aviabiletebi
aviabiletebi

დაქუცმაცებულ ხახვს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 12 საათი და მიიღეთ სიროფი ჭიების გამოსადევნად

დაქუცმაცებულ ხახვს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 12 საათი და მიიღეთ სიროფი ჭიების გამოსადევნად

ჰელმინთები პარაზიტული ჭიებია, მათი მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბავშვის ორგანიზმს აზიანებს ასკარიდა, კუდმახვილა (ენტერობიუსი) და ჭია სოლიტერი.
ყველა ჰელმინთი, გამონაკლისის გარეშე, წამლავს ადამიანის ორგანიზმს თავისი ცხოველქმედების ნარჩენი პროდუქტით-ტოქსინებით.

ჰელმინთოზი შემთხვევათა 90% "ჭუჭყიანი ხელების დაავადებაა“. ბოლო 10 % ცუდად
შემწვარი თევზისა თუ ხორცის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ რისკის ჯგუფს ყველა ბავშვი მიეკუთვნება, მაგრამ უფრო მიდრეკილნი არიან 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. იმის ზუსტად დასადგენად ჰყავს თუ არა ბავშვს ჭიები, დაგეხმარებათ მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზი (ამასთან, იგი უნდა გაკეთდეს ზედიზედ. რამდენჯერმე ერთიმეორის მიყოლებით). მაგრამ პირველ ყოვლისა,

ყურადღება უნდა გაამახვილოთ შემდეგზე:

- ხშირი ალერგიული რეაქციები ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ასთმური შეტევები,
- ერთი შეხედვით ტემპერატურის უმიზეზოდ მომატება
- მუცლის ყრუ ტკივილები, ასევე გულისკოვზსქვეშა მიდამოს ტკივილები
-კუჭის არამყარი მოქმედება, ყაბზობა. განავალი შეიცავს ლორწოს და შეიძლება
აღინიშნებოდეს მასში სისხლის კვალიც;
-ცუდი მადა, გულისრევა, ღებინე
-ღვიძლის დაზიანების დროს სიყვითლე, გილტვების დაზიანებისას ხველა;
- მომატებული გაღიზიანება;
-მკრთალი, ანემიური შესახედაობა, მეხსიერების გაუარესება;
-ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება (ჩამორჩენა სიმაღლეში, წონის დაკარგვა).
-თავბრუსხვევა, არამშვიდი ძილი (ბავშვი ძილში ყვირის, აღრჭიალებს კბილებს)

ჭიებს შეუძლიათ ორგანიზმში იცხოვრონ წლობით. საბედნიეროდ, პარაზიტების გამოდევნა ორგანიზმიდან ძნელი არ არის. არსებობს მედიკამენტური საშუალება, მაგრამ ისინი ხშირად ალერგიულ რეაქციებს იძლევიან. ხალხურ მედიცინაში, ჭიების საწინააღმდეგო მრავალი უბრალო, მოქმედი და სრულიად უვნებელი საშუალებაა.

მკურნალობის დროს სრული გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელია შემდეგი ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება;

1.ბავშვს მოკლედ დაჭერით ფრჩხილები, საპნითა და ჯაგრისით ხხშირად დაბანეთ ხელები განსაკუთრებით ფრჩხილების ქვეშ.

2.ძილის წინ ჩააცვით ბავშვს ვიწრო, რეზინებიანი ტრუსი. აუცილებელია დილით ცხელი  უთოთი დააუთოოთ ორივე მხრიდან ის თეთრეული და ტრუსები, რომელშიც ეძინა ბავშვს. უმჯობესია ყოველდღე გამოუცვალოთ როგორც საწოლის, ასევე პირადი თეთრეული. ჭუჭყიანი თეთრეული გარეცხეთ მაშინვე, ასე თავიდან აიცილებთ ჭიების კვერცხების ჰაერში მოხვედრას.

3.ოთახის მტვერში კვერცხების გასანადგურებლად ყოველდღე ჩაატარეთ სახლის სველი მეთოდით დალაგება. ყოველდღიურად გარეცხეთ ბავშვის სათამაშოები.

4.ყოველ დილით და საღამოს ბავშვს დაბანეთ გარეთა გასავლის მიდამო წყლით ან გაუსუფთავეთ მზესუმზირის, ვაზელინის ან ატმის ზეთში დასველებული ბამბით.

5.თუ ანუსის (გარეთა გასავლის) ირგვლივ შეამჩნიეთ ჭიები, რეკომენდებულია ძილის წინ გაუკეტოთ ბავშვს ოყნა საჭმელი სოდით 1 %-იანი ხსნარით 2 დღის განმავლობაში.

ხალხური რეცეპტები უამრავია ჭიების გამოსადევნად ორგანიზმიდან. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ბავშვის ასაკს და ისე გამოიყენოთ.

შეურიეთ ერთმანეთს 1 ს. კ. კონიაკი და 2-3 ს. კ. ტკბილი ჩაი. მიეცით ბავშვს დასალევად (თუ იგი 3 წელზე მეტისაა ბავშვი) ღამის 2 საათზე. 30 წუთის შემდეგ დაალევინეთ საფაღარათო ზეთი (აბუსალათინი). პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 5-7 დღის განმავლობაში, პარაზიტებისაგან ნაწლავის სრულ გათავისუფლებამდე.

დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ერთი თავი ხახვი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 12 საათი, გაწურეთ. ასვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ერთხელ 3-4 დღის განმავლობაში. შეიძლება გამოიყენოთ ასკარიდების გამოსადევნად.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

მოამზადეთ მოწევის საწინააღმდეგო მონასტრის ჩაი

მოამზადეთ მოწევის საწინააღმდეგო მონასტრის ჩაი

დღეს ამ სტატიით გაეცნობით ჩაის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ნელ-ნელა დაანებოთ მოწევას თავი. თუ გსურთ მწევლობისგან გათავისუფლდეთ სცადეთ ამ ჩაის გამოყენება.

ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები.

1) ევკალიპტის ფოთოლი ეფექტურად ებრძვის ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს, გამოაქვს ნახველი. ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას.

2) თავშავა — არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ის არის მატონიზირებელი საშუალება, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, მის ქიმიურ შემადგენლობაში შედის ტანინები და ვიტამინები. თავშავა ჩაის შემადგენლობაში შედის, რათა დაარეგულიროს ნერვული სისტემის მუშაობა.

3) კრაზანა გამოიყენება ნერვული მოშლილობების, დეპრესიისა და ფსიქოზების სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება პირის ღრუს და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ რომლებიც გამოწვეულია ტოქსიკური ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. მაგალითად როგორიც არის თამბაქოს კვამლი.

4) მაყვლის ფოთოლი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს და ვიტამინებს. ის განკუთვნილია პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ.

5) ჩაგირის ფესვი - მისი სამკურნალო თვისებები მოიცავს დიდ სპეკტრს. მის ქიმიურ
შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ტანინები. გარდა ამისა მისი ქიმიური შემადგენლობა წარმატებით ებრძვის ავთვისებიან წარმონაქმნებს. ამიტომ ჩაგირი არის ძვირფასი მცენარე.

6) კოტხუჯის ფესვები – ხსნის ინტოქსიკაციას. ორგანოზმს ეხმარება ბრონქიტის და ფილტვების ანთების მკურნალობაში. უნდა აღინიშნოს, რომ მას ღეჭავენ ნიკოტინის მოთხოვნილების მოსაშორებლად.

მოწევის საწინააღმდეგო ჩაი ეხმარება ორგანიზმს თავი დააღწიოთ ნიკოტინზე დამოკიდებულებას. მისი ასეთი ეფექტი გამოწვეულია მასში შემავალი მცენარეებით, მათ სწრაფად გამოჰყავთ ორგანიზმიდან მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას. ის ორგანიზმს უხსნის ნიკოტინის ახალი დოზის მოთხოვნილებას.

გარდა ამისა, მოწევის საწინააღმდეგო მონასტრის ჩაი აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ხსნის დაღლილობას და გაღიზიანებას. ის ახერხებს ამას მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით.

მაგრამ ერთი რამე არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არ არის სასწაულმოქმედი ჩაი, რომლის დალევითაც თქვენ სიგარეტს აღარ მოწევთ. ეს არის სამკურნალო ბალახების ნაკრები რომელიც უმსუბუქებს და უადვილებს ორგანიზმს ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევას. ასევე ეხმარება ორგანიზმს ადვილად გადალახოს ის არასასიამოვნო შეგრძნებები რომლებიც, თან ერთვის სიგარეტის თავის დანებებას.

ეს ნარევი..
ხსნის ინტოქსიკაციას, ხსნის გაღიზიანებას და ნერვულ მოშლილობას, ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში. ამცირებს ჭამის სურვილს რომელიც გამოწვეულია ნიკოტინის მოთხოვნილებით. მთლიანობაში აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას.

ჩაის დაყენება / მიღება

ცხელი ნაყენის დამზადება – 4 გრამი ბალახების ფხვნილი ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული (მდუღარე) წყალი და ასე გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 - ჯერ ჭამამდე – 30 წუთით ადრე, ყოველგვარი შაქრისა და შაქრის შემცვლელი ნივთიერებების გარეშე. ერთ მიღებაზე დალიეთ მიღებული ნაყენის 1/3 ანუ 65 მლ.

თუ არ გაქვთ თერმოსი ამ შემთხვევაში მისი დამზადება შესაძლებელია მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით ადუღებული წყალი და შეფუთეთ თბილად რათა ტემპერატურამ სწრაფად არ დაიკლოს. 45 წუთით შეფუთვა უზრუნველყოფს როგორც ბალახებიდან ასევე ფესვებიდან ნივთიერებების მაქსიმალურ გამოტანას. კურსის ხანგრძლივობა 30 დღე.

გაფრთხილება !
თუ დაგრჩებათ ნაყენი, მეორე დღეს არ გამოიყენოთ მისაღებად. ყოველი დღისთვის დააყენეთ ახალი ნაყენი.

უკუჩვენება
გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

კამით მომზადებული საოცარი რეცეპტი  დაგეხმარებათ წნევის ნორმალიზებასა და შარდის ბუშტის ტკივილის მკურნალობაში

კამით მომზადებული საოცარი რეცეპტი  დაგეხმარებათ წნევის ნორმალიზებასა და შარდის ბუშტის ტკივილის მკურნალობაში

კამას ნამდვილად შეუძლია ბევრი სარგებელი მოუტანოს ორგანიზმს- არტერიული წნევის ნორმალიზებაც კი! ასე რომ, თუ ეს პრობლემა თქვენთვის სასწრაფოა, ჩაიწერეთ ეს რეცეპტი!

მკურნალობის შემოთავაზებული კურსის შემდეგ არა მხოლოდ სისხლის წნევის ნორმალიზება მოხდება, არამედ შარდის ბუშტის ტკივილი, კუჭის დისკომფორტი, ყაბზობა ან შეუკავებლობა გაქრება.

ინგრედიენტები: კამის თესლი 1 ს. კ; მდუღარე წყალი – 500 მლ / ლ.

ჩაყარეთ კამის თესლი თასში და დაასხით  მდუღარე წყალი. შემდეგ უმჯობესია პირსახოცით შეფუთოთ და დატოვოთ იგი 40 წუთის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში წყალში გამოიყოფა სასარგებლო ნივთიერებები.

მიღების წესები: მიღებული წამალი უნდა დალიოთ 3 სუფრის კოვზი დღეში დაახლოებით 7-10-ჯერ. ეს უნდა გაკეთდეს ჭამის დროს ან მის შემდეგ, არავითარ შემთხვევაში ცარიელ კუჭზე ან პირიქით, უზომოდ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 7 დღე. თუ გსურთ გააგრძელოთ ინფუზიის მიღება, გაიმეორეთ პროცედურა თვეში ერთხელ 2 ან 3 დღე.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ართრიტი ძალიან მტანჯავდა სანამ ეს მეთოდი არ აღმოვაჩინე! ეფექტურია

ართრიტი ძალიან მტანჯავდა სანამ ეს მეთოდი არ აღმოვაჩინე! ეფექტურია

მთელს მსოფლიოში, ბევრ ადამიანს აწუხებს ართრიტი. ამ დაავადებას ახასიათებს მუდმივი და აუტანელი სახსრების ტკივილი. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერდება, რომ მის შესამსუბუქებლად ძალიან ძლიერი მედიკამენტები უნდა იქნას გამოყენებული.

ართრიტი გამოწვეულია ძვლის ხრტილის ცვეთით. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს იწვევს კანის სიწითლეს. ართრიტის მკურნლობის ბუნებრივი მეთოდები: ართრიტით დაავადებული მრავალი ადამიანი, არაერთი წამლის მოსინჯვის შემდეგ, საბოლოოდ მიმართავს ხალხურ მედიცინას-ბალახეულ ნაყენებს.

უმეტესწილად, მათ აქვთ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ეხმარება ართრიტს. იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, სწორად უნდა შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვქონდეს დაბალანსებული და ტუტე დიეტა. ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეები იდეალურია ართრიტის დროს. დღეში 2 ან 3 ჭიქა უნდა მიიღოთ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

1) სარარპარილა (სმილაქსი) დიდი ხანია განმავლობაში გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისთვის. ართრიტის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ ეფექტურია. მას აქვს შარდმდენი თვისებები საპონინის შემცველობის გამო. ამიტომ, ის აუმჯობესებს რევმატიული დაავადებების სიმპტომებს, ვინაიდან ის გამორიცხავს სახსრებში სეროზულ დაგროვებას. ის გამოიყენება წონის გასაკონტროლებლად, ტოქსინების, სისხლის გასაწმენდად, კანის სამკურნალოდ, სისხლში ქოლესტერინის შემცირებისა და რესპირატორული პრობლემების მოსახსნელად.

2) მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ფლავონოიდებით, რომლებიც ებრძვიან ართრიტით გამოწვეულ ანთებას. ეს ინფუზია მდიდარია კიბოს საწინააღმდეგო კომპონენტებით. ყოველდღიურად მოხმარებისას, ჩვენ ვამცირებთ ამ დეგენერაციული დაავადების გაჩენას. მწვანე ჩაის მიღება რეკომენდებულია დღის ძირითადი კვებების მიღმა, განსაკუთრებით თუ ანემიური ხართ, რადგან ეს ხელს უშლის სხეულის რკინის შეთვისებას.

3) შვიტა. ამ ბუნებრივ ბალახს ძალიან სასარგებლო თვისებები აქვს ართრიტთან საბრძოლველად. მისი შარდმდენი თვისებები ებრძვის ჭარბ სითხეს და ანთებას. ანალოგიურად, ეს არის რემინერალიზაცია, რომელიც ხელს უშლის ძვლის ხრტილის ცვეთას. შვიტა ასევე შეიცავს სილიციუმს, მინერალს, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაში. ამ მცენარის თავისებურება ისაა, რომ სილიციუმი ამ ბალახში არის ბიოშეღწევადობის დონეზე, რომელიც იდეალურია ორგანიზმისთვის.

4) კურკუმა. კურკუმას აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროზული და ანტიდეპრესანტული თვისებები. ამასთან, ანთების საწინააღმდეგოა. ამ მიზეზით, ის იდეალურია ართრიტისა და ყველა სახის ტკივილის წინააღმდეგ. დაუმატეთ კურკუმა, სალათებს, წვნიანებს, ბრინჯს, მაკარონს.

როგორც აღვნიშნეთ, ეს ოთხი ბუნებრივი მცენარე ძალიან კარგია ართრიტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

აი როგორ უნდა გაიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში

აი როგორ უნდა გაიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში

არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სხეულში არის ძირითადი და მცირე ორგანოები. თითოეული სისტემა ასრულებს სპეციფიკურ ფუნქციას და პასუხისმგებელია ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. ღვიძლი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. იგი უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების, ცილების,ვიტამინების წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.

შვრიის ნაყენი შესანიშნავად წმენდს, არამარტო ღვიძლს, არამედ მთლიან ორგანიზმს. იმისათვის, რომ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უმეტესობა სტაბილურად წარიმართოს, აუცილებელია ღვიძლის უჯრედების შენარჩუნება ჯანმრთელ, აქტიურ მდგომარეობაში. დასაწყისისთვის, საჭიროა იცოდეთ, რომ ვერ შეძლებთ სწრაფად მიაღწიოთ წმენდის ეფექტს შვრიის საშუალებით.

მკურნალობისა და პრევენციის კურსი დაახლოებით 2-3 თვე გაგრძელდება და თუ ძალა და მოთმინება გექნებათ, თქვენი სხეული სუფთა იქნება. მთავარია გქონდეთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მოყვანილი მაღალი ხარისხის, პესტიციდებისგან თავისუფალი შვრია.

1-რეცეპტი: დაასხით 1 ჭიქა გარეცხილ შვრიას 3 ლიტრი ცივი წყლი, მიიყვანეთ 80 გრადუსამდე ტემპერატურაზე და შედგით ღუმელში 150 გრადუსამდე ტემპერატურაზე. გააჩერეთ 2 საათი ღუმელში. კარგად გაწურეთ გაცივებული ნაყენი და მიირთვით 2/3 ჭიქა თბილი დილას და საღამოს ჭამამდე 30 წუთით ადრე.

2-რეცეპტი: დაასხით 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის მარცვლებს თერმოსში 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-12 საათის განმავლობაში. მიიღეთ ნაყენი როგორც წინა რეცეფტშია მითითებული. დღეში უნდა დალიოთ 500 მლ-მდე. ამის პარალელურად თუ იქნებით უცხიმო დიეტაზე კიდევ უკეთესი შედეგი გექნებათ. მიმოხილვებში ბევრი აღნიშნავს მეთოდის ეფექტურობას. მთავარია კურსი მიიყვანოთ ბოლომდე.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

მე კოჟრები ასე მოვიშორე.. თქვენც გირჩევთ გამოიყენოთ.. 

მე კოჟრები ასე მოვიშორე.. თქვენც გირჩევთ გამოიყენოთ..

კოჟრი – კანის რქოვანი გარსის შემოსაზღვრული შესქელებაა, რომელიც მუდმივი ზეწოლისა და ხახუნისგან ვითარდება. ყველაზე ხშირად ხელებსა და ფეხებზე ჩნდება. კოჟრის არსებობა ფეხზე აძნელებს სიარულს, მტკივნეულია. კოჟრს გააჩნია ფესვი, რომელიც ღრმად ჩაიზრდება ხოლმე კანში. მისი მოშორება უმეტეს შემთხვევაში არც ისეთი იოლია.

კოჟრის წარმოქმნისას ფეხზე პირველ რიგში სასურველია ფეხსაცმლის გამოცვლა. ის უნდა იყოს მოხერხებული და ფართო. სასარგებლოა ყოველ საღამოს 10 წუთიანი ფეხის აბაზანები ცხელი წყლით, შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი. კარგად შეიმშრალეთ და ჩაიცვით სუფთა წინდა და ფეხსაცმელი. ცხელ აბაზანასთან ერთად ყოველ საღამოს
კოჟრზე შეიძლება დაიდოთ ნავთის საფენი 20-30 წუთით.

ხალხურ მედიცინაში კოჟრის მოშორების პროცედურები იწყება საპნიანი და სოდიანი აბაზანებით. კანის დარბილების შემდეგ შეიძლება გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მოცემული საშუალება.

ხალხური მეთოდები კოჟრის მოსაცილებლად

ფეხების 10 წუთიანი აბაზანების შემდეგ კოჟრზე დაიდეთ ლეღვის შიდა რბილობი. ეს პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ ერთი კვირის განმავლობაში. ლეღვის ნაყოფი შეიძლება წინასწარ ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ და ისე დაიდოთ კოჟრზე. ასეთივე ეფექტი აქვს ლეღვის წვენს თუ მას ყოველ დღე კოჟრზე წაისვამთ.

ფეხები კარგად დაალბეთ ცხელ წყალში და კოჟრის ადგილას დაიდეთ ლიმონის ქერქი ცოტაოდენ რბილ ნაწილთან ერთად და შეიხვიეთ. ეს პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში გაიმეორეთ, შემდეგ შემდეგ ფეხები ცხელ წყალში დაილბეთ და ფრთხილად მოიცილეთ კოჟრი.

მტკივნეული კოჟრის დროს რამდენიმე კარტოფილი გათალეთ, გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში და მიღებული მასა მოათავსეთ რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაზე. კარტოფილის მასის სისქე 1 სმ უნდა იყოს. ეს მასა მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ ახალი კარტოფილის მასა დაიდეთ. ასე გააკეთეთ რამდენჯერმე სანამ ტკივილი არ გაქრება.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები, რომლებსაც ადამიანების 90% ყურადღებას არ აქცევს

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები, რომლებსაც ადამიანების 90% ყურადღებას არ აქცევს

დაქანცული ხართ, მაგრამ ვერ იძინებთ? შფოთავთ და დეპრესიული გახდით? ეს სიმპტომები მაგნიუმის ნაკლებობაზე მიუთითებს. ის ეხმარება ორგანიზმს კალციუმისა და ნატრიუმის რეგულაციაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების ჯანმრთელობასა და 300-ზე მეტი ბიოქიმიური ფუნქციის არსებობაში. ყველა ის ჯანსაღი ანტიოქსიდანტი, რომელსაც მიირთმევთ, კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მაგნიუმთან სინთეზის გარეშე ვერაფერს იზამს. მისი ნაკლებობა საშიშია!

მოზრდილების მხოლოდ 30% ღებულობს ყოველდღირად მაგნიუმს და მხოლოდ 20% ამერიკელებისა მოიხმარს მაგნიუმის რეკომენდირებული დოზის ნახევარს.
მაგნიუმის ნაკლებობის უამრავი სიმპტომი არსებობს.

თუ აქედან რომელიმე გაწუხებთ, დროა, ექიმს მიმართოთ:

მადის დაქვეითება; უძილობა: შფოთვა; დეპრესია; მოუსვენრობა; გადაღლილობა; უნაყოფობა; ფარისებრი ჯირკვალის პრობლემები;

კონცენტრირების გართულება მაგნიუმის ნაკლებობა, ძირითადად, ძალიან მოქმედებს მე-2 ჯგუფის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე, ასაკოვან ადამიანებზე და მათზე, ვინც ძალიან ბევრს სვამს.

რომელი საკვები შეიცავს მაგნიუმს?

მზესუმზირა, ისპანახი, ნუში, სეზამის მარცვლები, ყავისფერი ბრინჯი, გოგრის შემწვარი თესლი.

დამატებითი გზები მაგნიუმის მისაღებად:

მიიღეთ იონის მაგნიუმის წვეთები, წაისვით მაგნიუმის ზეთი კანზე.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

მოიწესრიგეთ უძილობა და გაიჯანსაღეთ ორგანიზმი თაფლის მეშვეობით

მოიწესრიგეთ უძილობა და გაიჯანსაღეთ ორგანიზმი თაფლის მეშვეობით

ძილის დარღვევები დღეს საკმაოდ ხშირია არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო. ადამიანები, ჩვეულებრივ, უძილობასა და მსგავს დარღვევებს საძილე აბებით მკურნალობენ, მაგრამ ეს ძალზე საშიშია და შეიძლება უარყოფითი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ ძილის დარღვევა შეიძლება მოგვარდეს ბუნებრივი ინგრედიენტებით.

თქვენ ალბათ იცით რა არის თაფლი, ფუტკრების მიერ წარმოებული ნექტარი, რომელიც ჯანმრთელობის ფართო სპექტრს გვთავაზობს. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილს. თაფლი ერთ–ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვებია. მდიდარია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა მრავალმხრივ. იგი შედგება 18% წყლისა და 80% ბუნებრივი შაქრისგან, ხოლო დარჩენილი პროცენტი არის ვიტამინების, მინერალებისა და ცილების ნარევი.

მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს საკმაოდ ბევრ შაქარს, ზიანს არ აყენებს თქვენს ჯანმრთელობას.

აქ მოცემულია თაფლის სასარგებლო თვისებები: ორგანიზმს ენერგიით უზრუნველყოფს, თაფლი სპორტსმენებისთვის ენერგიის დიდი წყაროა; ეხმარება სხეულს მეტი ცხიმის დაწვაში.

ძილის წინ 1 კოვზი თაფლის მიღება თქვენს სხეულს დაეხმარება ცხიმების უფრო ეფექტურად დაწვაში. თაფლი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამცირებს სტრესის ჰორმონებს ძილის დროს, რამაც შეიძლება მოხსნას უძილობა ან სხვა სახის ძილის დარღვევები.

აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.

თაფლი არის ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს ჭრილობების ინფექციები და დააჩქაროს შეხორცების პროცესი. წაუსვით ცოტაოდენი თაფლი ჭრილობებზე, რომ უფრო სწრაფად მოშუშდეს.

შესანიშნავია ხველების სამკურნალოდ.

დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე 2 ჩაის კოვზი თაფლის დალევა დაგეხმარებათ ხველის განკურნებაში, იგი ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა.

დაგეხმარებათ გულისრევის მოხსნაში.

ორსულობის დროს გულისრევის მოსახსნელად უნდა მიირთვათ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი.

ამცირებს არტერიულ წნევას.

თაფლი შეიცავს სპეციალურ ნახშირწყლებს, რომლებიც ოლიგოსაქარიდების სახელითაა ცნობილი. ამ ნახშირწყლებს აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები და მნიშვნელოვნად ამცირებენ არტერიულ წნევას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ 1 კოვზი თაფლი თქვენს ყოველდღიურ კვების რაციონს.

აქრობს ქერტლს.

სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, თაფლს შეუძლია მოხსნას ქავილი და გააქროს ქერტლი. თაფლი გახსენით წყალში და გადაივლეთ თავზე. გააჩერეთ 3 საათი და მერე დაიბანეთ შამპუნით. გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ არ შეამჩნევთ, რომ ქერტლი გაქრა.

ძილის გაუმჯობესება.

თაფლს შეუძლია “განკურნოს” თქვენი ორგანოები ძილის დროს და დაასვენოს სხეული, რაც უკეთეს ძილამდე მიგიყვანთ. შეურიეთ 5 ჩაის კოვზი თაფლი და 1 კოვზი ჰიმალაის ვარდისფერი მარილი მინის ჭურჭელში, შემდეგ კი ძილის გასაუმჯობესებლად დაიდეთ ენის ქვეშ.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს გამოიყენეთ ჭარხლის სიროფი. ეს დაშლის ქვებს და უმტკივნეულოდ გამოდევნის ორგანიზმიდან

ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს გამოიყენეთ ჭარხლის სიროფი. ეს დაშლის ქვებს და უმტკივნეულოდ გამოდევნის ორგანიზმიდან

ნაღვლკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა შუახნის და ასაკოვან ადამიანებში. გაკვეთის მიხედვით ქვები ყოველ მერვე ადამიანს აქვს, მაგრამ ქვები თავისი არსებობის შესახებ მხოლოდ შემთხვევათა 10%-ში გვატყობინებენ.

ნაღვლკენჭოვანი დაავადების მიზეზები მრავალფეროვანია. პირველ რიგში დაავადების
განვითარებაში თავის როლს თამაშობს ოჯახური განწყობა, განსაკუთრებით დედის ხაზით. გარდა ამისა, დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ნიკრისის ქარი, სიმსუქნე, ღვიძლკენჭოვანი დაავადება და სხვა. დაავადების წარმოშობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არასწორი კვება. ეს დაავადება უმეტესად მსუქან ადამიანებთან გვხვდება ან ვინც მჯდომარე ცხოვრებას ეწევა. დაავადების მთავარი სიმპტომია ტკივილი მარჯვენა ფერდში, ე.წ. წაღვლის ჭრა. შეტევა შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს, ზოგჯერ კი 1-2 დღეც. ამ პერიოდში ის ხან წყდება და ხან ისევ ახლდება. ტკივილი იწყება მარჯვენა ფერდქვეშ და მთელ მუცელზე ვრცელდება. ტკივილის შეტევა შეიძლება დაიწყოს მაშინ, როცა ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ხშირად ამას წინ უსწრებს გულისრევის და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ ან პიგასტრიუმის მიდამოში.

იმ გარემოებებს შორის, რომლებიც ჭრას იწვევენ, დიდ როლს თამაშობენ ცხიმიანი და უხვი ვახშამი, სპირტიანი სასმელის მიღება, გადაღლილობა, გადაცივება, სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ, მძიმე ფიზიკური სამუშაო, სწრაფი ემოციური რეაქცია და სხვა.
ჭრა შეიძლება ქვის გადასვლით დამთავრდეს ნაწლავში.

დაავადების მკურნალობა შეიძლება იყოს ქირურგიული და კონსერვატიული. კონსერვატიული

მკურნალობა ეყრდნობა შემდეგს:

1. დიეტის დაცვა იმ პროდუქტის შემცირებით, რომელიც ქოლესტერინს, ცხიმებს და ცხოველურ ცილებს შეიცავს (თევზი ნებადართულია).

2, ტუტე მარილების, მინერალური წყლების მიღება, რომ ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის
გამოდევნა გაადვილდეს და მისი გათხევადება (კარლსბადის მარილი, თხევადი მაგნეზია,
-ესეწდუკი-20“ და ზოგიერთი სხვა მინერალური წყალი).

3. საკვების მიღების დარეგულირება: ავადმყოფმა ზომიერად, რეგულარულად და ხშირად უნდა ჭამოს, რადგანაც საკვების მიღება ბუნებრივი ნაღვლმდენი საშუალებაა.

4. სპაზმოლიტური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების და ასევე ქვების დამშლელი
პრეპარატების დანიშვნა.

5. თბური პროცედურების დანიშვნა: სათბურას, კომპრესების და სხვა.
ნაღვლკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ ხალხური მედიცინა შემდეგ საშუალებებს
გირჩევთ.

ნაღვლკენჭოვანი დაავადების სამკურნალო რეცეპტები

პირშუშხას ნაყენი რძეზე

გახეხეთ 4 ს. კ. პირშუშხა, შეურიეთ 1 ჭიქა რძეს, გააცხელეთ თითქმის წამოდუღებამდე (მაგრამ არ აადუღოთ) და დადგით თბილ ადგილას 10 წთ-ით. შემდეგ გაწურეთ და მთელი მასა დალიეთ დღის განმავლობაში.

ცხელი ჩაის ეფექტი

უცებ დალიეთ 10 ჭიქა ძალიან ცხელი ჩაი 15 წთ-ის განმავლობაში. ეს ძალიან არბილებს ქვებს, გადააქცევს მათ ქვიშად და აადვილებს მათ გამოსვლას.

ჭარხლის სიროფი

აიღეთ რამდენიმე ჭარხალი ( 800-1000 გრ 3 ლიტრ წყალზე), გაასუფთავეთ დაჭერით და ხარშეთ დიდხანს (5-6 სთ.), სანამ ნახარში სიროფივით არ შესქელდება. მიიღეთ ეს ნახარში 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. ასეთი სიროფი ხანგრძლივად უნდა სვათ, მაშინ ქვების დაშლა მოხდება თანდათან და უმტკივნეულოდ. ნახარში უმჯობესია დალიოთ ცოტა თბილი. შეინახეთ მაცივარში.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

რატომ გვტკივა გული? რით შეგვიძლია დავეხმაროთ მას?

რატომ გვტკივა გული? რით შეგვიძლია დავეხმაროთ მას?

გულის ტკივილი შეიძლება გულის ბევრნაირი დაავადების დროს წარმოიშვას. ის შეიძლება წარმოიშვას მიოკარდიუმი ინფარქტის, სტენოკარგიის, მიოკარდიტის, კარდიოსკლეროზის დროს. გულის ტკივილის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპერტონული დაავადება. საკმარისია წნევა 180/100-ზე აიწიოს, რომ გულის არეში ძლიერი, დამწოლი ტკივილი გაჩნდება, რომლის მოხსნაც შესაძლებელია არა ვალიდოლით და ნიტროგლიცერინით, არამედ არტერიული წნევის მოსახსნელი საშუალებებით და, რაც უფრო სწრაფად მოიხსნით წნევას, მით მალე გაქრება ტკივილი.

რა შეიძლება გავაკეთოთ ტკივილის შესამცირებლად სახლის პირობებში?

გულის ტკივილის მოსახსნელად: მინის ქილა 2/3-მდე მსხვილი არყის კვირტებით აავსეთ და ქილა არყით შეავსეთ, თავზე დაახურეთ და 14 დღე გააჩერეთ. არ გაფილტროთ, მიიღეთ 20 წვეთი, 1 ჩ. კ.-მდე 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. ეს ნაყენი ამშვიდებს გულის ტკივილს, აქრობს ქოშინს, მოაქვს სიმხნევე.

მოამზადეთ ნაკრები: ვალერიანის ფოთლები 15 გრ, წყლის სამყურას ფოთლები 30 გრ, ბაღის პიტნის ფოთლები 6 გრ. ყველაფერი ერთმანეთში შეურიეთ, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი, დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ. დალიეთ დილით და საღამოს გულის ტკივილის თავიდან ასაცილებლად.

გულის ტკივილის დროს არ დაწვეთ და შეეცადეთ ღრმად ისუნთქოთ. ძლიერად დაიზილეთ ორივე ხელი, ნეკიდან დაწყებული იდაყვის მოსახვევამდე. დაისრისეთ ორივე ხელის ნეკის წვეროები, მაგრამ არა მთელი ნეკი. ნეკის წვერის გვერდითა მხარე.

წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

დაკოპირება ისჯება კანონით ! !