aviabiletebi
aviabiletebi

ეს ხრიკი ჩემ მეზობელმა მასწავლა, ამის შემდეგ ჩემი სარეცხი ბევრად უფრი თეთრი და სუფთაა. გირჩევთ თქვენც სცადოთ..

ეს ხრიკი ჩემ მეზობელმა მასწავლა, ამის შემდეგ ჩემი სარეცხი ბევრად უფრი თეთრი და სუფთაა. გირჩევთ თქვენც სცადოთ..

ერთხელ ჩემი მეზობელიჩემთან იყო შემოსული და ვსაუბრობდით. ამავდროულად სარეცხიც შეყრილი მქონდა გასარეცხად. როდესაც გაირეცხა გასაფენად გამოვიღე და ჩემი საყვარელი თეთრი ზედა არ იყო ისე ქათქათა როგორიც მინდოდა. ამის დანახვაზე ჩემმა მეზობელმა რაღაც ხრიკები მასწავლა.

რატომღაც არ მჯეროდა ამ ხრიკების, მაგრამ შემდეგ გარეცხვაზე ის მაინც ვცადე. არ დაიჯერებთ ხალხნო ისეთი შედეგი მივიღე. თვალებს არ ვუჯერებდი. ძალიან მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ხრიკები.

ალბათ იტყვით, სუპერმარკეტებში უამრავი საშუალება არსობობს ტანაცმლის გასათეთრებლადო, მაგრამ მე მაინც ხალხური მეთოდების გამოყენება ვარჩიე, მათ არაქვთ არანაერი ქიმიური შემადგენლობა, რაც თავისთავად რაღაც მხრივ დაცულს მხდის კანის ალერგიისგან.

სცადეთ ეს ხრიკი და დაივიწყებთ თქვენს ჩვეულებრივ სარეცხი საშუალებებს, რომლებიც სრულიად ქიმიური შემადგენლობისაა და სავსეა ტოქსინებით.

საცხობი სოდა

გახსენით ერთი ჭიქა საცხობი სოდა 4 ლიტრ წყალში და დაასველეთ ტანსაცმელი ხსნარში რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს ხრიკი ტანსაცმლის პირვანდელ ფერს დაუიბრუნებს და ლაქა გაქრება.

გაყვითლებული ტანსაცმლიდან სიყვითლის მოსაცილებლად:

შეურიეთ 1 წილი ძმარი 12 წილ წყალს, მასში მოათავსეთ ძველი გაყვითლებული ტანსაცმელი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში, შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ. ამგვარად მოაცილებთ სიყვითლეს თეთრ ტანსაცმელს.

ქსოვილის დამარბილებელი

ქსოვილის დასარბილებლად დაამატეთ 1/8-1/4 ჭიქა თეთრი ძმარი თქვენს გამრეცხვის დისპენსერში და თქვენი ტანსაცმელი და პირსახოცები კვლავ რბილი და ფუმფულა გახდება, ისეთი როგორიც პირველად იყიდეთ.

გამოიყენეთ ჩვეულებრივი ასპირინი ტანსაცმლიდან ლაქების მოსაშორებლად

დააქუცმაცეთ 6 ასპირინის ტაბლეტი და ჩაყარეთ ისინი წყალში. ასპირინიან წალში ჩაალბეთ ლაქებიანი ტანსაცმელი და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი ფხვნილით. ამ მეთოდის გამოყენებით უსიამონო ლაქები სრულიად ამოვა. ისიამოვნეთ თოვლივით თეთრი ტანსაცმლით.

გამოიყენეთ ეს ხრიკები თქვენც და დარწმუნებული ვარ კმაყოფილი დარჩებით შედეგით. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს.

ჩემს მეგობარს გენეტიკურად აქვს სქელი სისხლი. ამიტომ მუდმივად იყენებს ამ საშუალებებს თრომბოზის თავიდან ასაცილებლად..

ჩემს მეგობარს გენეტიკურად აქვს სქელი სისხლი. ამიტომ მუდმივად იყენებს ამ საშუალებებს თრომბოზის თავიდან ასაცილებლად..

ჩემს მეგობარს გენეტიკურად აქვს სქელი სისხლი. ამის გამო ის მუდმივად აკონტროლებს საკუთარ კვების რაციონს, ცდილობს ხალხური მეთოდებით გაუმკლავდეს ამ პრობლემას და ითვალისწინებს მათ რჩევებს.

ის ფიქრობს, რომ ეფექტურია მის მიერ გამოყენებული რეცეპტები და სურს საზოგადოებას გაუზიაროს.

გთავაზობთ მის მიერ გამოყენებულ ტრადიციული მედიცინის რეცეპტებს..

●  საკმარისია ყოველდღე მიირთვათ 2-3 კბილი ნიორი, რათა აორტაში ქოლესტერინის დაფებმა ზომაში დაიკლოს და ფიბრინის ცილა, რომელიც თრომბის სამშენებლო მასალაა, გააქროს. ნიორის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს სისხლის სამკურნალო საშუალებები. უბრალოდ, არ შეიძლება ვარფარინის მიღებასთან ერთად.

● აადუღეთ ორი ჭიქა მდუღარე წყალი და შიგ ჩაყარეთ ორი სუფრის კოვზი ალუბლის, ჟოლოსა და შავი მოცხარის ფოთლების ნარევი (თანაბრად აღებული) და 40 წუთის შემდეგ დალიეთ თაფლით.

● ორი ჭიქა სამკურნალო წაბლის კვასის მიღება ერთი თვის განმავლობაში აუმჯობესებს სისხლის ხარისხს. მის მოსამზადებლ აიღეთ ქვავი და შიგ ჩასხით 2-2.5 ლიტრი წყალი. დადგით გაზქურაზე და აადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ 20-25 თხილი, ერთი ჭიქა არაჟანი და შაქარი). დაახურეთ თავზე და შეინახეთ სასმელი  ორი კვირის განმავლობაში თბილ და ბნელ ადგილას. ამის შემდეგ სასმელი მზად იქნება გამოსაყენებლად.

● საკმარისად ძლიერია სისხლის შედედების შესამცირებლად ცხენის წაბლი.

● მოამზადეთ ცხენის წაბლის ნაყენი. აიღეთ 100 გრამი ცხენის წაბლი და დაასხით მას ერთი ლიტრი არაყი,გააჩერეთ ბნელ ადგილას სამი კვირის განმავლობაში.

● გააკეთეთ წყლის ინფუზია ორი სუფრის კოვზი კაკლის ფოთლის ორთქლზე ერთი ჭიქა მდუღარე წყალთან ერთად. გააჩერეთ ერთ საათი, შემდეგ დღეში ხუთჯერ მიიღეთ სუფრის კოვზით. ნაყენი და ინფუზია წარმატებით გამოიყენება.

● დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი. გახეხილ თეთრი ფესვის ნაჭერს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და დაუმატეთ თაფლი და ლიმონი. შესაძლოა დარიჩინითაც. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში შემდეგ კი დალიეთ.

ბუნებრივ სისხლის გამათხელებლებს მიეკუთვნება შემდეგი სამკურნალო მცენარეები:

მდელოს ტკბილი, ასტრაგალუსი, ჟოლოს ფოთლები და ა.შ. ტკბილი სამყურის მაგალითით მოხარშეთ სუფრის კოვზი ნედლეულის ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააცივეთ. ნაყენი ათხელებს სისხლს და ამაგრებს სისხლძარღვებს, ის უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

აუმჯობესებს სისხლის ნაკადს ასეთი სამკურნალო ბალახები:

არყის კვირტები, ფოთლები და ცაცხვის ყვავილი, ძირტკბილა, კუნელი, კამა, ვალერიანი, ველური ვარდი.

ყურადღება! რაციონიდან გამორიცხეთ მწვანე ჩაი, რომელიც შეიცავს უამრავ K ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს თრომბოზს.

აი როგორ უნდა გავაქროთ სწრაფად სისხლჩაქცევებისგან გამოწვეული ტკივილი! ის რაც გამოგადგებათ..

აი როგორ უნდა გავაქროთ სწრაფად სისხლჩაქცევებისგან გამოწვეული ტკივილი! ის რაც გამოგადგებათ..

ალბათ ყველას ცხოვრებაში მინიმუმ ერთელ მაინც ჰქონია გალურჯებული ადგილი ან სისხლჩქცევები. სილურჯეს ძირითადად იწვევს ძლიერი ფიზიკური ზეწოლა კანზე (მირტყმა ან მსგავსი მოქმედება). სისხლჩაქცევის დროს კი ხდება კანის ქვეშ კაპილარების გახეთქვა.

სისხლჩაქცევების დროს ტკივილის სწრაფად მოსაშორებლად გვინდა გაგიზიაროთ ძალიან მარტივი და ხელსაყრელი რეცეპტი, რომელსაც თავად ვიყენებ საჭიროების შემთხვევაში.

მარილი ხელს შეუწყობს სისხლჩაქცევების დროს ტკივილის შემსუბუქბეას

თუ ძლიერად დაარტყით ან დაეცათ და დაგემართათ სისხლჩაქცევა, მაშინ ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია ფიზიოლოგიური ხსნარით.

ასეთ დროს ტკივილის შესამსუბუქებლად გამოგადგებატ ეს ნარევი.

აიღეთ 2 ჩ. კ. უხეში მარილი და 200-250 მლ /ლ წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა)

ასეთ დრო სასურველია გამოიყენოთ წვიმის წყალი, გამდნარი სუფთა თოვლი ან გამოხდილი წყალი. თუ ასეთი წყლის საშუალეა არა შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სუფთა ონკანის წყალი.

მომზადების პროცესი:

აიღეთ თასი, მასში ჩაყარეთ მარილი და დაასხით თბილი წყალი. აურიეთ კოვზით მარილის სრულ გადნობამდე. მარილის კონცენტრაცია ხსნარში 2 ჩ. კ. 250 მლ /ლ წყალზე (ეს არის 8%) 2 ჩ. კ. 200 მლ-ზე (10%) და არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ 10%-ს, რათა ზიანი არ მიაყენოს.

გამოყენების მეთოდი:

მიღებულ წყალში დაასველეთ 4 ფენად დაკეცილი ბამბის ქსოვილი (სუფთა მარლა ან ნაწერი). მსუბუქად გაწურეთ (ისე, რომ წვეთები აღარ გასდიოდეს) და დაიდეთ დაზიანების ადგილზე. შემდეგ ზემოდან დაამაგრეთ მხოლოდ სახვევით, რადგან სახვევმა უნდა ისუნთქოს. ეს არ არის კომპრესი. შეინახეთ სახვევი მინიმუმ 8-10 საათის განმავლობაში.

სახვევის დადებამდე ჩამოიბანეთ დალურჯებული ადგილი თბილი წყლით და საპნით, ხოლო სახვევის შემდეგ მარილი ორგანიზმიდან თბილი, ნესტიანი პირსახოცით მოიწმინდეთ.

გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე და ეს დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ
ანთება და შეშუპება. ეს პროცესი დააჩქარებს ტკივილის, სილურჯისა და შეშუპების გაქრობას.

აი როგორ უნდა დავწიოთ ქოლესტერინის დონე სახლის პირობებში! ეფექტი გარანტირებულია..

აი როგორ უნდა დავწიოთ ქოლესტერინის დონე სახლის პირობებში! ეფექტი გარანტირებულია..

ქოლესტერინი ორგანული ნაერთია ადამიანის უჯრედებში, რომლის 80% სინთეზირდება ღვიძლში, ხოლო 20% ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება. ქოლესტერინი არსებობს ორი სახის:- „ცუდი ქოლესტერინი“, რომელიც ღვიძლიდან სხვა უჯრედებში გადადის და „კარგი ქოლესტერინი“, რომელიც ორგანიზმის უჯრედებიდან ღვიძლში გადადის, რის შემდეგაც იშლება.

კარგი ქოლესტერინი ძალიან ბევრ პროცესში ღებულობს მონაწილეობას:

  • ის აყალიბებს უჯრედულ მემბრანებს
  • გარდაქმნის მზის შუქს D ვიტამინად
  • მონაწილეობს ანდროგენისა და ესტროგენის ჰორმონების გამომუშავებაში
  • სინთეზირებს კორტიზოლს, ალდოსტერონს და სხვა თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებს
  • მონაწილეობს სხვა ცხიმების მეტაბოლიზმში

რაც შეეხება "ცუდ ქოლესტერინს" თუ ის ჩვენს სისხლში დაგროვდა დიდი რაოდენობით, იწვევს სიცოცხლისთვის სასიშ გართულებებს, როგორიცაა ინფაქტი, ინსულტი და სხვ.

სწორედ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ინფარქტისა და ინსულტის საშიშროება, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევასა და ხალხურ რეცეპტებს.

ფიტოთერაპიაში არსებობს მცენარეული საშუალებები, რომლებიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.

საშუალებები, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში არის:

ცაცხვის ყვავილი, კრაზანა, ჟენშენი, ნიახურის ნაყენი, კუნელის ნაყოფი, სელის თესლი, გოგრის თესლი, ნუში, ზეითუნის ზეთი, გაღვივებული ხორბლის მარცვლები (სანამ ის ღვივი გამწვანდება), ახალი-2 დღის წამოწვერილი რომ არის ის უნდა გაატაროთ და შეურიოთ თაფლი და მიიღოთ. გარდა იმისა რომ ეს აქვეითებს ცუდ ქოლესტერინის დონეს, აგრეთვე არაჩვეულებრივია სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მოსახნელად.

საშუალებები, რომლებიც შეწოვას აქვეითებს:

ბაბუაწვერას ფესვები, ნიორი, მწვანე ხახვი, ნიგოზი, სააფთიაქო გვირილა.

ხოლო ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ ქოლესტერინს:

ცხენის წაბლი, მრავალძარღვა, კუნელის ფოთლები, ვაშლის ძმარი.

იმისათვის, რომ ეფექტური აღმოჩნდეს მკურნალობა, აუცილებელია დიეტა:

  • მოერიდეთ ცხოელური ცხიმის შემცველ საკვებს
  • კარგია ფეხით სიარული
  • ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში)

ცუდი ოლესტერინის დასაქვეითებლად აუცილებელია ღვიძლის გაწმენდა

ამისათვის კარგი მცენარეების ნახარში, რომლებიც შეგიძლიათ ცვალოთ და მონაცვლეობით მიიღოთ. ეს მცენარეებია: -გულყვითელა, ორკბილა, უკვდავა, ფარსმანდუკი, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, სიმინდის თმა, ასკილის ნაყოფი.

ცოტა ხნის წინ ნაწლავის დისბაქტერიოზი მაწუხებდა. მე მის სამკურნალოდ ეს გამოვიყენე! მე დღემდე ვემადლიერები მას..

ცოტა ხნის წინ ნაწლავის დისბაქტერიოზი მაწუხებდა. მე მის სამკურნალოდ ეს გამოვიყენე! მე დღემდე ვემადლიერები მას..

დისბაქტერიოზი არის ადამიანის ნაწლავის მიკროფლორის რაოდენობის დისბალანსი, ანუ ორგანიზმში, ნაწლავში პათოგენური (მავნე) და ფიზიოლოგიური (სასარგებლო) მიკროფლორის თანაფარდობის დარღვევა.

დისბაქტერიოზის დროს ფერხდება საკვების გადამუშავება, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ათვისების პროცესი. გამოყოფის შეფერხების დროს საკვები იწყებს ლპობას ნაწლავებში, მავნე პროდუქტები შეიწოვება ნაწლავების კედლიდან და ხვდება სისხლში, შედეგად ვითარდება ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია (მოწამვლა), რომელსაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე და რიგი ორგანოების ანთებით დაავადებამდე მივყავართ.

დისბაქტერიოზი შეიძლება გახდეს ანემიის, ქრონიკული გადაღლის, ბრონქიალური ასთმის, ეგზემის მიზეზი, მან შეიძლება მიგვიყვანოს დეპრესიამდე, ხანდახან ფსიქიკურ მოშლილობამდეც კი.

ქვემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობების გადახრები საფუძველს გვაძლევს რომ დისბაქტერიოზის არსებობა ვივარაუდოთ.

  1. მუცლის ხშირი ყურყური.
  2. საკვების მიღების მიუხედავად შიმშილის შეგრძნება.
  3. მეტეორიზმი.
  4. არასაიამოვნო სუნი პირიდან, რომლის მოშორება ძალიან ძნელია.
  5. საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა.
  6. თმის ცვენა, ფრჩხილების დეფორმაცია.
  7. კანის ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭების მომრავლება.
  8. დილით გამოფხიზლების გაძნელება.
  9. უმიზეზო დაღლილობა.
  10. მუდმივი გაღიზიანებადობა და ა.შ.

ჩამოთვლილი ფიზიკური და ფსიქიკური ხასიათის ჩივილებიდან უმრავლესობას თუ შენიშნავთ, საკუთარ კუჭ-ნაწლავს ყურადღება მიაქციეთ.

დისბაქტერიოზის დროს აუცილებელია სასარგებლო ბაქტერიების მიღება, რომ აღდგეს ბუნებრივი წონასწორობა ორგანიზმში.

შედეგად თავისთავად ქრება ბევრი დაავადება, რომელიც ავადმყოფს წლების განმავლობაში აწუხებს.

დღეისთვის არსებობს ტრადიციული პრეპარატები, რომელიც წარმატებით გამოიყენება მედიცინაში: ლაქტობაქტერინი, ბიფიდობაქტერინი და ა.შ., რომლებიც დიდი რაოდენობით ბაქტერიებს შეიცავენ.

ლაქტობაქტერია შეიძლება საკვები პროდუქტებიდან მიიღოთ. ყველაზე მეტად რძემჟავა ბაქტერიებს შეიცავს მაწონი, ნატურალური იოგურტი, კეფირი.

ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას ახდენს ჭარხლის მარინადი (მწნილი).

მისათვის სუფრის ჭარხალი გარეცხეთ, მოხარშეთ, მოაცალეთ კანი, დაჭერით წვრილ ნაჭრებად, მოათავსეთ ქილაში, დაასხით გაგრილებული მარინადი, ქილას დაახურეთ, დადგით გრილ ადგილას. მარინადი შემდეგნაირად მზადდება: 1 კგ ჭარხალზე საჭიროა 1 ლ წყალი, 2 ჭიქა ვაშლის ძმარი, 1 ჩ.კ. მარილი + ს.კ. შაქარი, 10 ც შავი პილპილის მარცვალი, 6 ც მიხაკის კვირტი, 2 დაფნის ფოთოლი. მარინადი წარმოადუღეთ და გააცივეთ. მიიღეთ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე.

დისბაქტერიოზის, ნაწლავთა ატონიის, კუჭ-ნაწლავში ლპობითი პროცესების დროს კარგია ნიორი.

ვახშმის წინ შეჭამეთ 1-2 კბილი ნიორი, მიაყოლეთ მაწონი. შეიძლება მომზადდეს ნივრის სპეციალური ნაყენი: 200 გრ ნიორი გაფცქვენით, დანაყეთ, დაასხით 1 ლ არაყი, დადგით 30 გრადუს ტემპერატურაზე 2 კვირის განმავლობაში, კარგად თავდახურულ ჭურჭელში. მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3 ჯერ დღეში.

სასარგებლოა ნივრის ზეთის გამოყენება:

საშუალო ზომის ნიორი გაფცქვენით, მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით 200 მლ მცენარეული ზეთი, მოათავსეთ მაცივარში 10 სთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, მიღებამდე დაუმატეთ იმავე რაოდენობის ლიმონის წვენი. მკურნალობის კურსი 1-3 თვეა. შესვენება 1 თვე, შემდეგ კურსი გაიმეორეთ. ეს საშუალება კარგია სისხლძარღვთა გასაფართოვებლად, კარგად ხსნის სპაზმს თავის ტვინის სისხლძარღვებში, გულის სპაზმს, სულის ხუთვას, გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს.

დიზბაქტერიოზის დროს სასარგებლოა ნიახურის ახალგამოწურული წვენის მიღება. საკმარისია 1-2 ჩ.კ. დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

რა უნდა გააკეთოთ თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაწუხებთ! ყურადღებით გაეცანით სტატიას!

რა უნდა გააკეთოთ თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაწუხებთ! ყურადღებით გაეცანით სტატიას!

ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ესაა ვენების დაავადება, რომელიც მათი ზომების გადიდებაში, ფორმის ცვლილებასა და ელასტიურობის შემცირებაში გამოიხატება. ძირითადად ქვემო კიდურების ზედა ვენები ზიანდება, სწორი ნაწლავის ვენური წნულები, საყელოს სისტემისა და სათესლე არხის ვენები.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების განვითარებას ხელს უწყობს ვენოზურ სისტემაში სისხლის გადინების გაძნელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფეხზე სისტემატური, ხანგრძლივი დგომით, რაც დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან, ორსულობის დროს მენჯის ვენებზე საშვილოსნოს ზეწოლით, მენჯის ვენებში შეგუბებითი მოვლენებით, მაგალითად სისტემატური შეკრულობის, მჯდომარე მუშაობის და სხვათა დროს.

ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ხშირად თრომბოფლებიტამდე (თრომბების განვითარება ვენების კედლებზე) მივყავართ, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ავადმყოფები ჩვეულებრივ უჩივიან ვენების ან მთელი კიდურის გასწვრივ ტკივილს სიარულის დროს; სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში, ღამით ყრუ ან მწვავე ტკივილს, კრუნჩხვებს. გაფართოებული ვენები გამოდიან კანში დაკლაკნილი ჭიის ან კვანძების სახით. დაავადების განვითარების პროცესში ამ ადგილებში კანზე მუქი ყავისფერი ან მუქი ლურჯი ლაქები ჩნდება.

ვენების ვარიკოზის მკურნალობა იმ მიზეზების აღმოფხვრით უნდა დავიწყოთ, რომლებიც ხელს უწყობენ კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას.

მჯდომარე მუშაობის დროს მიზანშეწონილია ყოველ 1,5-2 საათში გაკეთდეს შესვენება. შესვენების დროს უნდა ჩატარდეს რამოდენიმე ფიზიკური ვარჯიში, გარბენი 100-200 მეტრზე ან თუნდაც 10-15-ჯერ ფეხის წვერებზე აწევა.

ამ დაავადების დროს ეფექტურია დაზიანებული ვენების ელასტიური ბინტით გადახვევა. ელასტიური ბინტი უნდა გაკეთდეს დილით, საწოლიდან ადგომამდე, ფეხი უნდა იყოს ამ დროს წამოწეულ მდგომარეობაში, უნდა დაიწყოთ ტერფის თითებიდან და ახვიდეთ ზევით. ქუსლი ღიად უნდა დატოვოთ. ბინტი მუხლამდე ან წვივის ქვედა მესამედამდე დაიხვიეთ. ზოგჯერ ბინტის მაგივრად ელასტიურ წინდას იყენებენ, რომელიც უფრო მოსახერხებელია.

დაავადების მკურნალობაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს სამკურნალო ფიზკულტურა, აუცილებელია გამაჯანსაღებელი სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სიარული, თხილამურები, წოლით მდგომარეობაში ფეხების ნებისმიერი ვარჯიში (შეიძლება ჩაირთოს ძალოვანი ვარჯიშებიც).

დაავადების საწყის სტადიებზე სასარგებლოა დღეში 3-4 ჯერ საყრდენზე აწეული ფეხებით წოლა, არანაკლებ 10 წთ-ისა, რის შემდეგაც ჯდომით ან წოლით მდგომარეობაში რამდენიმე ფიზიკური ვარჯიში უნდა ჩატარდეს. ჯდომით მდგომარეობაში სამუშაო ადგილზეც კი შეიძლება შესრულდეს რაღაც ვარჯიშები, მაგ. ფეხის თითების მოძრა და გაშლა 10-15 ჯერ ნელ ტემპში ან წვივის კუნთების დაჭიმვა და მოდუნება. სასარგებლოა დილის გარბენები, საღამოს გასეირნება და ყველაფერი ის, რაც
ჰიპოდინამიიდან გამოგიყვანთ.

გართულებების განვითარების თავიდან ასაცილებლად, მუდმივად უნდა ჩაიტაროთ ვარიკოზის პროფილაქტიკა. თავიდან უნდა მოიშოროთ ყველაფერი, რაც ნორმალურ სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. სამუშაოს ხასიათის მიხედვით, თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, დაავადებულ ფეხს ჰორიზონტალური ან წამოწეული მდგომარეობა უნდა მისცეთ.

სანამ ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობას დაიწყებდეთ, შემდეგი რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ:

1. ყოველთვის ეცადეთ, რომ ფეხსაცმელი იყოს მოხერხებული, არ გიჭერდეთ, რომ ფეხმა მასში დაისვენოს. შეძლებისდაგვარად ქალები უნდა მოერიდონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას. ყველა ავადმყოფისათვის (ჯანმრთელისთვისაც, პროფილაქტიკის მიზნით) კარგია ხშირად ფეხშიშველი სიარული.

2 ვენების დაავადების მქონე ადამიანისთვის რეკომენდებულია ელასტიური წინდის ტარება. ეს წინდები ხელს უშლიან ვენების შემდგომ გაფართოებასა და ვენოზურ შეგუბებას.

3. ყოველთვის ადამიანმა, ვისაც ვენების გაგანიერებისაკენ აქვს მიდრეკილება ან უკვე გაუჩნდა დაავადების პირველი ნიშნები, საჭიროა ყურადღება მიაქციოს თავის წონას. მოერიდეთ სიმსუქნეს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.

4. იმდენად, რამდენადაც ქვემო კიდურების ვენები ყველაზე დაშორებულია გულიდან, გულის მუშაობის შესუსტების დროს ისინი პირველ რიგში ზიანდებიან. ამიტომ, უნდა ეცადოთ, დაეხმაროთ გულს, გაუმკლავდეს თავის მძიმე მუშაობას. ამისთვის კი, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ეცადეთ
ფეხები წამოწიოთ. თუ ზიხართ, შეიძლება ფეხები სკამის ან სავრძლის საზურგეზე შემოაწყოთ. თუ წევხართ ფეხებქვეშ მაღალი ბალიში ან მუთაქა დაიდეთ.

5. მოწევა ვენების პირველი მტერია. თუ ეწევით და თქვენი ასაკი ხანდაზმულ ასაკს უახლოვდება, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გარანტირებული გაქვთ, კარგია, თუ დაავადებას გართულებები (თრომბოფლებიტი,  ქვემოკიდურების ათეროსკლეროზი) არ ახლავს თან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენს სიცოცხლეს რისკქვეშ აყენებთ.

თუ ხედავთ, რომ ცვლილებები გაქვთ ვენებში, თქვენი ცხოვრების წესს გადახედეთ. მეტი
ისეირნეთ, სპორტით დაკავდით, შეზღუდეთ კვება და მოერიდეთ ჰიპოდინამიას.

ხალხური რეცეპტები ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს

• გარეცხეთ ცივი წყლით საშუალო ზომის სამი ცალი ანტონოვკის ჯიშის ვაშლი. ჩააწყვეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 სთ. მჭიდროდ შეფუთეთ. სვით ყოველდღე 50 50 მლ დილით უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. ნაყენი დაამზადეთ და მიიღეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

• სტაფილოს მიწისზედა ნაწილის (მკლავი, ფოთოლი) ნახარში ჩაის ან წყლის მაგივრად უნდა სვათ ყველა სახის ვარიკოზისა და თრომბოფლებიტის დროს.

• მუსკატის კაკალი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც კარგ შედეგს იძლევა ვარიკოზისა და თრომბოფლებიტების მკურნალობის დროს. გახეხილი კაკალი არაყზე უნდა დააყენოთ და ხანგრძლივად სვათ. 200 გრ კაკალი 1 ლ არაყზე დააყენეთ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და 25-25 წვეთი მიიღეთ 3-4 ჯერ დღეში.

• ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებსა და კვანძებში 6%-იანი ვაშლის ძმრის შეზელვა ამცირებს ვენების გაგანიერებას.

სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

როდესაც ჩემი წნევა თამაშს იწყებს, მე ყოველთვის ამ რეცეპტს მივმართავ. ის ძალიან სწრაფად მირეგულირებს წნევას..

როდესაც ჩემი წნევა თამაშს იწყებს, მე ყოველთვის ამ რეცეპტს მივმართავ. ის ძალიან სწრაფად მირეგულირებს წნევას..

ახლანდელ დროში 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანისთვის, არტერიული წნევის ზედა ზღვრის ნორმად ვერცხლისწყლის სვეტის 140/90 მმ ითვლება.

ყოველი ადამიანისათვის თავისი „ნორმალური“ არტერიული წნევა ის წნევაა, რომლის დროსაც ის თავს კარგად გრძნობს. დაბალწნევიან ადამიანს შეიძლება 130-ზე განუვითარდეს კრიზი, მაღალწნევიანმა კი 200/120-იც კი კარგად გადაიტანოს, თუმცა კორექცია აუცილებელია.

ნორმაში მარჯვენა და მარცხენა ხელის წნევებს შორის განსხვავება არ უნდა აღმატებოდეს 10%ს. ორიენტირებას უფრო მაღალზე ვაკეთებთ. ღამით წნევა დაახლოებით 10-20%-ით ქვეითდება.

ჰიპერტონული დაავადება არტერიული წნევის ხანგრძლივი მატებაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოების ორგანული ცვლილებებით არაა განპირობებული. ორგანიზმში ორგანული დაზიანების დროს ჰიპერტონია მხოლოდ მეორად ხასიათს ატარებს.

დაავადების წარმოშობის მიზეზებს მიეკუთვნება ისეთი არახელსაყრელი ფაქტორები, როგორიცაა ნერვული სისტემის ხანგრძლივი გადაძაბვა, ხშირი სტრესული მდგომარეობები.

ჰიპერტონული დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თირკმელებს. მათში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას წარმოიშობა ნივთიერებები, რომლებიც სისხლძარღვთა შემავიწროვებელ თვისებებს ფლობენ. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ არტერიოლების კიდევ უფრო შევიწროებას და შედეგად, არტერიული წნევის კიდევ უფრო მატებას.

ჰიპერტონული დაავადება უფრო ხშირად საშუალო და ხნიერი ასაკის ადამიანებში ჩნდება, ზოგჯერ კი ახალგაზრდებშიც. ქალებში კლიმაქტერულ პერიოდში ჰიპერტონიის გამოვლინება ძლიერდება.

საწყის სტადიაზე ჰიპერტონული დაავადება დროებით, ფუნქციურ ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც წნევამ შეიძლება მოიმატოს რაღაც დროით, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდეს ნორმას. თანდათან ნორმალურ წნევათაშორის შუალედები მცირდება და დაავადების მეორე სტადია იწყება — წნევის სტაბილური მატების ფაზა. პირველ სტადიაზე ავადმყოფები ყველაზე ხშირად უჩივიან თავბრუხვევას, ყურებში ხმაურს, სისხლძარღვთა პულსაციას, თავში სიმძიმეს, უძილობას და სწრაფ დაღლას. დაავადების მეორე სტადიაზე სიმპტომები იგივეა, მაგრამ ისინი უფრო მყარი ხდება და მუდმივ ხასიათს ატარებენ.

ჰიპერტონული დაავადების დროს ყველა ძირითადი ორგანო ზიანდება – გული, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი.

ჰიპერტონული დაავადების პროფილაქტიკა შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების ნორმალური პირობების შექმნაში მდგომარეობს.

ჰიპერტონული დაავადების მკურნალობა რამდენიმე ძირითად მომენტს მოიცავს:

1. არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებების მიღებას.

2. დამამშვიდებელი სამკურნალო საშუალებების მიღებას.

3. გულის, თირკმელების, თავის ტვინის მუშაობის გამაუმჯობესებელი საშუალებების მიღებას.

4. დამხმარე სამკურნალო საშუალებებისა და მეთოდების (მდოგვის საფენები ფენებზე, ფეხის ცხელი აბაზანები, წურბელები და სხვა) გამოყენებას.

ჰიპერტონული დაავადების მკურნალობის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ არტერიული წნევის მკვეთრი და ძლიერი მატებისას (ჰიპერტონული კრიზი) საჭიროა ვისარგებლოთ ოფიციალური მედიცინის ძლიერმოქმედი პრეპარატებით, რემისიის პერიოდში კი (საშუალო სიდიდის არტერიული წნევის პერიოდი) მცენარეული სამკურნალო პრეპარატებით.

გაურთულებელი ჰიპერტონული დაავადების დროს სასარგებლოა სანატორიულ-კურორტული მკურნალობა. რამდენადაც დაავადება ხშირად ახალგაზრდა ასაკში იწყება, სჯობს ყოველთვის მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს.

ეს რეცეპტები გამოგადგებათ ჰიპერტონული დაავადების დროს

• 100 გრ ნიგოზი დანაყეთ და აურიეთ 0,5 კგ თაფლში, მიიღეთ 3-ჯერ დღეში 1/2 ს. კ.

• 0,5 ლ კეფირში შეურიეთ 1 ჩ. კ. დაფხვნილი დარიჩინი. მიიღეთ თითო ჭიქა 2-ჯერ კვირაში.

• გრეიფრუტის, მარწყვის და შავი მოცხარის ახალი ნაყოფი აქვეითებს სისხლის წნევას.

• თუთის ხის ქერქის ნახარში: 1 ს. კ. დაქუცმაცებული ქერქი 0,5 ლ წყალზე ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 10-12 სთ, შემდეგ გაწურეთ. სვით მუდმივად წყლის მაგივრად.

• 2 ჩ. კ. წიწმატურას ბალახი დააყენეთ 8 სთ 400 მლ გადადუღებულ ცივ წყალზე. მიიღეთ 2 ს.კ. 3-4 ჯერ დღეში,

• წნევის ასაწევად კარგი საშუალებაა ყურძნის წვენი. დაბალ წნევას ამაღლებს. დღეში 1 კგ-მდე ყურძენი უნდა შეჭამოთ ან თითო ჭიქა ყურძნის წვენი დალიოთ 3-ჯერ დღეში. მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი ერთ თვემდე გრძელდება.

• მოამზადეთ ნაკრები: 1 ჩ.კ. იასამნის, 1 ჩ.კ. კომშის, 1 ჩ.კ. თუთის დაქუცმაცებული ფოთლების ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, სვით წყლის მაგივრად.

სამკურნალო ვალერიანი მიიღეთ შემდეგი სახით:

ნახარში: 10 გრ ფესვებსა და ფესურებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წთ, დაავაყენეთ 2 სთ. მიიღეთ თითო ს.კ. 3-4 ჯერ დღეში,

ნაყენი: 10 გრ ფესვები და ფესურები დააქუცმაცეთ, დაასხით ცივი, გადადუღებული წყალი და გააჩერეთ 8 სთ. შემდეგ მიიყვანეთ ადუღებამდე და გაწურეთ. მიიღეთ თითო ს.კ. 3-ჯერ დღეში.

ფხვნილი: ფესვები და ფესურები როდინში ან ყავის საფქვავში დანაყეთ. მიიღეთ 2 გრ 3-4 ჯერ დღეში.

ვალერიანის ნახარშის აბაზანები: 0,5 კგ ფესვები ჩაყარეთ 10ლ წყალში და მიიღეთ მისი აბაზანა.

სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

თავად მოამზადეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი. ამის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ სალონებში ფულის დახარჯვა..

თავად მოამზადეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი. ამის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ სალონებში ფულის დახარჯვა..

ადამიანის სეულში ყველაზე მგრძნობიარე კანი სახის კანია, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოვლა და გაფრთხილება. ყველა სეზონზე სხვადასხვა სახის მოვლას საჭიროებს, ქარიან ამინდში სხვა ტიპის მოვლაა საჭირო, მზიან ამინდში სხვა. ასაკის მატებასთან ერთად კანიც იწყებს დაბერებას- დანაოჭებას.

რა იწვევს ნაოჭების გაჩენას სახეზე?

  • ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს სახის კანის დანაოჭებას არის ძალიან მშრალი კანი.
  • ასევე ნაოჭების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი პროდუქტის გამოყენება
  • ამინდიც დიდ როლს თამაშობს კანის დანაოჭებაში. (მზიან ამინდში რეკომენდებულია მზისგან დამცავი კრემის წასმა ან ქუდის გამოყენება).
  • რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გენეტიკაც შედის ამ სიათა ჩამონათვალში.
  • ასაკის მატებასთან ერთად კანი იწყებს დანაოჭებას. (რაც არ უნდა მოვუაროთ მას, "ასაკი მაინც თავისას შვრება").

იმისთვის, რომ გავაქროთ თუ არა, შევაჩეროთ მაინც ნაოჭების გაჩენა სახეზე, გთავაზობთ ბუნებრივ რეცეპტს, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ.

ამ რეცეპტის მთავარი ინგრედიენტია ჩვეულებრივი საკვები ჟეატინი. ჟელატინი დადებითად მოქმედებს კანის ცილოვან და ამინომჟავების მეტაბოლიზმზე, აუმჯობესებს მის მდგომარეობას. ჟელატინი არბილებს წვრილ ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

თავად მოამზადეთ ჟელატინის კრემი, რომელიც დაგეხმარებათ ნაოჭების წარმოქმნის შეჩერებაში.

მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

1 ჩაის კოვზი ჟელატინი,

100 მლ წყალი,

3 სუფრის კოვზი თაფლი,

0,5 ჭიქა გლიცერინი

1 გ (დანის წვერით) სალიცილის მჟავა.

აი როგორ უნდა მოამზადოთ ჯადოსნური კრემი:

აიღეთ თასიდა ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ მასში. შემდეგ თასი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და ურიეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ამის შემდეგ თასი გადმოიღეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. (ამ დროი განმავლობაში აუცილებელია მუდმივი მორევა). თქვენ უნდა მიიღოთ ჟელეს მსგავსი კრემი.

როგორ უნდა გამოვიყენოთ??

მიღებული კრემი წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად ძილის წინ 2 საათით ადრე. ზედმეტი კრემი, რომლებიც არ შეიწოვება კანში, მოიცილეთ ხელსახოცით.

მიღებული კრემი საკმარისია 1 თვის გამოყენებისთვის. შეინახეთ მაცივრის ზედა თაროზე. მთლიანი მასიდან ამოარჩიეთ იმდენი კრემი, რამდენიც საჭიროა ერთი გამოყენებისთვის, ოდნავ გაათბეთ და წაისვით კანზე.

სტენოკარდიის დროს აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა! ეს გასათვალისწინებელია..

სტენოკარდიის დროს აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა! ეს გასათვალისწინებელია..

სტენოკარდია გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც კორონალური სისხლის მიმოქცევის დარღვევითაა გამოწვეული. ეს დაავადება მაშინ ვითარდება, როცა გულის კუნთი ვერ ღებულობს საკმარისი რაოდენობის სისხლს, საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადის შიმშილს განიცდის.

გულში ჩნდება მძაფრი ტკივილი, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება. ამ ტკივილს შეტევის ფორმა აქვს, ხშირად მარცხენა ხელს, მარცხენა მხარს და ბეჭის ქვეშ გადაეცემა. გულის ანგინას განსაკუთრებით მაშინ ახასიათებს ასეთი ტკივილი, როცა ავადმყოფი თბილი ოთახიდან ცივში გადის. ზოგჯერ სტენოკარდიის შეტევა ღამით იწყება (სიმშვიდის სტენოკარდია). ეს შეტევა უფრო საშიშია, რადგან იმაზე მიუთითებს, რომ დაავადება მეტისმეტად შორს წავიდა და სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო.

სტენოკარდიის შეტევა შეიძლება იყოს იშვიათი, 1-2-ჯერ კვირაში, ან ხშირი, რამოდენიმეჯერ დღეში. ჩვეულებრივ, ერთ-ერთი ასეთი მძიმე შეტევა გულის კუნთში ნეკროზული კერის გაჩენით მთავრდება (მიოკარდიუმის ინფარქტი), შემდგომში კი ამ უბანზე ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება.

ისეთი დაავადებები, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა, სიმსუქნე და დიაბეტი, ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის ადრეულ განვითარებას და სტენოკარდიის პირველი სიმპტომების გამოვლინებას.

სტენოკარდიის დროს აუცილებელია შემდეგი ძირითადი წესების დაცვა:

1. საკვებიდან გამორიცხეთ ყველა ცხოველური წარმოშობის ცხიმი;

2. უარი თქვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, როგორც ქოლესტერინის წყაროზე (განსაკუთრებით ისეთებზე, როგორიცაა ტვინი, კვერცხის გული, არაჟანი, კარაქი, ნაღები, ყველი, თირკმელი, ღვიძლი);

3. დღეში ორჯერ გაისეირნეთ და თან იქონიეთ ნიტროგლიცერინის ტაბლეტები;

4. ტკივილის შეტევის თავიდან ასაცილებლად წამალი მოსალოდნელ შეტევამდე უნდა
მიიღოთ;

5. არ შეიძლება მთაზე ან მაღალ სართულზე ასვლა, სადაც დამრეცი საფეხურებია, ასევე
სიმძიმეების ტარება და ცივი ქარის დროს სეირნობა;

6. არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში. თავი არ უნდა მიიყვანოთ ფიზიკურ და ნერვულ გადაღლამდე;

7. თვალ-ყური ადევნეთ ნაწლავის დაცლის რეგულირებას, საჭიროების შემთხვევაში
საფაღარათო საშუალებები გამოიყენეთ;

8. მინიმუმამდე დაიყვანეთ ალკოჰოლური სასმელების მიღება, უმჯობესია საერთოდ უარითქვათ მასზე, რადგან ალკოჰოლი არღვევს ნივთიერებათა ცვლას;

9. უარი თქვით მოწევაზე რადგან ნიკოტინი სისხლძარღვების შემავიწროვებელი ძლიერი
შხამია.

რეცეპტები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ სტენოკარდიის დროს

  • სტენოკარდიის  დაწყებამდე რეკომენდებულია სამკურნალო სიმშილის 7 დღიანი 3 კურსის (შემდგომ 7 დღიანი აღდგენით) ჩატარება. თუ სრული შიმშილი შეუძლებელია, მაშინ ნაწილობრივი შიმშილის კურსი ჩაიტარეთ და მის დროს მხოლოდ თხილით, ნიგვზით, თაფლით და ბოსტნეულით იკვებეთ.
  • სტენოკარდიის დროს დალიეთ კუნელის წვენი და ყვავილებისა და ფოთლების სპირტიანი ნაყენი 50-60 წვეთი 2-3 კვირის განმავლობაში.
  • ერთნაერი რაოდენობით შეურიეთ ნივრის ფაფა და თაფლი. გააჩერეთ მჭიდროდ თავსახურული ბნელ დ გრილ ადგილას 7 დღე, ამ დროის განმავლობაში ყოველდღე ურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, გულის იშემიური დაავადების დროს, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, ვენების ვარიკოზული დაზიანებისა და ათეროსკლეროზის დროს.
  • კუნელის ყვავილების ნახარში ასე მოამზადეთ: 2 სუფრის კოვზ ხმელ ყვავილს დასხით 1 ჭიქა წყალი (ადუღეთ 5 წთ). შემდეგ გაფილტრეთ, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

გამოიყენეთ ეს კომპრესები გამაგრებული და დაჩირქებული ნანემსარის სამკურნალოდ! ეს ყველას გამოგადგებათ

გამოიყენეთ ეს კომპრესები გამაგრებული და დაჩირქებული ნანემსარის სამკურნალოდ! ეს ყველას გამოგადგებათ

ინტრამუსკულარული ინექცია (დუნდულოში ინექცია) ყველაზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია ადამიანის ორგანიზმში წამლის შეყვანის. თუმცა ესეც გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ვინც არ იცის ნემსის სწორი გაკეთება უნდა მოერიდოს ამ პროცესის ჩატარებას, რადგან არასწორმა ნემსის გაკეთებამ შეიძლება გარკვეული გართულებები გამოიწვიოს.

იმისათვის, რომ ნანემსარი არ გამაგრდეს და არ დაჩირქდეს, პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება სად კეთდება ინექცია, სასურველია ის გაკეთდეს დუნდულოს ზედა გარეთა მეოთხედში. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია ნემსის გასაკეთებლად, რადგან დუნდულოს ამ ნაწილში არ არის ვენები და სისხლძარღვები. (1 ფოტოზე).

(ფოტო  1.)

სასურველია ინექცია გაკეთდეს ღრმად (ნემსი ბოლომდე ჩავიდეს კუნთში) და ნელა (თუ წამალი ზეთოვანია, სასურველია იგი წინასწარ შეათბოთ). ნემსის გაკეთების შემდეგ  ნანემსარ ადგილს წაუსვით სპირტი ან იოდი და დამთავრდა. არ სჭირდება მას ზედმეტი ზელვა, ეს უარესია ნანემსარისთვის.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ნანემსარის გართულება?

ჩვენ შეიძლება ზედმიწევნით ვეცადოთ ნემსის ხარისხიანად გაკეთება, მაგრამ მაინც გამოიწვიოს გართულება, როგორიცაა ნანემსარის გამაგრება, სისხლჩაქცევა ან ტკივილი.

ამ ყველაფერს სხვადასხვა საფუძველი უდევს წინ. ეს შეიძლება იყოს: კუნთში ნემსის არასრული შეყვანა, არასწორ ადგილას ნემსის გაკეთება, ერთი და იგივე ადგილას მრავალი ნემსის გაკეთება, ბლაგვი ნემსის გამოყენება,  ინექციის ადგილის არასაკმარისი დამუშავება, ინფექციური აგენტების მოხვედრა ნემსის წვერიდან, და სხვ.

ნანემსარი იმ შემთხვევაში მაგრდება, თუ:

  • წამალი სწრაფად შეიყვანეთ კუნთში
  • ნემსის ჩასობის დროს პაციენტმა კუნთი დაჭიმა
  • ინექციის დროს იყენებთ მოკლე ნემსს
  • ასევე კუნთის გამაგრებას იწვევს ზოგიერთი წამალი.

ყურადღება: თუ ნანემსარი უკვე დაჩირქებულია, არის მწვავე ტკივილი, ნანემსარი გახურებული და გაწითლებულია, შეიძლება ამ დროს ზოგადი ტემპერატურაც იყოს მომატებული.

როგორ გავუმკლავდეთ გამაგრებულ კუნთს?

რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ მწვავე და ქრონიკულ შემთხვევებში გამაგრებული კუნთის მოხსნაში

დაჩირქებული კუნთსთვის სასურველია გავაკეთოთ შემდეგი სახის კომპრესები:

  1. მჟავე მაწვნის კომპრესი
  2. დინდგელის მალამოს კომპრესი
  3. ავიღოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და 1/2 ჩაის კოვზი სოდა. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად შევურიოთ. წავუსვათ კომბოსტოს თხელ ფურცელს და დავიფინოთ მწვავე ანთების კერაზე.
  4. ავიღოთ 1 ჭიქა თბილი წყალი, რომელშიც უნდა გავხსნათ 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი მარილი. მიღებულ ხსნარში დაასველეთ სუფთა მარლა და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან ცელოფანი დაიდეთ და დაიმაგრეთ წებოვანი ლენტით. გააკეთეთ ეს კომპრესი დღეში ერთხელ.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომპრესი (გარდა მე-4 კომპრესისა) გაიჩერეთ 2 საათის განმავლობაში დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს.

ძველი ნანემსარის გამაგრებული ადგილის სამკურნალოდ, რომელიც არც ანთებითია და არც ტკივილს იწვევს გამოიყენეთ ეს კომპრესები:

  1. სპირტი გააზავეთ იმავე რაოდენობის ანადუღარ და გაციებულ წყალთან (1:1 თანაფარდობით) და მისი კომპრესები დაიდეთ გამაგრებულ ადგილას 2-3 საათის განმავლობაში დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს.
  2. კომოსტოს თხელ ნაწილზე გადაუსვით თაფლი და დაიდეთ კომპრესის სახით.
დაკოპირება ისჯება კანონით ! !