალოდ გაუვლის ასთმური შეტევები დაახლოებით იმ ბავშვთა ნახევარს, რომლებმაც ადრეულ ასაკში ასეთი შეტევები გადაიტანეს. დანარჩენს შეტევები უმეორდება და შეიძლება განვითარდეს ალერგიის სხვა ტიპები. თუ ბავშვს მსტვინავი ან გაძნელებული სუნთქვა აქვს, აღენიშნება შეუპოვარი ხველა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, ასთმით უფრო ხშირად ავადმყოფობენ ბიჭები.

ბავშვებში ასთმის შეტევები გამოირჩევა ფარული პერიოდის არსებობით, რომლის დროსაც ვლინდება სუნთქვის ორგანოთა სისტემების ესა თუ ის გადახრა, მაგალითად, სასუნთქი სისტემის მხრივ შეიძლება აღინიშნებოდეს უხვი, თხიერი გამონადენი ცხვირიდან, ცემინება ან ცხვირის ქავილი, მშრალი ხველა, ფარინგიტის მოვლენები, ნუშურების შესიება და სხვა; ნერვული სისტემის მხრივ – აღგზნებადობა, მოუსვენარი ძილი და სხვა; კუჭ-ნაჭლავის ტრაქტისა და კანის მხრივ - შეკრულობა ან ფაღარათი, გამონაყარი.

ბრონქიალური ასთმის შეტევა, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, ჩვეულებრივ წარმოიშობა რესპირატორული დაავადებების ფონზე და მხოლოდ იშვიათად პროვოცირდება სტრესული სიტუაციებით. შეტევას თან ახლავს ქოშინი, ხმაურიანი, მსტვინავი სუნთქვა. მისი ხანგრძლივობა მერყეობს რამოდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე ან დღემდე. შეტევის ჩამთავრებასთან ერთად ავადმყოფის მდგომარეობა მსუბუქდება, გამოიყოფა გამჭვირვალე, ქაფიანი, შემდეგ კი სქელი ნახველი, სუნთვა უმჯობესდება.

ბრონქილაური ასთმით დაავადებული ბავშვებისათვის მეტნაკლებად შესაფერისი სპორტის სახეობას მიეკუთვნება ცურვა (თუ ბავშვი ქლორირებულ წყალს იტანს) და თხილამურებით სიარული. თუ ბავშვს აქვს დაავადებული კბილები, აღენიშნება ნუშურების ქრონიკული ანთება, ჰაიმორიტი, ადენოიდები, ამ დაავადებებს გულმოდგინედ უნდა ვუმკურნალოთ. გამოიკვლიეთ ბავშვი ჭიებზე და მათი არსებობის შემთხვევაში ჩაუტარეთ მკურნალობის კურსი. ბრონქიალური ასთმით დაავადებული ბავშვი თავისუფლდება ყოველგვარი აცრისაგან.

თუ ბავშვს პირველად დაემართა ასთმის შეტევა, ნუ ეცდებით თვითმკურნალობას, თუ იცით დიაგნოზი, შეტევის დაწყებისთანავე გამოიძახეთ ექიმი.

– ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ აჩვენოთ ავადმყოფს თქვენი შეშფოთება და დაბნეულობა.

– წამოაჯინეთ ბავშვი – ასე მას უფრო გაუადვილდება სუნთქვა, ვიდრე წოლით მდგომარეობაში.

- შეტევების მოსახსნელად გამოიყენეთ ბრონქოლიზური საშუალებები. ეს საშუალებები
გამოშვებულია როგორც თხიერი ფორმით, ასევე კაფსულებისა და აეროზოლების სახით.

- თუ სულის ხუთვას თან ახლავს ტემპერატურა, ტკივილები მკერდის არეში, ხიხინები არ
წყდება, წამლების მიღების შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება, გამოიძახეთ ექიმი.

ყველაზე რთული - ასთმური შეტევის გამომწვევი მიზეზების დადგენაა, გარკვეული ნივთიერებაა ეს, თუ რაიმე ცხოვრებისეული სიტუაცია. საჭიროა ბავშვის ჩვევებსა და ქცევებზე ყურადღებით დაკვირვება, ასევე ალერგიული სინჯების გაკეთება.

ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:

-შეინარჩუნეთ სახლში მშვიდი;

- არ დაუშვათ სახლში მოწევა;

– ბავშვის არყოფნის პერიოდში შენობაში ჩაატარეთ სველი წესით დალაგება, გულმოდგინედ გადაწმინდეთ მტვერი;

- ხშირად ცვალეთ საწოლის თეთრეული;

- უარი თქვით ხალიჩებზე და სქელ ფარდებზე;

- მოაშორეთ ავადმყოფს ალერგენის წყარო;

- გაანიავეთ ოთახი, სადაც ავადმყოფი ბავშვი იმყოფება;

- რაც შეიძლება, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე (ოღონდ არა სიცივეში);

- შეტევის დროს გაუკეთეთ ხელებისა და ფეხების ცხელი (40-45 გრადუსიანი) აბაზანები, ინჰალაციები ექიმის მიერ დანიშნული აეროზოლებით.

თუ არ არის შესაძლებლობა მიმართოთ სამკურნალო დაწესებულებას, შეიძლება გამოიყენ ხალხური მედიცინის საშუალებები:

• აიღეთ ვირისტერფას 40 ცალი გამხმარი ფოთოლი, დააყენეთ 1/2 ლიტრ არაყზე მთელი ღამის განმავლობაში. ყოველ საღამოს დააფინეთ ეს ფოთლები ავადმყოფს მკერდზე (ფოთლების რაოდენობა დამოკიდებულია იმ ზედაპირზე, რომელიც ფოთლებით უნდა დაიფაროს) მანამ, სანამ მთელი ფოთლებს არ გამოიყენებთ.

• მეორე მეთოდი: პირველ საღამოს დააფინეთ ბავშვს ერთი ფოთოლი მკერდზე, მეორე საღამოს - ზურგზე, ბეჭებს შორის. გააგრძელეთ ფოთლების მორიგეობით დაფენა მანამ, სანამ მთლიანად არ გამოიყენებთ.

• დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი ვირისტერფას ერთ პეშვ (ერთი ხელისმტევანი) გამხმარ ყვავილს და დააყენეთ მანამ, სანამ ბავშვის სხეულის ტემპერატურას არ მიიღებს. შემდეგ გადაავლეთ ეს ნაყენი ბავშვს და დაზილეთ 1 ს. კ. თაფლისა და ერთი ჭიქა არაყის ნარევით.

• თუ ასთმური შეტევა გამოვლინდა ალერგენის გამოყენების შედეგად, მაშინ იგი შეიძლება 24 საათში ჩაცხრეს შემდეგი დიეტის დაცვით: თითო თავი კერძი ბრინჯის ნახარშისაგან, ხილისგან (არა ყვითელი შფერილობის), ბოსტნეულისაგან (კარტოფილი), ბრინჯისგან ხილის წვენთან ერთად (არა ყვითელი ფერილობის). ყოველ მომდევნო დღეს ამ ძირითად რაციონს დაუმატეთ ახალი კერძი ბავშვის მდგომარეობის კონტროლით.

• ასთმის საწყის სტადიაზე შველის მალამო, მომზადებული დაფხვნილი ასპირინისა და სუფთა ღორის ქონისაგან, თანაფარდობით 1:4. მიღებული მალამოთი დაუზილეთ ბავშვს მკერდი 10 დღის განმავლობაში.

• მოწალეთ მდუღარე წყალში 10 თავი ხახვი და გააჩერეთ სანამ არ დალბება. შემდეგ მოათავსეთ 0,25 ლიტრ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთში და კარგად მოსრისეთ, მიღებული პიურე მიეცით თითო ს. კ. დილით და საღამოს. ეს მეთოდი გამოდგება მოზრდილებისთვისაც.

სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

როგორ ვუმკურნალოთ ეგზემას ხალხური საშუალებებით?რეცეპტები, რომლებიც დრომ გამოსცადა!

როგორ ვუმკურნალოთ ეგზემას ხალხური საშუალებებით?რეცეპტები, რომლებიც დრომ გამოსცადა!

ეგზემა კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით გამწვავების ხშირი პერიოდებით. ეგზემა ვლინდება პოლიმორფული გამონაყარით, რომელიც თავის განვითარებაში გადის რამდენიმე თანმიმდევრულ სტადიას (სიწითლე, კვანძების წარმოქმნა, ვეზიკულების წარმოქმნა, ეროზია, ქერქები, აქერცვლა, შეხორცება).

გამონაყარის გარდა, ეგზემას აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი და წვა. მეორადი ინფექციის შეერთების და გართულებების განვითარების დიდი ალბათობაა.

თუ ეგზემას არ უმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს ნევროზის განვითარება, რაც გამოიხატება გაზრდილი გაღიზიანებით, უძილობით. გარდა ამისა, შეიძლება მოხდეს კანის მუდმივი დეფექტები.

ხალხური მეთოდები

ეგზემასგან თავის დასაღწევად არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ფარმაცევტული პრეპარატების გამოყენება. არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც ეფექტურად აქრობენ წვას, ქავილს, კურნავს წყლულებს. ისინი გამოიყენება როგორც კომპრესების, მალამოების, ასევე ალკოჰოლის ინფუზიების სახით.

ხალხური საშუალებების გამოყენებისას მთავარია ინსტრუქციის მკაცრი დაცვა. რეცეპტებს უნდა ენდობოდეთ, ბევრი მათგანი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა, გამოიცადა მილიონობით პაციენტზე. დასჭირდება გარკვეული შეუპოვრობა და მეთოდურობა - იმისთვის, რომ დაივიწყოთ ეგზემა, თავიდან აიცილოთ რეციდივი, მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება.

უმკურნალეთ ეგზემას ხალხური რეცეპტებით

• კანის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მკურნალობის დროს აუცილებელია საკვებში ყოველდღიურად, ერთხელ დღეში, ლობიოს მარცვლის ოდენობის ძირტკბილას ფესვის და დედაფუტკარას ბალახის (ნაყენის სახით შიგნით მისაღებად და გარეგანად საფენების სახით) გამოყენება.

• წაუსვით დაზიანებულ ადგილებზე კვერცხის, ასკილის, ატმის, ქაცვის ზეთი.

• მოამზადეთ ახალი კომბოსტოსაგან ფაფისებური მასა, აურიეთ კვერცხის ცილაში და დააფინეთ დაზიანებულ ადგილზე ნახვევის სახით, 1-2 ჯერ დღეში.

• სველი ეგზემის დროს, დღეში 1-2 ჯერ, გაუკეთეთ რძეში მოხარშული და ქატოში არეული კომბოსტოს ფოთლების ცხელი საფენები.

• ასვით მცირე რაოდენობის რძესთან ერთად ქრისტესისხლას წვენი (მხოლოდ 7 წლიდან) 1-დან 15 წვეთამდე, უმატებთ რა ყოველდღე თითო წვეთს, შემდეგ ამცირებთ 15-დან 1 წვეთამდე. ქრისტესისხლას ბალახის ფხვნილი აურიეთ მცენარეულ ზეთში და წაუსვით დაზიანებულ ადგილებზე. ქრისტესისხლა უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადების დროს.

• დაქუცმაცებულ (დაფხვნილ, დანაყილ) ნებისმიერი სახეობის ღოლოს (მჟაუნას, ღოლომჟავას) მწვანილს შეურიეთ არაჟანი ან უმარილო კარაქი და წაუსვით დაზიანებულ ადგილებზე.

• ჩადეთ მინის ქილაში ქათმის ახალი კვერცხი, დაასხით 50 გრ ძმრის ესენცია, დაახურეთ თავი და დადგით ერთი დღე-ღამე ბნელ, გრილ ადგილას, შემდეგ დაუმატეთ 1 ს. კ. ღორის უმარილო გამდნარი ქონი, კარგად აურიეთ და დადგით 9 დღე ბნელ ადგილას, თან რეგულარულად ურიეთ. ეს შემადგენლობა დღეში 1-2 ჯერ წაუსვით დაავადებულ ადგილებზე (წინასწარ მობანეთ და კარგად გაამშრალეთ).

• მუხის ქერქს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მასზე დაფუძნებული დეკორქცია ხსნის ქავილს და გაღიზიანებას, ხელს უწყობს ქერცლების მოცილებას. პრეპარატის მოსამზადებლად საჭიროა: ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი. მიღებული პროდუქტი გაათბეთ წყლის აბაზანაში 20 წუთის განმავლობაში. გაციების შემდეგ ბულიონი გადაწურეთ და დაუმატეთ სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული პრეპარატი წაისვით თავის კანზე და სხეულის სხვა დაავადებულ უბნებზე. ნიღაბი მოქმედებს 1-1,5 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ დაზიანებული ადგილი ჩამოიბანეთ.

საჭიროების შემთხვევაში გამიყენეთ ზემთ შემოთავაზებული რეცეპტები. ის გიშველით.

სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

წამალი, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს! მიიღეთ ეს წელიწადში ერთხელ და არასოდეს გახდებით ავად (რეცეპტი სტატიაში)

წამალი, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს! მიიღეთ ეს წელიწადში ერთხელ და არასოდეს გახდებით ავად (რეცეპტი სტატიაში)

ჯერ კიდევ 5000 წლის წინ, ტიბეტელმა ბერმა აღმოაჩინა და დაწერა ხელნაკეთი მომზადების რეცეპტი, რომელსაც წელიწადში ერთხელ იღებენ და მომდევნო 365 დღის განმავლობაში ჯანმრთელობას უზრუნველყოფს!

ბევრმა ექსპერტმა შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მართლაც ძლიერი პრეპარატია მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

მთავარი ინგრედიენტი არის ნიორი - ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები, რომელიც არსებობს. ის ეხმარება მაღალი და დაბალი არტერიული წნევის, მაღალი ქოლესტერინის, გულის შეტევის, ათეროსკლეროზის, ცუდი ცირკულაციის და გულის კორონარული დაავადების დროს.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ალიცინს, ნივრის აქტიურ ინგრედიენტს, შეუძლია წამლისმიერი გავლენა მოახდინოს ფერმენტებზე და შეამციროს მაღალი წნევა. ასევე, ნიორს აქვს სისხლძარღვების მოდუნების ძალა და ხელს უშლის ანგიოტენზინის, პეპტიდური ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს ქრონიკული ჰიპერტენზიის წარმოქმნაზე.

ამ წამლის შემადგენელი ინგრედიენტებია:

200 მლ 95% სპირტი ან რომი (თუ იყენებთ ალკოჰოლს, აიღეთ ისეთი, რომელიც არ შეიცავს მეთანოლს ან ბენზალკონიუმის ქლორიდს) და 350 გრ ნიორი.

მომზადების მეთოდი ასეთია:

ნიორი გაფცქვენით, გარეცხეთ და ჩანგლით დაჩხვლიტეთ. შემდეგ მოათავსეთ ქვაბში და დაასხით მას სპირტი. ჩაასხით ნარევი სტერილიზებულ მინის ბოთლში და გააჩერეთ 10 დღე. ათი დღის შემდეგ გადაწურეთ სითხე ბოთლიდან და ისევ ჩაასხით ბოთლში. ბოლოს შეინახეთ მაცივარში.

აი როგორ უნდა გამოიყენოთ:

თქვენს მიერ მომზადებული ნარევის მხოლოდ ერთი წვეთი დაამატეთ ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ საუზმის ან ლანჩის წინ. საღამოს, ძილის წინ, 2-3 წვეთი ჩაამატეთ ერთ ჭიქა წყალში, დალიეთ და დაწექით.

შენიშვნა :

ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით, ნაყენი გექნებათ დაახლოებით 12 დღის განმავლობაში და ეს სრულიად საკმარისია ამ წლისთვის!

ზურგის საუკეთესო ვარჯიშები: დღეში მხოლოდ 5 წუთი ივარჯიშე და სამუდამოდ მოიშორე ტკივილი

ზურგის საუკეთესო ვარჯიშები: დღეში მხოლოდ 5 წუთი ივარჯიშე და სამუდამოდ მოიშორე ტკივილი

ზურგის ტკივილი სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ვარჯიში, რომელიც სამუდამოდ აღმოფხვრის მას. თუ თქვენ გაწუხებთ ზურგის ტკივილი, განსაკუთრებით ქვედა ნაწილში, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ეს ვარჯიშები შექმნილია მხოლოდ თქვენთვის.

მათ შეუძლიათ დაარღვიონ თქვენი ცხოვრების ხარისხი და შეანელონ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. ამ ტკივილების შემთხვევაში არ მიმართოთ მედიკამენტებს. ჩვენ ვიპოვეთ ამ პრობლემის უფრო მარტივი და უსაფრთხო გამოსავალი.

წარმოგიდგენთ ეფექტურ და მარტივ სავარჯიშოებს, რომლებიც კეთდება დღეში 3-ჯერ.

2 კვირის შემდეგ ტკივილი უნდა შემსუბუქდეს და თუ ვარჯიშებს გააგრძელებთ, ის სამუდამოდ გაქრება.

სავარჯიშო 1

დაჯექით იატაკზე და გაჭიმეთ ფეხები. შეინახეთ მანძილი ფეხებს შორის 5-დან 10 სმ-მდე. დაიდეთ შემოხვეული საბანი ან პირსახოცი მუხლებს ქვეშ და ბალიში დაიდეთ ფეხებზე. შეძლებისდაგვარად მოხარეთ სხეულის ზედა ნაწილი ფეხებისკენ. დარჩით ამ მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში. ეს დაამშვიდებს კუნთებს და აღმოფხვრის ტკივილს.

სავარჯიშო 2

დაწექით ზურგზე, დაჭიმეთ მთელი სხეული და მოათავსეთ პირსახოცი ან საბანი ზურგის ქვეშ. დარჩით ამ მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში. თქვენ იგრძნობთ მთელ სხეულს დაჭიმულობას და ტკივილი ნაკლებად ინტენსიური ხდება.

სავარჯიშო 3

დაჯექით იატაკზე და გაჭიმეთ ფეხები მაშინ, როცა ზედა ტანი თავდაყირა გაქვთ. გაშალეთ ხელები და შეეცადეთ შეეხოთ ფეხის თითებს. უბრალოდ გადადით ტკივილის ზღვარზე. თუ ხელებით თითებს ვერ წვდებით, ნუ აიძულებთ სხეულს. ამ ვარჯიშის შესრულებისას არ უნდა იგრძნოთ დისკომფორტი.

სავარჯიშო 4

სხეულის ყველა ნაწილი გარკვეულწილად დაკავშირებულია. სხეულზე არის გარკვეული წერტილები, რომლებიც აქრობს ტკივილს. წერტილი, რომელიც ხსნის ტკივილს წელის არეში, არის მუხლის უკან. მსუბუქად დააჭირეთ მათ თითებით ყოველდღე 2-3 წუთის განმავლობაში და ძალიან სწრაფად იგრძნობთ შვებას.

სავარჯიშო 5

ამ ვარჯიშისთვის დაგჭირდებათ ჩოგბურთის ბურთი, რომელსაც დუნდულების ქვეშ მოათავსებთ. დუნდულოების ზედა ნაწილში არის ნერვების ნაკრები, რომლებიც უამრავ ტკივილს იწვევს და მოდუნების შედეგად ყველა დისკომფორტი ქრება.

ამ შემთხვევაში მასაჟს ჩაანაცვლებს ჩოგბურთის ბურთი.

ექიმებსაც კი არ აქვთ ახსნა: ეს არის ართრიტის, ქოლესტერინის, გაციების, წონის დაკლებისა და 10 სხვა დაავადების შესანიშნავი წამალი

ექიმებსაც კი არ აქვთ ახსნა: ეს არის ართრიტის, ქოლესტერინის, გაციების, წონის დაკლებისა და 10 სხვა დაავადების შესანიშნავი წამალი

თაფლი და დარიჩინი არის ორი ინგრედიენტი, რომელიც ცნობილია, რომ ძალზე სასარგებლოა მრავალი დაავადების სამკურნალოდ და აქვს თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. უამრავი ლიტერატურა ხელმისაწვდომია სხვადასხვა დაავადების მენეჯმენტზე თაფლისა და დარიჩინის რეგულარული გამოყენებით.

დარიჩინისა და თაფლის სარგებელი საკმაოდ ფართოა და აქ არის რამდენიმე მათგანი, რომელიც დაგეხმარებათ ჯანსაღი სხეულის მიღწევაში.

რატომ გამოვიყენოთ დარიჩინი და თაფლი?

დარიჩინი და თაფლი ბუნების საჩუქარია კაცობრიობისთვის. ერთი მხრივ, დარიჩინი ცნობილია, რომ ის სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალოდ და აძლიერებს სახსრებს, მეორეს მხრივ, თაფლს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ეხმარება ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებთან ბრძოლაში. გარდა ამისა, თაფლი ასევე არის ამინომჟავის, ნიაცინის, რიბოფლავინის, რკინის, კალციუმის და ა.შ. მდიდარი წყარო.

თაფლისა და დარიჩინის კვებითი ღირებულება:

თაფლი და დარიჩინი არის მკვებავი საკვები და შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს და სხვა აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ორივე ეს ინგრედიენტი ასევე დაბალია ცხიმიანი და ამიტომ შეიძლება მოხმარდეს ყოველდღიურად ზომიერად.

ქვემოთ მოცემულია დარიჩინისა და თაფლის ჯანმრთელობის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი:

ამცირებს გულის დაავადების რისკს

დარიჩინის თაფლის ნაზავი ძალიან სასარგებლოა ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ქოლესტერინის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ათეროსკლეროზი, მაგრამ თქვენს ყოველდღიურ საკვებში თაფლისა და დარიჩინის ჩართვისას შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ გულთან დაკავშირებული დაავადებების მსხვერპლი გახდომის რისკი.

აძლიერებს იმუნიტეტს

ითვლება, რომ თაფლის დარიჩინის ნარევის რეგულარული მიღება აძლიერებს იმუნიტეტის დონეს ინდივიდში. ის ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას და აძლიერებს მას სხვადასხვა დაავადებებთან და დაავადებებთან საბრძოლველად. ჩაის კოვზი თაფლის მიღება ლიმონის წვენთან და თბილ წყალთან ერთად ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების და მავნე ტოქსინების გამოდევნას სისტემიდან. ამგვარად, გაძლევს ჯანსაღ ნაწლავებს და აქტიურობას გინარჩუნებს მთელი დღის განმავლობაში.

ხელს უწყობს სახსრების გაძლიერებას

ართრიტი არის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სახსრების არეში შეშუპებით, ანთებითა და დაჭიმვით. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ თაფლის გამოყენება ხელს უშლის ტკივილს, მაგრამ მაინც რეკომენდირებულია დარიჩინისა და თაფლის ნაზავი ყოველდღიურად მიიღოთ ტკივილისგან თავის დასაღწევად. ეს იმიტომ ხდება, რომ თაფლს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას. ასევე ცნობილია, რომ თაფლი აძლიერებს იმუნურ სისტემას, რითაც დაიცავს თქვენს დაცვას სახსრების პრობლემებისგან. დარიჩინი და თაფლი ასევე ძალიან სასარგებლოა ჯანსაღი სახსრების შესანარჩუნებლად.

კარგია დიაბეტისთვის

თაფლისა და დარიჩინის ნაზავი ასევე კარგია დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან ის არ მატებს ხელოვნურ სიტკბოს და ამცირებს გლუკოზის დონეს. მაგრამ ყოველთვის უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან თაფლის რაციონში ჩართვამდე და იცოდეთ, იქნება თუ არა თქვენთვის შესაფერისი მისი მოხმარება.

მკურნალობს შარდის ბუშტის ინფექციებს

ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი შერეული ნახევარი ჩაის კოვზი თაფლით თბილ წყალში ხელს უწყობს შარდის ბუშტში არსებული ბაქტერიების განადგურებას. ამრიგად, თქვენ დაიცავით შარდის ბუშტს ინფექციებისგან.

ეხმარება კუჭის დარღვევებს

თაფლისა და დარიჩინის ფხვნილის წყალთან ერთად რეგულარულად დალევა ასევე ხელს უწყობს კუჭის გათავისუფლებას გაზებისა და მეტეორიზმისგან, ამავდროულად ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას ნებისმიერი ბლოკირებისგან და არეგულირებს ნაწლავის მოძრაობას.

გამოიყენება როგორც ენერგიის გამაძლიერებელი

თაფლისა და დარიჩინის სარგებელი ასევე ვრცელდება ბუნებრივ ენერგეტიკულ სასმელზე. ის ეხმარება ორგანიზმს ენერგიული და სიფხიზლის შენარჩუნებაში. ½  ჩ/კ თაფლი შერეული ¼ ჩ/კ დარიჩინთან შერეული თბილ წყალში უზრუნველყოფს მყისიერ ენერგიას.

გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგოდ

ალერგია, რომელიც იწვევს გაციებას და ხველას, შეიძლება განიკურნოთ 1 ჩ/კ ნელთბილი თაფლის მიღებით, შერეული ¼ ჩ/კ დარიჩინის ფხვნილით.თუმცა, საუკეთესო შედეგისთვის ეს ნარევი რეგულარულად უნდა იქნას მიღებული 3 დღის განმავლობაში.

კურნავს ყელის პრობლემებს

თაფლისა და დარიჩინის ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები ხელს უწყობს ყელის პრობლემების და ყელის ინფექციების განკურნებას. ამის მომზადების საუკეთესო საშუალებაა 3-4 დარიჩინის ჩხირის მოხარშვა და ადუღებული წყლის 1 ჩ/კ თაფლის შერევა.

მკურნალობს ხველას და გაციებას

ძილის წინ ½ ჩ/კ დარიჩინის ფხვნილის ნარევის დალევა 1 ჩ/კ თაფლთან ერთად დაგეხმარებათ ხველის და გაციების სიმპტომების შემსუბუქებაში.

დარიჩინისა  და თაფლიანი წყლის რეცეპტი

თაფლისა და დარიჩინის სასმელის დამზადება შედარებით მარტივია, რადგან ის არ მოიცავს დახვეწილ პროცესს ან მომზადების მეთოდს.

ინგრედიენტები:

1 ს/კ თაფლი, 1 ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი, 1 ჭიქა წყალი.

მომზადების მეთოდი:

აადუღეთ წყალი, ადუღებულ წყალს დაუმატეთ დარიჩინის ფხვნილი, ადუღეთ ნარევი 5 წუთის განმავლობაში, გაციებულ ნარევს დაუმატეთ თაფლი, დალიეთ ეს დღეში ორჯერ (ერთხელ დილით უზმოზე და ერთი ძილის წინ). ამ ნარევის ყოველდღიურად დალევა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემისგან და შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა.

დაკოპირება ისჯება კანონით ! !